Connect with us

ჯანმრთელობა

მეგობარი ექიმის რჩევით, ყავაში ყოველთვის ლიმონს ვამატებ. გემრიელს პლუს სასარგებლო

თუ ყავის მოყვარული ხართ, აუცილებლად ცადეთ მასში ლიმონის ჩამატება. გარდა სასმელისთვის პიკანტური, ოდნავ მომჟავო გემოს მინიჭებისა, მის ეფექტს რამდენჯერმე გააძლიერებთ და დაღლილობას მარტივად გაუმკლავდებით, თუ ყავაში ლიმონის ჩამატებით.

გამოცდილი ექიმების მკტიცებით, ყავამ ნაკლები ზიანი და მაქსიმალური სარგებელი რომ მოგვიტანოს, აუცილებელია მასში ლიმონის პატარა ნაჭრის ჩამატება. ეს პრაქტიკა წარმოიშვა იტალიაში, კერძოდ კი ზღაპრულ რომში, სადაც ლიმონიანი ყავა ძალიან დიდი პოპლარობით სარგებლობს, თანაც სრულიად დამსახურებულად.

ასეთი სასმელის მირთმევით თქვენ მიიღებთ არა უბრალოდ კოლოსალურ სიამოვნებას, არამედ სარგებელსაც კი. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რატომ არის მიზანშეწონილი ყავაში ლიმონის ჩამატება და რა სარგებელი მოაქვს ამ სასმელს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ლიმონიანი ყავა

1. ყავაში ლიმონის ჩამატება რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც დაბალი წნევა და ქრონიკული შაკიკი აწუხებთ. ლიმონი კუმშავს სიხლძარღვებს არა მკვეთრად, არამედ მაქსიმალურად დელიკატურად, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

2. თუ თქვენ ბევრს მუშაობთ და ხშირად გიწევთ საკუთარი თავის დატვირთვა ფიზიკურად ან გონებრივად, აუცილებლად ცადეთ ყავაში ლიმონის ჩამატება. ასე სასმელის ეფექტს რამდენჯერმე გააძლიერებთ და ორგანიზმის ძალების აღდგენას მინიმალურ დროში შეძლებთ.

3. ლიმონიანი ყავა სტიმულირებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს. ლიმონიანი ყავა აღადგენს ორგანიზმის თავდაცვით ძალებსაც კი.

4. თუ თქვენ მადა დაქვეითებული გაქვთ, ლიმონიანი ყავა სწორედ თქვენთვისაა. ასეთი სასმელი არ მისცემს კუჭს მოდუნების საშუალებას, გააუმჯობესებს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, საჭმლის მონელების პროცესს, დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ა.შ.

5. გამომდინარე იქიდან, რომ ყავა არაჩვეულებრივად სტიმულირებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხოლო ლიმონთან ერთად ეს ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება, ასეთი სასმელი არაჩვეულებრივია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და სასარგებლოდ ისახება როგორც ჩვენს შინაგან ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი. ლიმონიანი ყავა აუმჯობესებს ჩვენი კანის მდგომარეობას.

დაუჯერებლად ჟღერს, არა? თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ ფინჯანი ყავის მირთმევის სურვილი გაგიჩნდათ, აუცილებლად ჩაამატეთ მასში ლიმონი და გამოცადეთ ასეთი სასმელის ეფექტი საკუთარ თავზე. აქვე შემოგთავაზებთ ლიმონიანი ყავის მომზადების სწორ ინსტრუქციას. მიღებული სასმელი ძალიან არომატული, პიკანტური გემოთი გამორჩეული და სასარგებლოა ჩვენთვის.

ინგრედიენტები:

  • 7 გრამი დაფქული ნატურალური ყავა
  • 30 მლ წყალი
  • 5 მლ ლიმონის ახლადგამოწურული წვნეი
  • ლიმონის ცედრა
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება:

1. შეუდექით ყავის მოხარშვას.

2. სანამ ყავა ცეცხლზე დგას, ლიმონს ფრთხილად გააცალეთ კანი და გამოწურეთ მისგან წვენი.

3. მზა ყავაში ჩაასხით ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და ზემოდან მოაყარეთ მცირეოდენი დაფქული ცედრა.

4. გემრიელად მიირთვით!

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. როდესაც ლიმონიან ყავას დააგემოვნებთ, არ დაგავიწყდეთ თქვენი გამოცდილებისა და შეგრძნებების გაზიარება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!