Connect with us

ტესტები

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი: ხასიათის რომელი თვისებები გეხმარებათ წარმატების დაჭერაში

დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი ოცნებობს, რომ წარმატებას მიაღწიოს და გამარჯვებული გახდეს. როგორ გავაკეთოთ ეს? ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ხასიათის განმასხვავებელი თვისებები უნდა გამოიყენოთ, ძლიერ მხარეს დაეყრდნოთ და სუსტ მხარეზე იმუშაოთ, რომ მისი გავლენა შეამციროთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის გავლას. მისი დახმარებით გაიგებთ, როგორ მართოთ თქვენი შესაძლებლობები სწორად და წარმატებას მიაღწიოთ.

ხასიათის განმასხვავებელი თვისებები

ტესტის გასავლელად მხოლოდ 1 წუთი დაგჭირდებათ. სურათს შეხედეთ და აირჩიეთ გემი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. რომელი გემით შეძლებთ წარმატების მიღწევას? თუ აირჩიეთ, დროა შედეგები ნახოთ.

გემი №1

პირველ გემს თამამი და რისკიანი პიროვნებები ირჩევენ. ძლიერი და ძალიან მიზანდასახული, გამარჯვებისთვის ბევრ რამეზე წამსვლელი ხართ. თუ მიზანი გაქვთ, მისკენ შეუჩერებლივ ივლით. ეს აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ! არ დაგავიწყდეთ, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ შეუპოვრობა საკმარისი არაა, საიმედო მხარდაჭერა გჭირდებათ.

თუ გვერდით საიმედო ადამიანია, რომელიც დაგეხმარებათ და თქვენს დაუფიქრებელ იმპულსებს მოთოკავს, წარმატება აუცილებლად გაგიღიმებთ. იმოქმედეთ, ყველაფერი გამოგივათ!

გემი №2

გულკეთილი ადამიანი ხართ. გარშემომყოფები გაღმერთებენ, მათთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. რამდენიმე სიტყვით ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება შეგიძლიათ. ეს თქვენი სუპერ ძალაა! მარტო რაიმეს მიღწევა რთულია. თქვენი გულმოწყალეობით და პასუხისმგებლლობით წარმატებას მალე მიაღწევთ!

სხვებს ზედმეტად ნუ ენდობით. ზოგიერთი ადამიანი თქვენს სიკეთეს სიხარულით გამოიყენებს. გახსოვდეთ, რომ დახმარების სურვილი ყოველთვის გულწრფელი და უანგარო არაა.

გემი №3

თქვენი გამორჩეული თვისებაა კრეატიულობა და შემოქმედებითი პოტენციალი. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით, რაღაცის შექმნა და გამოგონება გჭირდებათ. ეს თქვენი ძალა და წარმატებისკენ მიმავალი გზაა. გამარჯვებისთვის უნდა განვითარდეთ. თქვენი ცხოვრება მუდმივი წინსვლაა. არ გაჩერდეთ, წინ იარეთ და შინაგანი მე ეძებეთ.

ზოგი იტყვის, რომ მთელი ცხოვრება სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის და მეგობრების შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ ეს თქვენი ბუნებაა. რაღაც ახალი მუდმივად გჭირდებათ. წინ იარეთ და დასახულ მიზანს მიაღწიეთ. ყველაფერს შეძლებთ!

გემი №4

უკანასკნელი რომანტიკოსი, ასე უწოდებენ თქვენნაირ ადამიანს. ბუნებით მეოცნებე ხართ. ყოველთვის სიყვარულს და წარმატებას ელით. კარგია, რომ ოცნებების გჯერათ, მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ოცნებას არ ჰგავს. ადრე თუ გვიან მკაცრ რეალობასთან შეჯახება მოგიწევთ. არ შეგეშინდეთ. უბრალოდ მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ოცნებებით ვერაფერს მიაღწევთ. მიზნები დაისახეთ, უკეთესის და უფრო მეტის მიღწევა სცადეთ. თამამი იყავით და სირთულეებს გაუმკლავდით. ასე თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა.

გემი №5

ამ სამყაროსთან ურთიერთობა გიჭირთ. საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ხართ, რომელსაც გრძნობების საჯაროდ გამოხატვა არ უყვარს. თქვენც გამარჯვებაზე ოცნებობთ. როცა გზაზე დაბრკოლებას ხედავთ, უფრო უკან დაიხევთ, ვიდრე შეებრძოლებით.

ხალხის ნდობა ისწავლეთ და ზოგჯერ მათ დაეყრდენით. ისინი თავდაჯერებულობას შეგმატებენ და რთულ წუთებში დაგიცავენ. როცა გზაზე დაბრკოლება შეგხვდებათ, მის გადალახვას უფრო მარტივად შეძლებთ. სანუკვარ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!

მარტივი ტესტი საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ თვალსაჩინო საკითხების დანახვა და აღიარება რთულია. არ ელოდოთ, რომ ფსიქოლოგიური ტესტი 100%–ით გეტყვით, როგორ იცხოვროთ, მაგრამ სამომავლო ცვლილებების ბიძგად შეგიძლიათ გამოიყენოთ. იმოქმედეთ, და დაე, ცხოვრებაში გაგიმართლოთ!

Advertisement