Connect with us

ყვავილები

მარტივი ხრიკი, როგორ გაამრავლოთ ვარდი კალმებიდან ნივრის გამოყენებით

ვარდი ბაღის დედოფლად ტყუილად არ ითვლება. თავისი დიდებული და ნაზი კოკრებით სახლის გარშემო ნაკვეთს ალამაზებს და სასიამოვნო არომატს ავრცელებს. ვარდი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გაამრავლოთ. მაგალითად, დამყნობით, თესლით, გადაწვენით ან კალმით. ბოლო ვარიანტი ყველაზე ეფექტურად ითვლება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ვარდი კალმიდან.

შემოდგომაზე ვარდის დაკალმება გამრავლების ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება. ასე დიდი დროის და ძალისხმევის დახარჯვა არ მოგიწევთ. 10 წუთში ყველაფერი მზად იქნება. გიამბობთ, რომელი პროდუქტი დაგეხმარებათ კალმიდან ვარდის გამრავლებაში.

როგორ გავზარდოთ ვარდი კალმიდან: ეტაპობრივი ინსტრუქცია

1. დანა სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდეთ და ვარდის კალამს ქერქის ნაწილები მოაჭერით.

2. ნივრის კბილი გაწმინდეთ და კალამს გადაჭრილ ადგილებზე წაუსვით. ასე დაუცველ ადგილს ინფექციებისგან დაიცავთ. სოკოს და სხვა დაავადების მოხვედრას ხელს შეუშლით. გარდა ამისა, ნიორი მცენარეს მიაწვდის ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც სწრაფად ზრდაში დაეხმარება.

3. ვარდის კალამი ორივე მხრიდან სანთლის ცვილით უნდა „შეადუღოთ“. ასე დაავადებების განვითარებას ხელს შეუშლით.

4. შესაფერისი ზომის ჭურჭელი ქვიშით გაავსეთ. კალამი გადანაჭერი ქვემოთ ქვიშაში ჩადეთ და ცოტა ქვიშა მოაყარეთ.

5. ქვიშა რეგულარულად მორწყეთ. პირველ შედეგს 1 თვეში დაინახავთ.

მას შემდეგ, რაც ფესვების სისტემა ზრდას დაიწყებს, ვარდი ბაღში შეგიძლიათ გადარგოთ. გარდა ამისა, ყვავილი სახლში ქოთანში შეგიძლიათ დატოვოთ. პრეტენზიულ ლამაზმანს სწორი მოვლა შეურჩიეთ, რომ მალე ლამაზი და ჯანსაღი ყვავილებით გაგახაროთ.

Advertisement