Connect with us

კულინარია

მაღაზიაში გაფუჭებამდე მისულ ხურმას ძალიან იაფად ვყიდულობ. ვამზადებ ფორთოხლისფერ წამალს, რომელიც – ნამდვილი აღმოჩენაა!!!

მაღაზიებში, გაფუჭებამდე მისულ ხურმას ძალიან იაფად ვიძენ, მუქ ლაქებიანსაც კი ვყიდულობ. არ აქვს მნიშვნელობა რბილია თუ მაგარი ან თუნდაც გადამწიფებული იყოს – უკეთესია! ზამთარში, თქვენი ჯანმრთელობისთვის 1 ქილა ამ საშუალების ქონა ნამდვილი მისწრებაა!

მურაბა ხურმისგან ძალიან სწრაფად მზადდება და ნამდვილ წამლად ითვლება ავადმყოფობის დროს. ის თავის სასარგებლო თვისებებსა და ვიტამინებს ინარჩუნებს და მურაბის სახით ის ბავშვებსაც უფრო მეტად უყვართ. ყველა ვიტამინი და ამინოჟავა ასეთ მურაბაში შენარჩუნებულია, ამიტომ სარგებელი ისეთივე იქნება როგორიც ხილის ჭამის დროს გაქვთ.

ხურმაში დიდი რაოდენობით იოდი შედის, ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამიტომ ამ მურაბის რეგულარულად მოხმარება შესანიშნავი და გემრილი პროფილაქტიკა იქნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისთვის.გარდა ამისა, ასეთი გემრიელობა მეტაბოლიზმს ნორმაში აყენებს, გამოყავს ტოქსინები და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მოგაშორებთ.

მიუხედავად კოლოსალური სარგებლისა, მას უკუჩვენებებიც გააჩნია. ის რეკომენდებული არაა კუჭ-ნაჭლავის ტრაკტთან დაკავშირებულ ოპერაცა გადატანილებისთვის ან კუჭის ჭყლულის მქონეთათვის – რადგან ეს მურაბა ტანინებს შეიცავს. მისი მოხმარებისას სიფრთხილე უდნა გამოიჩინონ დიაბეტიკებმა, ასევე თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებებისა და შეკრულობის მქონეებმა.

იმისთვის, რომ ამ ზამთრის ხილისგან, სარგებელი ზაფხულშიც მივიღოთ, გირჩევთ სასარგებლო მურაბა იმ რეცეფტით მოამზადოთ, რომელიც ამ სტატიაშია წარმოდგენილი. 1 საათის შემდეგ, თქვენს მაცივარში თავს, ოქროსფერი მურაბის ქილები მოიწონებენ!

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი ხურმა
  • 500 გრამი შაქარი
  • 1 ლიმონი

1. კარგად გარეცხეთ ხილი და მოაჭერით ყუნწიანი თავები. დაჭერით ნაყოფი დიდ ნაწილებად. თუ კურკა შეგხვდათ – მოაცილეთ.
2. დააყარეთ რბილობს შაქარი და 4-5 საათით დატოვეთ, რათა ხურმამ წვენი გამოუშვას – სწორედ ამ წვენში მოხარშავთ მურაბას.

3. დადგით ხურმა ნელ ცეცხლზე და 40-45 წუთი ადურეთ სანამ სრულად არ დარბილდება, პერიოდულად ურიეთ.
4. ლიმონი გაასუფთავეთ ცედრისგან და დააბლენდერეთ. მირებული ფაფა ხურმას დაუმატეთ და კიდევ 5 წუთი ადუღეთ.

მურაბა ერთგვაროვანი მასის უნდა გამოვიდეს, თითქმის კრემისებური. ისღა დაგვრჩენია, ის გასტერილებულ შუშის ქილებში გადავასხათ.

იმისთვის, რომ მურაბას დაუვიწყარი ნოტა შევძინოთ, ლიმონის გარდა, თხილის, დარიჩინის, კოჭას ან ნებისმიერი ზამთრის ხილიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მურაბა ხურმითა და ლიმონით – ეს იშვიათი მაგრამ, უგემრიელესი ტკბილეულია.

მისი მომზადება მხოლოდ სეზონზეა შესაძლებელი, ამიტომ ნუ გაუშვებთ ამ არაჩვეულებრივი დესერტის დამზადების შანსს!