Connect with us

ყვავილები

მარწყვის ნომერ პირველი მტერი კეფირის სასუქით დავამარცხე

მარწყვის ბუჩქები ტკბილეულის მოყვარული მეაგარაკეების ფავორიტია. მათ ყოველთვის დიდ სიყვარულს და ყურადღებას უთმობენ. საზრიანი მებოსტნეები მთელ ძალას მარწყვის გაზრდას ახარჯავენ, რადგან საკმაოდ მომგებიანი საქმეა. ტკბილი კენკრით არა მხოლოდ ისინი არიან დაინტერესებულნი – სოკოც არ თვლემს. ნაცროვანი სოკოს მოსაშორებლად კეფირის სასუქი საუკეთესო მეთოდია. Alltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ მარწყვის №1 მტერზე, ნაცროვან სოკოზე. რატომ ჩნდება, როგორ გამოიყურება და რა გავაკეთოთ, რომ არ შეგვაწუხოს.

როგორ მოვიშოროთ ნაცროვანი სოკო

მავნებელთან საბრძოლველად საუკეთესო მეთოდი დროული პროფილაქტიკაა. შემოდგომაზე ნაცროვანი სოკოს მიცელიუმი მცენარეულ ნარჩენებში იმალება და დათბობას ელოდება. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ ტერიტორია ფოთლების, ტოტებისა და ბალახებისგან გაწმინდოთ.

როცა ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე იზრდება, ნაცროვანი სოკო იღვიძებს და პირველ რიგში მარწყვის კვლებისკენ მიდის. თუ ბუჩქებს დროულად არ დაიცავთ, მიცელიუმი ღეროებზე, ყვავილის ყუნწებსა და ფოთლებზე აცოცდება, მცენარის სისხლძარღვთა სისტემას გაანადგურებს. კენკრა გამუქდება და დალპება, მარწყვზე დამახასიათებელი თეთრი ნადები გაჩნდება.

ამის თავიდან ასაცილებლად რძემჟავა ბაქტერიებს მიმართეთ. დაგჭირდებათ 1 ლ ჩვეულებრივი კეფირი (ცხიმიანობას მნიშვნელობა არ აქვს).

1 ლ კეფირი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. მიღებული საშუალება კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და ბუჩქები ყველა მხრიდან უხვად დანამეთ.

სასუქის სხვა უპირატესობა მისი ეკოლოგიურობაა. არანაირი მძიმე ლითონი, შხამი და სხვა საშინელება. ამის წყალობით კეფირის სასუქი კენკრის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მარწყვს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

გამოკვების გარდა მარწყვის დარგვის სქემა არ დაგავიწყდეთ. ბუჩქები ერთმანეთისგან 30 სმ–ით დაშორებული უნდა იყოს. გარდა ამისა, თუ მარწყვს სათბურში ზრდით, რეგულარულად გაანიავეთ. ღია ნაკვეთის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთ ადგილზე სამ წელზე მეტი ხანი არ გაიზარდოს. წესები დაიცავით, კეფირით გამოკვებეთ და მარწყვის მდიდარ მოსავალს აუცილებლად მიიღებთ!

Advertisement