Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი ინსტრუქცია, როგორ გაზომოთ არტერიული წნევა ტონომეტრით

ერთი შეხედვით, არტერიული წნევის დამოუკიდებლად გასაზომად ტონომეტრის ყიდვა საკმარისია. თანამედროვე მოწყობილობა მოხერხებული, პორტატული და გამძლეა, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი მოქმედება არასწორ მაჩვენებელს იწვევს, რასაც, თავის მხრივ, უსიამოვნო შედეგები მოაქვს.

ექიმები წნევის გაზომვის „ოქროს“ წესზე ერთხმად საუბრობენ – არ იჩქაროთ. დაძაბულობა, როგორც ფსიქოემოციური, ასევე ფიზიკური მდგომარეობა ციფრებში უზუსტობას გამოიწვევს. ეს ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზომოთ წნევა ტონომეტრით ისე, რომ გავრცელებული შეცდომები თავიდან აიცილოთ.

რა საჭიროა წნევის რეგულარულად გაზომვა

თუ არტერიული წნევის მაჩვენებელს რეგულარულად გაზომავთ, თქვენი ორგანიზმის ხარისხიანად შეფასებას შეძლებთ. ასეთი პროცედურა მაღალი და თანდაყოლილი დაბალი წნევის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცვლილებების დინამიკაზე დაკვირვებით მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა შეიძლება. ეს ჯანმრთელობის გაკონტროლების და დახმარების დროულად აღმოჩენის საშუალებას გაძლევთ.

წამყვანი კარდიოლოგების რეკომენდაციებს გიზიარებთ.

სიმშვიდე

არტერიული წნევის გაზომვისას უნდა გაჩუმდეთ და აბსოლუტურად მშვიდად იყოთ. ბევრი ამ წესს უგულებელყოფს, მაგრამ ეს შედეგის სიზუსტეზე პირდაპირ მოქმედებს.

სიმძიმეებს მოერიდეთ

წნევის გაზომვამდე 10 წუთით ადრე თქვენი ჩანთები, ზურგჩანთები, საგარეო ტანსაცმელი და საქმე გვერდზე გადადეთ. თუ ადამიანმა სიმძიმე აწია და შემდეგ ტონომეტრი აიღო, ეს მისი ჩვეული მდგომარეობა არ იქნება.

სტრესის გარეშე

თუ წნევის გაზომვამდე ადამიანს უსიამოვნო ან, პირიქით, ამაღელვებელი საუბარი ჰქონდა, წნევის მაჩვენებელი მაღალი იქნება. იგივე მცირე უსიამოვნების შემდეგ ნერვულ აფეთქებებს ეხება. ასეთი სიტუაცია სისხლძარღვების სპაზმით და გულზე დატვირთვით გამოწვეულია. შესაბამისად, პულსი და წნევა დროებით გაიზრდება.

მომზადება

გახსოვდეთ, რომ არტერიული წნევის გაზომვამდე შარდის ბუშტი უნდა დაცალოთ. ეს მაჩვენებლის სიზუსტისთვის მნიშვნელოვანია. ტანსაცმელი მხრებზე არ უნდა გიჭერდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი მთლიანად დამახინჯდება.

წნევა ზედიზედ რამდენჯერმე არ გაზომოთ. ხელმეორედ მხოლოდ 7-10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გაიზომოთ. თუ წნევის გადამოწმებას მაშინვე აპირებთ, ეს მეორე ხელზე მაინც გააკეთეთ.

როგორ გავიზომოთ წნევა სწორად

წნევის გაზომვამდე მთავარი წინაპირობა 5 წუთი სიმშვიდეა. პროცედურამდე ნახევარი საათით ადრე ყავის, ჩაის და თამბაქოს მიღება შეწყვიტეთ.

  1. დაჯექით, სკამის საზურგეს მთლიანად დაეყრდენით.
  2. ხელები მოადუნეთ და მაგიდაზე გაუნძრევლად დადეთ.
  3. მანჟეტი წინამხრის გარშემო შემოიხვიეთ. მანჟეტის ქვედა კიდე იდაყვის ნაკეციდან 3 სმ–ით მაღლა უნდა იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ გასაბერი ჩანთა თქვენი გულის დონეზე იყოს.
  4. ტერფები იატაკზე მაქსიმალურად კომფორტულად უნდა მოათავსოთ. პროცედურის დროს ფეხების გადაჯვარედინება არ შეიძლება. მანჟეტი ტანსაცმლის ზემოდან არ შემოიხვიოთ.

ამ წესების დარღვევა არაზუსტ შედეგს მოგცემთ, რაც არასაჭირო წამლების მიღების აუცილებლობას გამოიწვევს.

შედეგები მახინჯდება:

  • ზურგის საყრდენის გარეშე – 6-10 მმჰგ–ით.
  • ხელის საყრდენის გარეშე – 7-11 მმჰგ–ით.
  • ყავის მიღებისას – 11/5 მმჰგ–ით.
  • ალკოჰოლის მიღებისას – 8/8 მმჰგ–ით. ალკოჰოლის მოქმედება არტერიულ წნევაზე 3 დღე გრძელდება.
  • თამბაქოს მოწევისას – 6/5 მმჰგ–ით.
  • სავსე შარდის ბუშტის დროს – 15/10 მმჰგ–ით.

სტრესის შედეგად მაღალი არტერიული წნევა კანონზომიერია. ასეთი რყევის მკურნალობა უმჯობესია დამამშვიდებელი პროცედურებით და პრეპარატებით.

Advertisement