თავის მოვლა
ლუდის ნიღაბი თმისთვის – საუკეთსო რეცეფტი და პროცედურის წესების დეტალური ახსნა
მრავალი წლის გამოცდილი – თმის ნიღაბი ლუდისგან. სულ რამდენიმე პროცედურა და თქვენი თმა გამოჯანმრთელდება, გახდება აბრეშუმივით რბილი და დაიბრუნებს მბზინვარებას. ძველი დროიდან მოყოლებული ლუდს კულულების დასაყენებლად იყენებდენ, ლუდის ქაფს კანზე იზელდენ და ლუდის ორთქლის აბაზანებსაც იწყობდენ.
რეცეფტი ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია, მაგრამ აუცილებელია თმის ხარისხი და ფერი გავითვალისწინოთ.
სასარგებლოა თუ არა ლუდი თმისთვის?
ისტორიულად ცნობილია, რომ ეს სასმელი მებრძოლებისა და მშენებლებისთვის გამოიყვანეს რათა უფრო ჯანმრთელები და ენერგიულები ყოფილიყვნენ, ხოლო ქალბატონები მას სილამაზის შესანარჩუნებლად იღებდენ.
თმის ნიღაბი ლუდისგან – აღადგენს თმის სტრუქტურას, აძლევს მბზინვარებას, აქრობს ქერტლს და აჩქარებს თმის ზრდას. არსებობს უამრავი რეცეპტი სხვა და სხვა ტიპის თმისთვის, თუმცა შედეგი სასმელის ხარისხზეა დამოკიდებული.
მისი სასარგებლო თვისებების საიდუმლო მის შემადგენლობაში იმალება:
- ფოსფორი, კალიუმი, სპილენძი, რკინა – უზრუნველყოს თმის ფოლიკულების მომარაგებას მნიშვნელოვანი ნივთიერებებით;
- საფუარი – აღადგენთ დაზიანებულ თმას – როგორც B ვიტამინის წყარო;
- სპირტი აშრობს თავის კანს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- ასტიმულირებს თმის ზრდას
- ამინომჟავები – ამაგრებენ თმის სტრუქტურას და მატებენ მოცულობას
- ორგანული მჟავები – ამარაგებენ თმის ძირებს ჟანგბადით და აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას
- С ვიტამინი – იცავს ბუნებრივი ზემოქმედებებისგან (მზისგან, ქარისგან)
დამტკიცებულია, რომ ლუდის ნიღაბი სახლის პირობებში:
- ატენიანებს თმას
- აცილებს თმას მტვრევადობას
- აჩერებს თმის ცვენას
- აშორებს ქერტლს
- აღიავებს თმას
რომელი ლუდია სასარგებლო თმისთვის?
ყველა ეს თვისება აქვს ბუნებრივი პროდუქტისგან დამზადებულ სასმელს; ლუდი კარგია თმისთვის, თუ ის ალაოსგანაა და არა ფხვნილისგან. გამოყენებამდე სასმელი ოდნავ უნდა გაათბოთ, ასე ის სწრაფად გამოყოფს სასარგებლო ნივთიერებებს. ბევრს აწუხებს ლუდის სუნი; მისი მოშორება ადვილია, თუკი ჩამობანისას წყალში 3-5 წვეთ ეთერზეთს დაუმატებთ. რეკომენდირებულია მუქი ლუდის გამოყენება, მაგრამ არა ქერა თმაზე.
როგორ გამოვიყენოთ ლუდი თმაზე?
სწორად მომზადებული ლუდის ნიღაბი აჩერებს თმის ცვენას, ამაგრებს თმის ფოლიკულებს, ეფექტურია ასევე დაბანის შემდეგ სვიის სასმლის გადავლება. ნელ-ნელა დასხმისას სასმელი თანაბრად უნდა გადაინაწილოთ თმაზე, შემდეგ კი დაიმასაჟოთ თავის კანი და ჩამოიბანოთ გრილი წყლით რომელშიც წინასწარ ჩაასხავთ ეთრზეთს. ეს პროცედურა შეიძლება კვირაში 4-ჯერ გაიმეოროთ.
თმის ნიღაბი ხარისხიანი ლუდისგან გამოყენების სხვა წესებს გვკარნახობს:
- რეკომენდებულია შეურიოთ თაფლი, კეფირი, კვერცხი, პური.
- მოაცილოთ ქაფი ის შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც ასუფთავებს თმის ბოჭკოებს დაბინძურებისგან
- წასმის შემდეგ დაითბუნეთ თმა ცელოფნის პარკით და საბანაო ქუდით
- ეფექტს გააძლიერებს ლიმონის წვენი – 4 სუფ. კოვზი 1 ჭიქა ლუდზე
როგორ თმას უხდება ლუდის ნიღაბი?
ეს სასმელი თმას რამდენიმე ტონით აღიავებს, ამისთვის საჭიროა ის მშრალ თმაზე წაისვათ, გაიჩეროთ 30 წუთი და გამდინარე წყალით ჩამოიბანოთ. შედეგი შესამჩნევია 2-3 პროცედურის შემდეგ.
