Connect with us

საკითხავი

მარწყვი ყველასთვის და ყოველთვის სასარგებლო როდია… გაუფრთხილდით ჯანრმთელობას!

ზაფხულის დასაწყისი ღია ნიადაგში გაზრდილ მარწყვთან ასოცირდება. მას განსაკუთრებული არომატი და გემო აქვს! ბევრი მზადაა ეს სურნელოვანი კენკრა კილოგრამობით ჭამოს და სხვა ყველაფერი დაივიწყოს. ამას გარკვეული მიზეზი აქვს, რადგან მარწყვს რიგი სასარგებლო თვისებები გააჩნია. მარწყვს უკუჩვენებაც აქვს, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ.

მარწყვის უპირატესობის შესახებ

ანტიოქსიდანტების, ფლავონოიდების, პოლიფენოლების და კალიუმის შემცველობის წყალობით მარწყვი განიხილება როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

მარწყვის უჯრედისი ყაბზობას ამცირებს, მთელ ორგანიზმში ტენის შევსებას ხელს უწყობს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

ფოლიუმის მჟავის შემცველობის გამო მარწყვი ორსული ქალებისთვის სასარგებლოა. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: ძვლებს აძლიერებს, მხედველობისთვის სასარგებლოა, ასევე მეხსიერებას აუმჯობესებს.

ვისთვის არ შეიძლება მარწყვის მიღება

ბევრი აშკარა უპირატესობის მიუხედავად უნდა გახსოვდეთ, რომ ეკოლოგიურ რეიტინგში „ბინძური ათეული“ მარწყვი პირველ ადგილზეა მასში შემავალი პესტიციდების წყალობით, რომელსაც მავნებლების საწინააღმდეგოდ და მოსავლის გასაზრდელად იყენებენ. კენკრა მიმზიდველია მწერების, ჩიტებისა და მღრღნელებისთვის.

მარწყვი ფრთხილად უნდა მიიღოთ, თუ ანტიჰიპერტონულ თერაპიაზე ხართ, რადგან მან შეიძლება არტერიული წნევის შესამცირებლად აბების მოქმედება გააძლიეროს.

მისი მიღება არ ღირს, თუ გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, ასევე თირკმლების დაავადება გაწუხებთ.

ასევე პატარა ბავშვებისა და მეძუძურე დედებისთვის მისი მიღება არ ღირს, რადგან კენკრა ძლიერი ალერგენია.

საკვები პროდუქტების, მათ შორის ხილისა და პროდუქტების, გონივრული არჩევით სასარგებლო ნივთიერებებს მიიღებთ და ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.