Connect with us

ჯანმრთელობა

ლიმონის წვენის 9 უნიკალური ღირსება ჯანმრთელობისთვის და რატომ უნდა ჩავრთოთ ის რაციონში

გაიგეთ ლიმონის წვენის ღირსებები, რომლებიც შეგიძლიათ მისი ყოველდღიური გამოყენებით მიიღოთ.

ლიმონის წვენის სასარგებლო თვისებები

ლიმონი მდიდარია კალიუმით, რომელიც თქვენს გულს ჯანმრთელობას უნარჩუნებს, ასევე მხარს უჭერს ნერვებისა და ტვინის უმაღლეს დონეზე მუშაობას. თუ ბევრს ვარჯიშობთ ან ხანგრძლივი ვარჯიშისგან კუნთები გტკივათ კალიუმი თქვენც დაგეხმარებათ.

ლიმონის წვენი თირკმელებში კენჭის გაჩენას უშლის ხელს.

წონისა და ცხიმის დაკარგვა

თაფლიანი ლიმონის წვენის დიეტა ნატუროპათიურ აფთიაქებში ძალიან გავრცელებულია, მას სიმსუქნის კოტროლისთვის იყენებენ. ოთხდღიანმა კვლევამ სხეულის მასის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა

კვლევამ სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების საერთო დონის გაუმჯობესებაც აჩვენა. ლიმონი რომელიც კალიუმს შეიცავს, ფასეული მინერალი და ელექტროლიტია, რომელიც გულის რითმის ნორმალიზებაში დაგეხმარებათ.

ტრიგლიცერიდები და გაკონტროლებული გულისცემა საერთო ჯამში გულის დაავადებების, გულის უკმარისობის და გულის გაჩერების რისკებსაც კი შეამცირებს.

გარდა ამისა, ამერიკის კარდეოლოგიური ასოციაცია ვარაუდობს, რომ ციტრუსების გამოყენება ქალებში იშემიური ინსულტის რისკს ამცირებს. ვიტამინი C რკინისა და მინერალების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ღვიძლიდან გამოყავს ტოქსინები

დილით ციტრუსის წვენის დალევა – ანსაკუთრებით ეფექტური საშუალებაა ღვიძლის დასახმარებლად რათა მან მეტი ნაღველი გამოიმუშავოს. ასუფთავებს ღვიძლს, რომელიც გვეხმარება იოლად გადავამუშავოთ საჭმელი. როგორც კი ამ წვენს უზმოზე დალევთ, თქვენი საკვების მომნელებელი სისტემა მთელი დღის განმავლობაზში ტონუსში იქნება.

ლიმონის წვენი ნაღველში არსებულ კენჭებს შლის, ნაღვლის გამომუშავების მატება ნაღვლის ბუშტში ქვების დაშლას უწყობს ხელს.

ლიმონის წვენი თირკმელებში კენჭებს ამცირებს

მათ ვისაც თირკემლში კენჭი ქონია, ალბათ გაახსენდება მტკივნეული სიმფტომები. კვლევები ამტკიცებენ, რომ ლიმონის წვენი შეიძლება ეფექტური იყოს მათი ზრდის შეჩერებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში რომლებსაც კენჭების გაჩენისკენ აქვთ მიდრეკილება. ლიმონის წვენი შარდში ციტრატის დონეს ზრდის, ესეც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების გაჩენას.

აჩერებს ტკივილს ყელში

თაფლთან და ლიმონთან არეული რბილი ჩაი ან თბილი ლიმონიანი წყალი ყელის ტკივილს გაგიჩერებთ.

ლიმონის წვენის ანტიქოლინერგიული მოქმედება

ლიმონის წვენს ანტიქოლინერგიული მოქმედება გააჩნია, მარტივად რომ ვთქვათ ანტიქოლინერგიული მოქმედება მოქმედება – ეს არის წამალი რომელიც აცეტილქოლინის მოქმედებას ბლოკავს და სხვადასხვა მდგომარეობების მკურნალობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება ეფექტური საშუალება იყოს სხვადასხვა კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ.

ხსნის პირის სიმშრალეს

ქსეროტომია – ნერწყვის უკმარისობის გამო გაჩენილი პირის სიმშრალეა და მას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მედიკამენტების უკუჩვენებები, დეჰიდრატაცია და სხივური თერაპია. ის შეიძლება ბევრ არასასიამოვნო შეგრძნებებთან იყოს დაკავშირებული, ასევე შეუძლია ტუჩების დახეთქვა და პირში არასასიამოვნო სუნი გამოიწვიოს. ლიმონის წვენი აუმჯობესებს სეკრეციასა და ნერწვის გამომუშავებას.

იმუნიტეტის გაძლიერება

ლიმონი ციტრუსია რომელიც განსაკუთრებით მდიდარია С ვიტამინით, ეს ვიტამინი ასკორბინის მჟავის სახელით არის ცნობილი, მას ბუნებრივი გზით შეუძლია იმუნური სისტემის სტიმულირება. С ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება მავნე პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ მდგრადობა შეამციროს.

კანის ჯანმრთელობა

С ვიტამინის შემცველობის წყალობით, ლიმონი კანზე დადებით გავლენას ახდენს. С ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის წარმოებისთვის. პირველადი შემაერთებელი ქსოვილი უზრუნველყოფს ძვლების, კუნთების, კანისა და ხრტილების მთლიანობასა და გამძლეობას. ის ჭრილობების ეფექტურ შეხორცებასც უწყობს ხელს.

С ვიტამინს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და კანის დაზიანებებს ებრძვის. С ვიტამინი კანს ბუნებრივ მბზინვარებას მატებს.

ლიმონის წვენის რაციონში ჩამატება

მწარე ლიმონი ყველას არ სიამოვნებს. მაგრამ, ციტრუსების რაციონში ჩართვის ბევრი საშუალება არსებობს.

როგორ ჩავრთოთ ლიმონი ჩვენს რაციონში

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ. ის სალათის, კომბოსტოს ან საკვები ბოსტნეულის შესაზავებლად გამოიყენეთ.

ის შეგიძლიათ გემოს გასაუმჯობესებლად ტკბილეულშიც დაამატოთ.
გაყინეთ ლიმონის წვენი ყინულის კუბებად და თქვენს საყვარელ სასმელებში ჩაუმატეთ.
დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი თქვენს მწვანე ჩაიში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.