Connect with us

სხვა

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ლიმონის სარგებელი იმუნიტეტისთვის – ყველამ ვიცით მაგრამ, ის რომ მისი დახმარებით ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება შეიძლება ალბათ ცოტასთვის არის ცნობილი. გთავაზობთ მის ყოველდღიურობაში გამოყენების 11 ხერხს.

11. საყვარელი საჭრელი დაფა სუნით გაიჟღინთა? გასაკვირი არც არის თუ თევზი, ხახვი, ნიორი ან სხვა არომატული პროდუქტი დაჭერით. მისგან სუნის მოსაცილებლად ლიმონი დაგეხმარებათ. გაჭერით შუაზე და საგულდაგულოდ წაუსვით დაფას – ყველა სუნი გაქრება. ასეთი თვისება ლიმონის წვენსაც გააჩნია,

10. ლიმონის წვენს სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მისი წვენით შეგიძლიათ ხილი და ბოსტნეული დაამუშავოთ. ჩაალაგეთ ბოსტნეული ჯამში და მას ლიმონის წვენი შეასხურეთ.

9. კულინარიის ყველაზე დიდ გამოცანას სალათის ფურცლები წარმოადგენენ. როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად რეცეპტებში? აიღეთ სლათის ფურცლები და ჩაალაგეთ ცივი წყლით სავსე ჯამში, შემდეგ მასში ნახევარი ლიმონის წვენი ჩაწურეთ. შედგით მაცივარში, 1 საათის შემდეგ გამოიღეთ და გაამშრალეთ.

8. ოდესმე გიცდიათ ლიმონის წვენით პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოცილება?! ამისთვის ახალგამოწურული ლიმონის წვენი დაგეხმარებათ. დიდხანს ნუ გააჩერებთ მას პირის ღრუში, რათა კბილის ემალი არ დაიზიანოთ. წვენი ან დალიეთ ან უბრალოდ გამოივლეთ.

7. ბევრი დიასახლისი ალაგებს ოთახში ფორთოხლებს, ზოგი დარიჩინის ტოტებს იყენებს. შეგიძლიათ ლიმონიც გამოიყენოთ. ჩაარჭვეთ დარიჩინი ლიმონში და კარადაში შედეთ.ლიმონი ნელ-ნელა გამოშრება და სასიამოვნო არომატს დატოვებს.

6. არ მოგწონთ ნაცრისფერი ალუმინის ნივთები თვქენს სამზარეულოში? დაუმატეთ ინტერიერის ელემენტებს მბზინვარება ნახევარი ლიმონის მეშვეობით.

5. ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანაში ერთი ჭიქა ლიმონის წვენი დაგეხმარებათ, რომელიც შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში ჩაასხათ – რეცხვის დროს. ნივთებს სასიამოვნო არომატი გაუჩნდებათ, ხოლო ლაქებისგან კი კვალიც არ დარჩება. დიდი ლაქებისთვის ლიმონის წვენში სოდა შეურიეთ 50/50-ზე. ასეთ შემთხვევაში ხსნარი ლაქაზე გარეცხვამდე უნდა დაიტანოთ.

4. ლიმონი ხაოიან ხედაპირებსაც არაჩვეულებრივად ასუფთავებს. სეგიძლიათ ის სახეხსაც წაუსვათ, ის მას ნადებისა და ლაქებისგან გაწმენდს.

3. აბაზანის წმენდისას ლიმონი შესანიშნავი დამხმარეა. აურიეთ ლიმონის წვენი წყალთან და ძმართან – მიიღეთ იარაღი წყლის ნადებსა და ლაქებთან საბრძოლველად.

2. ლიმონი ძალიან ეფექტურია კოსმეტოლოგიაშიც. ლიმონით გაპოხეთ ბამბის დისკი და მიიდეთ ის სიწითლეზე ან მუწუკზე. თუმცა გაითვალისწინეთ, ნაკაწრებიან კანზე ლიმონი არ უნდა დაიდოთ!

1. ცნობილია, რომ ბევრი მწერი მგრძნობიარეა მძაფრი სუნების მიმართ. ლიმონის წვენს რაფების და სახლის კუთხეებში თუ შეასხურებთ, დარწმუნებული იყავით რომ ობობები, ჭიანჭველები და სხვათაშორის ტარაკანებიც აღარასდროს შეგაწუხებენ. შეგიძლიათ იატაკის მორეცხვისას წყალშიც ჩაამატოთ ლიმონის წვენი!