Connect with us

საკითხავი

ლექციები სანგრებში: უკრაინელი პროფესორი ლექციებს პირდაპირ ფრონტის ხაზიდან კითხულობს

ყველამ იცის, რა მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მასწავლებლები ომის წლებში. ბევრი მათგანი ფრონტზე გამოიძახეს, სხვები ზურგს ამაგრებდენ, მესამე ნაწილი სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს. ომი დასრულდება და განათლებულმა ხალხმა ქვეყანა უნდა აღადგინოს და წარმატებული საზოგადოება ააშენოს.

ნამდვილად, ომის დროს მასწავლებლების მნიშვნელობა არა მხოლოდ დიდი, არამედ განუზომელია. ახლა სწორედ ასეთი გმირი უკრაინას უპრინციპო აგრესორი მეზობლისგან იცავს. ერთ ხელში იარაღით და მეორეში სმარტფონით თავის სტუდენტებს არ ტოვებს.

მასწავლებლები ომის წლებში: როგორ კითხულობს ლექციებს პროფესორი ფედორ შანდორი

გაიცანით, ეს ფედორ შანდორია, საზოგადოებრივი მეცნიერების და ტურიზმის ლექტორი უჟგოროდის უნივერსიტეტში. სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. ერთი შეხედვით, ფრონტის ხაზზე ლექციების და კონსპექტების ადგილი არაა. მაგრამ არა! პროფესორი ონლაინ გაკვეთილებს ყოველთვის დროულად უკავშირდება და თავის ფასდაუდებელ ცოდნას სტუდენტებს უზიარებს.

კოლეგებს მასში ეჭვიც არ ეპარებოდათ, რადგან მშვიდობიან დროსაც ყოველთვის და ყველგან ასწრებდა. მეთაურები ხელს უწყობენ და საბრძოლო განრიგი ისე შეუდგინეს, რომ კვირაში ორჯერ სტუდენტებმა საყვარელი პროფესორისგან ახალი ცოდნა მიიღონ. გარდა ამისა, სტუდენტების დასწრება 100%–იანი გახდა იმის მიუხედავად, რომ ლექციები დილით ადრე ტარდება. ვინ გაბედავს ძილს, როცა ლექტორი ლექციებს პირდაპირ ფრონტის ხაზიდან კითხულობს?

ფედორ შანდორს შუა სემესტრში სწავლის შეწყვეტა არ სურდა, რადგან მისი დისციპლინები ვიწრო მიმართულებისაა. პროფესორის შემცვლელის პოვნა თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, ფედორ შანდორი ზაკარპატიის ოლქის ერთ–ერთი საუკეთესო მხარეთმცოდნეა. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ შვეიცარიელი და უნგრელი სტუდენტების სწავლებისთვის გამოიყენება.

თავის მხრივ, პროფესორი გულს არ იტეხს. ლექციებს სიამოვნებით კითხულობს და ბინტით შეხვეულ ხელზე ხუმრობს კიდეც. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შემოჭრის მიზეზს ტოტალურ უვიცობას უწოდებს. ეჭვობს კიდეც, თუ შეიძლება რუს ჯარისკაცებს „გონიერი ხალხი“ უწოდოს, რადგან იდეა და მიზანი არ აქვთ, ომის არც ერთ კანონს პატივს არ სცემენ და სამხედრო ოპერაციების ჩატარების ყველა საერთაშორისო წესს უგულებელყოფენ.

პროფესორი ფედორ შანდორი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი ქვეყნის გამარჯვება დაახლოვდეს. სურს, რომ მომავალი თაობა განათლებული იყოს და ოკუპანტებისგან უცნობ თავისუფლებაში იცხოვროს.

Advertisement