ძალიან პოპულარულია ნიღაბი ლუდის და თაფლისგან ქერა თმისთვის, უფრო მეტი ეფექტისთვის ჩაყარეთ ცხელ სასმელში ნაძვის გირჩები და არყის ხის ფოთლები გააჩერეთ 2 საათი და შეიზილეთ თმის ძირებში 15 წუთით.
მკვებავი ლუდის ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის თმას, სულ სხვა საქმეა სვიის სასმელის ხარისხი:
- მუქი ლუდი ამუქებს თმას და ის გამოდგება მუქი ფერის თმისთვის
- ქერა თმებისთვის კი აირჩიეთ ღია ფერის ლუდი და აუცილებლად აურიეთ მას თაფლი და ჯანჯაფილი
- ძალიან ღია ფერის ქერა თმას ეს ნიღაბი არ მოუხდება, თმები დაკარგავს ფერს და მიიღებს ჭუჭყიანის ელფერს
როგორ გავაკეთოთ ლუდის ნიღაბი თმისთვის?
ლუდის ნიღაბი მარტივია სახლის პირობებში მოსამზადებლად, რადგან არ საჭიროებს განსაკუთრებულ მონდომებას, ეკონომიურია და არ სჭირდება ბევრი დრო. თუ თქვენ იყენებთ ისეთ ლუდს რომელიც ჯერ არ გამოგიცდიათ გირჩევთ, იგი ჯერ კანზე გამოსცადოთ. წაისვით ჯერ ხელის მტევანის ზედა მხარეს და დაელოდეთ 15 წუთი, თუ არ გაგიწითლდათ და არ დაგეწყოთ ქავილი შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ.
როგორ გავიკეთოთ ნიღაბი
- ლუდი ცოტა შეათბეთ, უკეთესია ორთქლზე.
- წაისვით მშრალ თმაზე
- კარგად ჩამოიბანეთ წყალში გახსნილი ეთერზეთით
ლუდის ნიღაბი თმის ცვენისთვის
გამოცდილი ნიღბის რეცეპტი თმისთვის, რომელიც თმის ცვენის დროს ლუდში ვაშლის ძმრის დამატებით მზადდება. ძმარი სუნსაც უკარგავს ლუდს, ასე რომ სუნის გამო თმის განსაკუთრებული დამუშავება არ მოგიწევთ. თმის ცვენას აქვს უამავი მიზეზი, ეს შეიძლება იყოს ქრონიკული გადაღლილობა, სტრესი, ოპერაცია და ასევე ცუდი იმუნიტეტი. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის უფრო ეფექტური ლუდის და ძმრის ნაზავი.
თმის ნიღბის რეცეფტი
ინგრედიენტები:
- ლუდი – 6 სუფრის კოვზი
- ვაშლის ძმარი – 1 სუფრის კოვზი
მომზადება და გამოყენება
- აურიეთ ინგრედიენტები და ფრთხილად დაისხით თმაზე
- შეიხვიეთ ცელოფნით და პირსახოცით
- 45 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით
- ასეთი ნიღაბის გაკეთება რეკომენდებულია 2 – 6 თვე
ლუდის ნიღაბი თმის ზრდისთვის
თუ თმა ნელა გეზრდებათ, ბოლოები გეყოფათ და მტვრევადი ხდება, გირჩევთ გაიკეთოთ – ლუდის ნიღაბი ჭვავის ფქვილით. ცხელი ლუდში შეურიეთ ოროვანდი და კოთხოჯის მშრალი ფესვები, 1 სუფრის კოვზი – 1 ჭიქა ლუდზე. დააყოვნეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში, შემდეგ შეიზილეთ თავის კანზე კვირაში 2-3-ჯერ. ასევე ეფექტურია ლუდისა და კვერცხისგან დამზადებული თმის ნიღაბი, უკვე ერთ თვეში თმა გაცილებით სწრაფად გაგეზრდებათ.
ნიღაბი თმის ზრდისთვის
ინგრედიენტები:
- ლუდი -0,5 ჭიქა
- კვერცხი – 2 ცალი
მომზადება და გამოყენება:
- ათქვიფეთ კვერცხი და აურიეთ თბილ ლუდში
- წაისვით თმაზე დაითბუნეთ და გაიჩერეთ 20-40 წუთი
- ჩამოიბანეთ შამპუნის გარეშე
რამდენად ხშირად გავიკეთოთ ნიღაბი?
კვლევებმა დაამტკიცეს რომ ნიღაბი 1 თვიანი გამოყენების შედეგად თმის ზრდას 2,5 დან 5 სანტიმეტრამდე უზრუნველყოფს, რაც აიხსნება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით, ასევე თმის ფოლიკულები იღებენ უფრო მეტ საჭირო ნივთიერებებს და ჟანგბადს.
შეიძლება ლუდი დაამატოთ მსუბუქ ორგანულ შამპუნში. დაიმასაჟეთ ამ ნაერთით თმის ძირები 3 – 5 წუთი და ჩამოიბანეთ, დასაშვებია შამპუნის გარეშეც.
რამდენად ხშირად კეთდება ასეთი ნიღაბი:
- სამკურნალოდ – 1-2 ჯერ კვირაში, 2 თვის მანძილზე
- პროფილაქტიკისთვის – 1-2 ჯერ 10 დღეში.