Connect with us

საკითხავი

ლოცვა, რომელიც პეტრე–პავლობის დღეს სულს კურნავს

პეტრე–პავლობის დღესასწაული 2021 წლის 12 ივლისს აღინიშნება. დღეს ამ მოციქულების მიმართ თაყვანცემა მიღებულია. Alltime.ge–ს რედაქცია მათი ცხოვრების შესახებ გიამბობთ, ასევე გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ლოცვებს, რომლებიც ამ წმინდანებისთვის უნდა წაიკითხოთ.

წმინდა პეტრე–პავლობის დღესასწაული 2021 წელს

სიმონი უბრალო მეთევზე იყო, სანამ იესო ქრისტეს არ შეხვდა. მან სიმონს პეტრე დაარქვა, რაც „კლდეს“ ნიშნავს. გახსოვთ ისტორია წყალზე სიარულის შესახებ? ამის გაკეთება იესომ სწორედ პეტრეს შესთავაზა. სხვათა შორის, პეტრეს ისტორია აჩვენებს, თუ რამდენად ყველაფრის მიმტევებელია უფალი. მოციქულმა უფალი 3-ჯერ უარყო, თუმცა დაბრუნდა და იესომ ყველაფერი აპატია.

სხვათა შორის, პეტრე რომის პირველ პაპად ითვლება. სწორედ მოციქულის ჯვარცმის ადგილას ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარი აღმართეს. ქრისტეს მოწაფის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხალხს მის ჩრდილზე შეხებაც სურდა, რომ ის ქუჩაში მიდიოდა. ამბობენ, რომ პეტრე აღდგომის და განკურნების ძალას ფლობდა.

ხშირად პეტრეს ხატებზე ხელში გასაღებით გამოსახავენ. საქმე იმაშია, რომ სწორედ ის ხვდება ცის კარიბჭესთან მათ, ვინც მიწიერი ცხოვრება დაასრულა.

მწერალი სავლე ქრისტეს მოწაფეებს დევნიდა. როცა უფალი გამოეცხადა და ჰკითხა, რატომ აკეთებდა ამას, მოციქული ღვთიური ნათებისგან დაბრმავდა. ის სამი დღე პატიებას ითხოვდა. უფალმა აპატია, მხედველობა დაუბრუნა და ახალი სახელი მისცა. სავლე პავლე და ქრისტეს ერთ–ერთი ყველაზე ერთგული მიმდევარი გახდა.

სწორედ იმის გამო, თუ როგორ მგზნებარედ აღწერდა პავლე ქრისტესთან შეხვედრას, ბევრი ქრისტიანი გახდა. ჩვეულებრივ, პავლეს ხატებზე წიგნით და ხმლით გამოსახავენ. რომში მისი დასჯის ადგილზე წმინდა პავლეს ტაძარია აგებული.

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ

„ჰოჲ, ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რომელთა სულნი ქრისტესთჳს წარიწყმიდენით და სისხლითა თქუენითა აგარაკი მისი განაპოხიერენით! შეიწირეთ ვედრებანი და სულთქმანი, გულითა შემუსრჳლითა აწ მიძღუანებულნი თქუენდა. რამეთუ უსჯულოებითა დაბნელებულვართ და ამისთჳსცა განსაცდელთა, ვითარცა ღრუბელთა, გარემოუცავთ, ზეთისაგან კეთილისა ცხორებისა დაცალიერებულვართ ფრიად და ვერშემძლებელვართ წინააღდგომად მგელთა მტაცებელთა, რომელნიცა მიტაცებად სამკჳდრებელსა ღმრთისასა სილაღით ისწრაფვიან. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

რა გავაკეთოთ ამ დღეს და როგორ მოვიქცეთ

ეს დღე მარხვის დღე არაა, ამიტომ ჭამაში შეგიძლიათ არ შეიზღუდოთ. როგორც ნებისმიერი დღესასწაულის შემთხვევაში კამათს და ურთიერთობის გარკვევას მოერიდეთ. კარგი იდეაა ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ და მოდუნდეთ. დრო მედიტაციას ან ლოცვის კითხვას დაუთმეთ.