Connect with us

კულინარია

ლეგენდარული „ბალაბუშკა“ კენკრით! მშრალი კიევური მურაბის რეცეპტი, რომელსაც პარიზელი სტუმრებიც კი მთხოვდნენ

ეს მურაბა ჯემისა და ხილფაფასგან იმით განსხვავდება, რომ მასში ხილი და კენკრა თავდაპირველი ფორმით არის შენარჩუნებული და წებოვან სიროფში ცურაობს. იცოდით, რომ მურაბა შეიძლება მშრალი იყოს? კიეველი მეწარმის, ნიკოლაი ბალბუხის მშრალი მურაბა იმდენად ცნობილი გახდა, რომ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც კი პოპულარულობა მოიპოვა.

სტუმრები პარიზიდან, ვენიდან, იტალიიდან (ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები) სამეფო კარზე მისვლამდე კიევში მიდიოდნენ, რომ ეს ტკბილეულობა ეყიდათ.

ინგრედიენტები 10 პორციაზე:

  • 2,5 კგ კენკრა
  • 1.25 კგ შაქარი
  • 2 ლ წყალი

კიევური მშრალი მურაბის მომზადების დეტალური რეცეპტი:

კენკრა გადაარჩიეთ და გარეცხეთ. ალუბალს კურკები მოაშორეთ. კენკრა თასში გადაიტანეთ, შაქარი მოაყარეთ და 1 საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუვიდეს.

1 საათის შემდეგ შემადგენლობა საწურში გადაიტანეთ. კენკრის სიროფს წყალი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5-7 წუთით ადუღეთ, ქაფი მოხადეთ.

კენკრას ცხელი სიროფი დაასხით და 3-4 საათით გააჩერეთ. შემდეგ სიროფი კვლავ გადაწურეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. კენკრას ცხელი სიროფი დაასხით და კვლავ 3 საათით გააჩერეთ. პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ, რომ კენკრა სიროფით კარგად გაიჟღინთოს.

სიროფი ბოლოჯერ გადაწურეთ, კენკრა პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ერთ ფენად დააწყვეთ და 40-50 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-6 საათით შედგით.

შეგიძლიათ კენკრას მარლა დააფაროთ და მზეზე გამოაშროთ, ან გამოსაშრობად სპეციალური საშრობი გამოიყენოთ.

გამომშრალი კენკრა შაქარში ამოავლეთ.

მშრალი მურაბა ბავშვების ნომერ პირველი დელიკატესია. მურაბა ღვეზელის შესანიშნავ შიგთავსსა და ტორტის ორიგინალურ გასაფორმებელ საშუალებას წარმოადგენს. 2,5 კგ კენკრისგან დაახლოებით 1,75 კგ მშრალი მურაბა გამოგივათ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.