Connect with us

ჯანმრთელობა

კუჭქვეშა ჯირკვლის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით! ექიმები გვირჩევენ, როგორ მოვუაროთ ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოს

იმის ცოდნა, თუ რა არის სასარგებლო კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, დაგეხმარებათ ამ ორგანოს ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებაშო, პანკრეატიტის გამწვავების რისკის შემცირებასა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში.

რა როლს ასრულებს ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვალი?

კუჭქვეშა ჯირკვალს ცენტრალური ადგილი უჭირავს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, რამდენადაც იგი არამხოლოდ წარმოშობს ისეთ საკვებ ფერმენტებს, როგორებიცაა ამილაზა, ლიპაზა, ქიმოტრიპსინი და ტრიპსინი, არამედ ენდოკრინულ ორგანოსაც წარმოადგენს. ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედები წარმოქმნის ინსულინსა და გლუკაგონს, რომლებიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ამ ორგანოს ფუნქციონირების დარღვევა გამოიწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. კუჭქვეშა ჯირკვლისთვის სასარგებლო პროდუქტის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ საჭმლის უკეთ მონელებაში და ამ პროცესს გაცილებით ეფექტურს ხდის.

სწორი კვების ძირითადი პრინციპები

თანამედროვე სამყაროში ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ საკვები ქიმიური დანამატებითაა დაბინძურებული. საღებავები, კონსერვანტები, სტაბილიზატორები და ემულგატორები ზრდის პროდუქტის შენახვის ვადას და მათ უფრო მიმზიდველს ხდის შესახედავად. თუმცა, კუჭქვეშა ჯირკვლისთვის ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ შხამს, რომლებიც საკვების ქიმიურ შემადგენლობას ცვლის და არღვევს ფერმენტების ნორმალური გამომუშავების პროცესს.

5 მნიშვნელოვანი რჩევა კუჭქვეშა ჯირკვლსი ჯანმრთელობის დასაცავად

  1. თუ კუჭქვეშა ჯირკვლის ჯანმრთელობის დაცვა გსურთ, რაციონიდან გამორიცხეთ ქიმიური დანამატების შემცველი პროდუქტი. ეს განსაკუთრებულად ეხება ბავშვების რაციონს – მაიონეზი და კეჩუპი მათთვის აკრძალული პროდუქტი უნდა იყოს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც დღევანდელი შრომის ბაზრის გამო ვაწყდებით, ესაა დროის არქონა სრულყოფილას საუზმობისა და სადილობისთვის, საკვების ძირითადი მიღება კი საღამოს საათებში ხდება. კვების ასეთი რეჟიმი დიდ დატვირთვას იწვევს კუჭქვეშა ჯირკვალზე, რომელიც ვერ ასწრებს ფერმენტების საჭირო რაოდენობის გამომუშავებას ოპტიმალური მონელებისთვის. ეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ორგანიზმში მარილებისა და შლაკების დაგროვებას.
  2. საკვები მიიღეთ დღეში მინიმუმ ხუთჯერ, მცირე ულუფებად. ეს საჭმლის მომნელებელ სისტემას საშუალებას მისცემს, დატვირთვის გარეშე იმუშაოს.
  3. ეცადეთ, არ შეურიოთ საკვების ერთ მიღებაზე ცხოველური ცილები და ნახშირწყლები. მაგალითად, მიირთვით ხორცი ისეთ ბოსტნეულთან ერთად, როგორებიცაა კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, და არა კარტოფილთან და მაკარონთან ერთად. საჭმლის მონელების პროცესის ჩასაშვებად, საკვები კარგად დამუშავებული და ნერწყვთან შერეული უნდა იყოს. ამ პირობებში, ქიმიური რეაქციების სიჩქარე ოპტიმალურია.
  4. დიდხანს და ჯანმრთელად რომ იცხოვროთ, კარგად დაღეჭეთ საკვები – არანაკლებ ოცჯერ, არ დააყოლოთ სითხე. ჩაისა და წვენის დალევა რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
    ჭარბი წონა იწვევს შიდა ორგანოების გაცხიმოვნებას, რაც მათ ფუნქციონირებას დაარღვევს, გამოიწვევს მეტაბოლისტურ სინდრომსა და ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევებს, ამიტომ, თუ თქვენი წონა იმაზე მეტია, ვიდრე სიმაღლეს -100, ესე იგი წონის ნორმალიზებაზე უნდა იზრუნოთ.
  5. ეცადეთ, შემწვარი საკვები ჩაანაცვლოთ გამომცხვარით. მოამზადეთ საკვები მარილის გარეშე. მოაყარეთ მას მარილი უშუალოდ თეფშზე, გემოვნებით. ეს შეამცირებს მარილის დღიურ მოხმარებას და დაარეგულირებს მარილ-წყლის მიმოცვლას.

მნიშვნელოვანია: ნუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ნუ შემოიფარგლებით ინტერნეტში ამოკითხული რჩევებითა და, მითუმეტეს, სამკურნალო საშუალებებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!