Connect with us

მოდა და სტილი

კურდღლის წელს სწორად შეხვდით: რომელ ტანსაცმელს შეუძლია თქვენი ბედის შეცვლა

ამბობენ, როგორც შეხვდებით ახალ წელს, მთელი წელი ისე ჩაივლის. 2023 წლის სიმბოლო წყლის შავი კურდღელია. ვეფხვთან შედარებით გაცილებით მშვიდი ცხოველია, მაგრამ მასაც სწორად და ღირსეულად უნდა დახვდეთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევას, როგორ სამოსში გამოწყობილი და რა ფერებში შეხვდეთ ახალ წელს. წელს ხელოვნურ ქვებზე, ბრჭყვიალებსა და ბზინებზე უარი თქვით. მაქსიმალურად დახვეწილი ვარიანტი შეარჩიეთ. ქვემოთ დეტალურად მოცემულია, რისი ჩაცმა შეიძლება და რა უნდა გადადოთ სხვა შემთხვევისთვის.

2023 წლის შესახვედრად აქტუალური ფერები

მშვიდი ფერის კომფორტული ტანსაცმელი 2023 წლის სიმბოლოს მოეწონება. ცისფერი, ლიმონისფერი, ვარდისფერი და ზეთისხილისფერი კურდღლის შესახვედრად წარმატებული ფერებია.

შავი

ახალ წელს შავი ფერის სამოსში შეგიძლიათ შეხვდეთ. ეს ხომ კურდღლის და წლის ერთ–ერთი მთავარი ფერია. მისი დახმარებით სულიერად დამშვიდებას შეძლებთ და ხვალინდელი დღის იმედს გაზრდით. შავი ფერის ჩაცმულობა ვერცხლის ან ოქროს დახვეწილი სამკაულებით შეავსეთ.

ლურჯი

ლურჯი იდეალური ფერია. ესაა წყლის სიმბოლო, საიდანაც კურდღელი მოდის. არისტოკრატული, დახვეწილი და მოდური ფერი თითქმის ყველას უხდება. მასში საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიას იგრძნობთ.

ნარინჯისფერი

ესეც მისაღებია ფერია ჩაცმულობაში. ცხოვრებაში ჭეშმარიტ წარმატებას და იღბალს იზიდავს. მთავარია, რომ ნატურალური ქსოვილის (ბამბა, სელი ან აბრეშუმი) სამოსი შეარჩიოთ.

მწვანე

მწვანე ფერის ტანსაცმელი ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამ მიზნით მწვანე ფერის კაბა, ქამარი, შარფი, წინდა ან საცვალი ჩაიცვით.

ასტროლოგები გირჩევთ, რომ ბიჟუტერია და ბასრი აქსესუარები (ეკლები, მოქლონები) დაივიწყოთ. იაფფასიანი აქსესუარები გვერდზე გადადეთ. კურდღელს წესრიგი და მოკრძალება მოსწონს, მაგრამ ყალბი ნივთები არ უყვარს. კაშკაშა მაკიაჟის ნაცვლად სადა, დახვეწილი შეარჩიეთ, რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ. კურდღელს ყველაფერი ნატურალური მოსწონს.

რა ჩავიცვათ ახალ წელს

ჩაცმულობის ფერი ერთია, მაგრამ სტილსა და ფასონსაც მნიშვნელობა აქვს. ასე მთელი წელი სწორი განწყობის შექმნას შეძლებთ. მთავარია, რომ კომფორტულად გეცვათ.

საღამოს კაბა

საღამოს კაბა მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს. ბუნებრივად მოძრაობაში ხელს არ უნდა გიშლიდეთ. სქელი ნატურალური ქსოვილის კაბა ჩაიცვით. საშუალო სიგრძის ან გრძელი კაბა შესაფერისია.

კოქტეილის კაბა

პატარა ელეგანტური კაბა ყოველთვის მოდაშია. მთავარია, სხეულზე მორგებული იყოს, მაგრამ არა გამომწვევი. აქცენტები ჭარბად არ გამოიყენოთ. მარტივი სამოსი და სადა მაკიაჟი კურდღელს გაახარებს.

ნაქსოვი ტანსაცმელი

ზოგიერთი ასტროლოგი გირჩევთ, რომ ახალ წელს თბილ, ნაქსოვ ტანსაცმელში შეხვდეთ. შალის კაბა გონივრული ვარიანტია. მას სამაჯური ან ყელსაბამი დაუმატეთ.

შარვალ–კოსტუმი

საქმიანი და საღამოს კოსტუმები არ აგერიოთ. ხარისხიანი ქსოვილის მსუბუქი კოსტუმი შეარჩიეთ, რომელიც არ შეგბოჭავთ.

კომბინიზონი

თამამი და მოდური. ზომიერად სექსუალურ იმიჯს ქმნის. თეთრი კომბინიზონი ჩაიცვით, რომ ჯანმრთელობა და გონების სიცხადე მოიზიდოთ.

ამ ახალ წელს რეტროგრადული მერკური ემთხვევა, მაგრამ არ იდარდოთ. ყველაფერში კლასიკას მიყევით. ძველი და წლების მიერ გამოცდილი ნივთები იდეალური არჩევანია. ჭრელაჭრულა ჩაცმულობას მოერიდეთ. ლეოპარდის პრინტებს თავი აარიდეთ, თუ კურდღლის შეშინება არ გსურთ.

Advertisement