Connect with us

ყვავილები

მებაღეების გავრცელებული შეცდომები: რატომ არ ყვავის ვარდი

აგარაკზე, ძირითადად, ყვავილების მოსავლელად დავდივარ. მცენარეების მოვლა მსიამოვნებს: უფასო ანტისტრესი აყვავებული და არომატული შედეგით. მთავარ აქცენტს ყვავილების დედოფალზე ვაკეთებ, მაგრამ სასურველი ბაღის ანსამბლის გაკეთება ყოველთვის არ გამომდის. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რატომ არ აყვავდა ვარდი.

თავიდან, ამ ნაზი ყვავილისთვის შეუფერებელ ამინდის პირობებს დავაბრალე. მოგვიანებით შევამჩნიე, რომ მეზობლის ვარდი აყვავებულია და სურნელს აფრქვევს, თუმცა იგივე ამინდის პირობებში იზრდებოდა. მათი რჩევები მორჩილი სტუდენტივით ჩავიწერე. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არ ყვავის ვარდი და როგორ მოიქცეთ.

რატომ შეწყვიტა ვარდმა ყვავილობა: მებაღეების გავრცელებული შეცდომები

1. ვარდი ყვავილობაზე უარს აცხადებს, თუ ღრმად ჩარგავთ. ვარდს მიწაში 5-10 სმ–ზე ჩარგვა არ სჭირდება. ასე შეიძლება ყვავილობა შეანელოს.

2. ღრმად დარგვის გარდა, სხვა შეცდომებიც არსებობს. მაგალითად, მკვებავი ნივთიერებების სიჭარბემ ვარდის ფესვების სისტემა შეიძლება დააზიანოს. ის შემთხვევაა, როცა სჯობს ნაკლებად გამოკვებოთ, ვიდრე გადააჭარბოთ.

3. ყველა დამჭკნარი ყლორტი არ მოაშოროთ. ამ შემთხვევაში ვარდი განვითარებას შეწყვეტს. არასწორი გასხვლა მებაღის ცხოვრებას ართულებს.

საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე და ახლა ულამაზეს ვარდებს ვზრდი. ვაღიარებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს ვუშვებდი! ნერგს ღრმად ვრგავდი, სასუქსაც უხვად ვაწვდიდი და ყლორტებსაც მარტივად ვიშორებდი. როგორ ყვავის თქვენი ვარდი?

Advertisement