Connect with us

ყვავილები

მეზობლის მეთოდი მარწყვის მოსავლის გასაორმაგებლად. დროა საქმეს მიხედოთ

ზაფხულში მარწყვის უხვი მოსავალი რომ მიიღოთ, მომზადება მარტში დაიწყეთ. ნამდვილი გაზაფხულის დადგომამდე რამდენიმე კვირა დარჩა, მაგრამ შეგიძლიათ ბაღში საქმიანობა დაგეგმოთ  და ამ სტატიაში მოცემული სასარგებლო რჩევები გაითვალისწინოთ.

მარწყვის კარგი მოსავალი

გაზაფხულზე არა მხოლოდ ბუნება, არამედ აგარაკების მფლობელებიც იღვიძებენ. მარტში ნერგების მოვლა, ინვენტარის მომზადება და სათბურის გარემონტება იწყება. აპრილში კვლევების გაყვანას და დარგვას ვიწყებთ.

მარწყვი ერთ–ერთი პირველია, რომელსაც ნაადრევ გაზაფხულზე ყურადღების მიქცევა სჭირდება. როგორც კი თოვლი გადნება, შეგიძლიათ მარწყვის პირველი ფოთლები დაინახოთ. მარწყვი ადრე ნაყოფიერდება, ამიტომ მასზე ზრუნვა არ უნდა გადადოთ. მარწყვის მდიდარი მოსავლით რომ დატკბეთ, რამდენიმე მარტივი წესი დაიცავით.

მარწყვის მოვლის წესები

1. თოვლის გადნობის შემდეგ მარწყვის ნაკვეთი ნაგვისა და ხმელეი ფოთლებისგან გაწმინდეთ. მიწა გააფხვიერეთ და ეპინით დაამუშავეთ.

2. სასუქიც დაუმატეთ, სჯობს აზოტის სასუქი, მაგალითად, შარდოვანა ან ნაკელი გამოიყენოთ. მარწყვი სამჯერ უნდა გამოკვებოთ. პირველი საწყისი გამოკვების შემდეგ კოკრების ფორმირებისას გამოკვებეთ, რაც ყვავილობას და ნაყოფიერებას გააუმჯობესებს. ბოლოს მოსავლის აღების შემდეგ.

3. კარგი მოსავლის მისაღებად კვლევები მულჩით დაფარეთ. ასე ფესვები ტენს შეინარჩუნებს და გამოშრობას თავიდან აიცილებთ. თან სარეველებს თავიდან აიცილებთ და კენკრაც არ დალპება. მულჩირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თივა, წიწვები, უნაჭრო ქსოვილი, ტორფი კომპოსტით. ზოგიერთი კვერცხის მუყაოს კონტეინერს იყენებს.

4. სწორი მორწყვაც მნიშვნელოვანია. მარწყვს ზედაპირული, მაგრამ ძლიერი ფესვების სისტემა აქვს, რომელიც გამოშრობას ვერ იტანს. თუმცა ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ. მშრალ და თბილ გაზაფხულზე კვირაში ზუსტად ერთხელ მორწყეთ.

ზოგიერთი მეაგარაკე მოსავლის აღების შემდეგ მარწყვს აღარ რწყავს, რაც დიდი შეცდომაა. საქმე იმაშია, რომ ზაფხულში როზეტებში მომავალი ყვავილობისთვის ყვავილის ჩანასახები ფორმირდება. თუ სითხე არ ეყოფა (რაც ცხელ ზაფხულში ხშირად ხდება), მომავალში ღარიბ მოსავალს მიიღებთ.

5. დაავადებების და მავნებლების არსებობა აკონტროლეთ. პირველივე ნიშნებზე უსაფრთხოების ზომები მიიღეთ, მცენარის კვდომა არ გამოიწვიოთ. პროფილაქტიკის მიზნით ყვავილობამდე 1%–იანი სპილენძის სულფატით დაამუშავეთ. თუ მარწყვს წელიწადში 3–4–ჯერ განაახლებთ, უფრო ნაკლებად დაავადდება და დაავადებებს უკეთ შეებრძოლება.

გისურვებთ მარწყვის კარგ მოსავალს. კარგი მოვლისა და სათანადო პირობების შექმნისთვის მცენარე წვნიანი და გემრიელი ნაყოფით დაგაჯილდოებთ.