Connect with us

ჰოროსკოპი

მაჯას დახედეთ და შეამოწმეთ რამდენი მკაფიო ხაზი გაქვთ

ხელზე მკითხაობა მთელ მსოფლიოში ცნობილი პრაქტიკაა. პროფესიონალი ქირომანტები ხელზე დაკვირვებით მომავალს პროგნოზირებენ და ადამიანის ხასიათს აღწერენ. იცით თუ არა, რომ მკითხაობა არა მხოლოდ ხელისგულზე შეიძლება? მაჯაზე ხაზებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ რას ნიშნავს თითოეული ხაზი.

მაჯაზე ხაზები

ქირომანტები მაჯაზე ხაზებს სამაჯურებს ან გზებს უწოდებენ. მათი დახმარებით ადამიანის ბედის და მისი პრობლემების გაგება შეიძლება. როგორც წესი, მაჯაზე 3 ხაზი გვაქვს, თუმცა ზოგჯერ 4 გვხდება. სამაჯურის დანახვა მარტივი არაა. თუ ხელს მოხრით, მიხვდებით, თუ კონკრეტულად რამდენი ხაზი გაქვთ.

პირველი ხაზი ჯანმრთელობაზე ნიშანს იძლევა. თუ ხაზს მკაფიოდ ხედავთ და არ წყდება, ადამიანს სანერვიულო არაფერი აქვს. თუ წყვეტილია ან ცუდად ჩანს, საკუთარ თავზე სჯობს მეტად იზრუნოთ.

ასეა თუ ისე, რეგულარული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ყველას გვჭირდება. ეს მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები თავიდან ავიცილოთ და გადაწყვეტილების გზები არ ვეძებოთ. სხვათა შორის, პირველ სამაჯურზე შეიძლება უფრო პატარა ხაზები მდებარეობდეს. ითვლება, რომ თუ ადამიანს ასეთი პატარა ხაზები აქვს, მისი ცხოვრება გაჯერებულია, თავგადასავლებით და მოგზაურობებით სავსე.

ხაზების მნიშვნელობა

მაჯაზე მეორე სამაჯური სიმდიდრის და წარმატების ნიშანია. აქაც, იგივე პრინციპი მოქმედებს. თუ ხაზი მკაფიო და სწორია, ადამიანს წარმატებული კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა ელის. თუ გზა წყდება, მფლობელს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.

წარმატების ხაზი შეიძლება ჯაჭვს ჰგავდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც თავგადასავლები და სარისკო ქმედებები უყვარს. თუმცა ხშირად ამის წყალობით წარმატების კუდით დაჭერას ახერხებს. ასეთი საზრიანი პიროვნება ფულთან ადვილად ურთიერთობს, ხოლო ფული მის ცხოვრებაში მარტივად მოდის.

მესამე ხაზის მნიშვნელობა ქირომანტიაშია ორაზროვანია. ზოგი ამბობს, რომ ის ადამიანის გავლენაზე საუბრობს. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ მესამე სამაჯური მფლობელის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. თუ ხაზი მკაფიო და სწორია, პირად ფრონტზე პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. სხვათა შორის, რაც უფრო შორსაა მესამე ხაზი მეორესგან, მამაკაცი უფრო გვიან დაქორწინდება, ხოლო ქალი გათხოვდება.

ზოგჯერ ხაზზე წერტილი ან რაღაც ვარსკვლავის მსგავსი ჩანს. ეს ცუდი ნიშანია, რომელიც გულისხმობს, რომ ორ მოსიყვარულე გულს ერთად დიდხანს ყოფნა არ უწერიათ. უფრო მეტიც, დაშორების მიზეზი შეიძლება ერთ–ერთი პარტნიორის გარდაცვალება იყოს.

მეოთხე ხაზი

თუ მაჯაზე მეოთხე ხაზს ხედავთ, ნამდვილი იღბლიანი ხართ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. როგორც წესი, მეოთხე სამაჯური მესამეს პარალელურად მიდის. მისი მფლობელი წინ თავდაჯერებით მიიწევს, ნებისმიერ დაბრკოლებას ლახავს.

გარდა ამისა, მეოთხე ხაზის არსებობა ამბობს, რომ ადამიანს არა მხოლოდ ბედნიერი, არამედ დღეგრძელი ცხოვრება ელის. მაქსიმალური ძალისხმევის გაღებით 90 წელს გადააბიჯებთ!

ქირომანტებს ხელზე ხაზების მნიშვნელობის სჯერათ, მაგრამ არ იღლებიან გამეორებით: თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რამდენი ხაზიც არ უნდა გქონდეთ მაჯაზე, საკუთარ თავზე ყოველდღე უნდა იმუშავოთ. ეს ჯანმრთელობას, სამსახურს და პირად ცხოვრებას ეხება.

საინტერესოა, ხელზე მკითხაობის გჯერათ? შესაძლოა, ქირომანტიასთან დაკავშირებით გამოცდილება უკვე გაქვთ! მოხარული ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ!