Connect with us

თავის მოვლა

მეთოდი, როგორ მიიღოთ ჩვილივით ვარდისფერი, რბილი და გლუვი კანი ქუსლებზე

ცხელი ზაფხულის და სანდლების სეზონი ახლოვდება. დროა, უხეშ და დამსკდარ ქუსლებზე იზრუნოთ. კანს სინაზე და სილამაზე რომ დაუბრუნოთ, აუცილებელი არაა სილამაზის სალონებს ეწვიოთ და პედიკური გაიკეთოთ. Alltime.ge–ს რედაქცია ხალხურ მეთოდს გიზიარებთ. მისი დახმარებით ქუსლის კანი ისეთი ვარდისფერი და რბილი გახდება, როგორიც ჩვილს აქვს.

სხეულის ნებისმიერ ნაწილს, მათ შორის ქუსლებს და ტერფებს, სათანადო მოვლა სჭირდება. სილამაზის სალონებში პედიკურის სპეციალისტები საქმეს ფეხის მომზადებით იწყებენ.

ჯერ თბილ აბაზანას სხვადასხვა ეთერზეთს უმატებენ და კლიენტის ფეხებს აწყობენ. ფრჩხილებს და ტერფებს მხოლოდ ამის შემდეგ ამუშავებენ. კოჟრებისა და უხეში კანის მოშორებით ქუსლები რბილდება. მსგავსი სერვისი ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

იმედი არ გაიცრუოთ, საკუთარ თავზე სახლშიც შეგიძლიათ იზრუნოთ. ქვემოთ მოცემული სასარგებლო რჩევებით ფეხის მოვლას სახლში შეძლებთ.

ფეხის აბაზანები

აბაზანა ფეხის მოსავლელად უმარტივესი მეთოდია. მაგალითად, სუფთა წყალი და ზღვის მარილი გამოიყენეთ. გვირილას ნახარში ქუსლებს უფრო უხდება. გვირილა სადეზინფექციო თვისებების წყალობით ქუსლების ნახეთქებს და ჭრილობას ახორცებს.

პროპორციები დაიცავით, რომ გვირილას ნახარში მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზი ხმელი მცენარე 1 ლ თბილ წყალზე გამოიყენეთ. 10 წუთით ხარშეთ, შემდეგ დააყენეთ. სითხე გადაწურეთ და გააცხელეთ ისე, რომ წყლის ტემპერატურა თქვენთვის მისაღები იყოს. ფეხების ძალიან ცხელ წყალში ძალით ჩადება არ შეიძლება. წყალი კანისთვის კომფორტული უნდა იყოს.

ასეთ ნახარში ფეხები 20-25 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ფეხები გაიმშრალეთ და კრემით დაიტენიანეთ. კრემი შარდოვანით საუკეთესო ვარიანტია. სპეციალური ნივთიერება, კერატოლიტიკური კანს ძველ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და არბილებს.

გირჩევთ, რომ პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ. კრემის წასმის შემდეგ თხელი ბამბის წინდა ჩაიცვით. ასე კრემის ეფექტი გაძლიერდება.

პემზის ალტერნატივა

ბევრი ქალი სახლში სილამაზის პროცედურის ჩატარებისას ძველებურად პემზას იყენებს. ჩვენ პემზის გამოყენებას რამდენიმე მიზეზის გამო არ გირჩევთ. პირველი, კანს თანაბრად არ წმენდს და აპრიალებს. მეორე, პემზით ნაზი კანი შეიძლება შემთხვევით დაიზიანოთ. თანამედროვე მეთოდები უფრო უსაფრთხოა.

მაგალითად, სპეციალური ქლიბი წვრილი აბრაზიული საფარით. ასეთი საშუალება კანს ნაზად წმენდს, არ აზიანებს. მხოლოდ მშრალ კანზე უნდა გამოიყენოთ. ფეხის სკრაბიც ეფექტური საშუალებაა, რომელიც კანს შესანიშნავად წმენდს. სურვილის შემთხვევაში, სკრაბი სახლში შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისთვის მსხვილი ზღვის მარილი და თაფლი აურიეთ.

სახლის არსენალში გლიცერინის შემცველი კრემი აუცილებლად უნდა გქონდეთ. თუ არ გაქვთ, ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. გლიცერინი კანს შესანიშნავად ატენიანებს, არბილებს. მთელ ტერფზე ან წერტილოვნად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უხეშ და მტკივნეულ ნახეთქებსაც უმკლავდება. საშუალება საღამოს, ძილის წინ წაისვით, შემდეგ წინდები ჩაიცვით და საწოლში დაწექით. კვირაში რამდენჯერმე პროცედურა გაიმეორეთ.

სამხრეთ კორეული სილამაზის საშუალება პილინგ–წინდა ნამდვილი აღმოჩენაა. ერთჯერადი ნიღაბი მასში შემავალი კომპონენტების წყალობით გაუხეშებულ კანს მოგაშორებთ. თუ ძალიან მგრძნობიარე და დაზიანებული კანი გაქვთ, პილინგ–წინდა არ გამოიყენოთ. გაუხეშებულ ქუსლებს კარგად არბილებს.

თუ ქუსლებს სასწრაფო დახმარება სჭირდება, ვაზელინი გამოიყენეთ. ვაზელინი კანზე ფირს ქმნის და სითხეს აორთქლებაში ხელს უშლის. ვაზელინის ხშირად გამოყენება სასურველი არაა, რადგან კანი, პირიქით, შეიძლება გამოგიშრეთ.

ძველად ქუსლის კანის დასარბილებლად კარაქს იყენებდნენ. 2 ს/კ კარაქს 10 წვეთი პიტნის ან ჩაის ხის ეთერზეთი დაუმატეთ. აურიეთ და ნარევი გაუხეშებულ კანზე წაისვით, შემდეგ წინდები ჩაიცვით და დასაძინებლად გაეშურეთ. შედეგი გაგახარებთ.

თუ კარაქით 10 პროცედურას ჩაიტარებთ, ყველაზე სერიოზული ნახეთქების მოშორებასაც შეძლებთ. როგორ უმკლავდებით მშრალ კანს ქუსლებზე?

Advertisement