Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი მეთოდი, როგორ დამშვიდდეთ ამაღელვებელი მოვლენის წინ და ძლიერი სტრესის შემდეგ

„სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე“ – ამას ასტრიდ ლინდგრენის კარლსონი რთულ წუთებში ხშირად ამბობს. მან კარგად იცის, როგორ უნდა შეხვდეს დამშვიდებული ქურდებს. ყველას სურს მშფოთვარე ცხოვრების მიუხედავად პოზიტივი შეინარჩუნოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მეთოდები დაგეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში.

სუნთქვის ტექნიკა „კვადრატი“

პირველ რიგში, გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სუნთქვის ტექნიკა „კვადრატი“. ვარჯიში მანამ გაიმეორეთ, სანამ შვებას არ იგრძნობთ და სულიერ წონასწორობას არ აღიდგენთ.

სკამზე სწორად დაჯექით და კომფორტულად მოეწყვეთ. ფეხები იატაკს მიაბჯინეთ. ოთხამდე დაითვალეთ და ნელ–ნელა ღრმად ჩაისუნთქეთ. სუნთქვა შეიკავეთ, სანამ ოთხამდე არ დაითვლით. ისევ ოთხამდე დაითვალეთ და ნელ–ნელა ამოისუნთქეთ. სუნთქვა შეიკავეთ. ოთხამდე დაითვალეთ და ვარჯიში დაასრულეთ.

მეთოდი შფოთვის შესამცირებლად

თუ წინ მნიშვნელოვანი გასაუბრება ან გამოსვლა გაქვთ და ძალიან ნერვიულობთ, ნელა და ღრმად სუნთქვა სცადეთ, თან ენის წვვერი ზედა სასაზე 10-ჯერ მიიტანეთ. ამ მეთოდით ამაღელვებელ მოვლენას მშვიდად შეხვდებით.

ცერა თითის ტექნიკა

გინახავთ ექოსკოპიის ვიდეო ან ფოტო, სადაც მუცლად მყოფი ბავშვი ცერა თითს წოვს. ნეონატოლოგი ლუდმილა დერგუნი ამბობს, რომ ასე ბავშვები თავს იმშვიდებენ, თან შინაგანი ორგანოების განვითარებას ინსტინქტურად ეხმარებიან. თითის წოვით სტიმულირდება მოხეტიალე ნერვი, რომელიც ტვინს მნიშვნელოვან ორგანოებთან აკავშირებს.

უფროსებისთვისაც კარგია რამდენიმე ტექნიკის შესწავლა, რომელიც ნელა და ღრმა სუნთქვის დადებით შედეგს და მოხეტიალე ნერვზე სტიმულირებას ეხება. ასე მშფოთვარე სიტუაციებში სწრაფად დამშვიდებას შეძლებთ.

მარტივი მეთოდი: ცერა თითს სული შეუბერეთ. ასეთი მარტივი მოქმედებით თქვენი გულისცემის სიხშირე რამდენიმე ათეულით შემცირდება და დამშვიდდებით. ამის შემოწმება სახლში შეგიძლიათ. დაგჭირდებათ პულსოქსიმეტრი. გაიზომეთ გულისცემა მეთოდის გამოყენებამდე და შემდეგ და მაჩვენებლები შეადარეთ.

ფრაქტალების ყურება

ფრაქტალების ყურებაც ბევრს ეხმარება. ესაა ფიგურები, რომელთაც თვითმსგავსების თვისება აქვთ. იგივეა კალეიდოსკოპის ნიმუში, ღრუბელი ცაზე და ფოთლები ხეებზე. ბუნებაზე ყურება და მისი სასწაულების თვალიერება ადამიანს შვებას გვრის.

ბიბილოების მასაჟი

ყურების ბიბილოების მასაჟი კიდევ ერთი მარტივი ტექნიკა, რომელიც შვებას მოგანიჭებთ. ბიბილოები შიგნიდან გარეთ მიმართულებით დაზილეთ. ზედმეტი ზეწოლა საჭირო არაა. ნაზად იმოძრავეთ. 10 წუთიანი მასაჟი საკმარისია, რომ ორგანიზმი ენერგიით აავსოთ. ყავის დალევაც არ დაგჭირდებათ.

რედაქციის რჩევა

რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ. ღიმილს დიდი ძალა აქვს, რომელსაც თქვენი განწყობის ამაღლება შეუძლია. ადამიანები იღიმიან, როცა კარგად არიან და როცა სურთ, თავი კარგად იგრძნონ.

Advertisement