თავის მოვლა
კრემი ჩამოწელილი კანისთვის, 100% ეფექტური.
გსურთ არაჩვეულებრივი შედეგები მიიღოთ? მაშინ მოსინჯეთ ეს კრემი.
კანის ჩამოწელვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, თუმცა კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ კანისთვის სიმკვრივის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია, ამაში კი შინ მომზადებული კრემი დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით შეიგიძლიათ კანი ტონუსში მოიყვანოთ და ეფექტურად განთავისუფლდეთ მოდუნებული კანისგან.
მავნე ჩვევები, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, ზედმეტი წონა და ასაკი ის ფაქტორებია რომელბიც კანის ტონუსის დაკარგვას იწვევს, ის უფრო მოშვებული ხდება და ჩნდება ნაოჭები.
როგორ მოვიშოროთ კანის მოშვებულობა ამ შინაურული კრემით
ქალების ერთი ნაწილისთვის კანის მოდუნება უფრო პრობლემატურია ვიდრე მეორისთვის, ამ პრობლემის მოსაშორებლად ჯანმრთელი კვებაა აუცილებელი, უნდა ივარჯიშოთ რეგულარულად და გამოიყენოთ გამამკვრივებელი კრემი.
ძალიან ბევრი სახეობის კრემი არსებობს, თუმცა თუ ნატურალური კრემის გამოყენება გსურთ, ამ სტატიაში ნაკლებად ძვირ მაგრამ შესანიშნავი შედეგების მომტან კრემს გთავაზობთ.
დაგჭირდებათ:
- 3 სუფრის კოვზი ვარდის ზეთი
- 2 ჩაის კოვზი როზმარინის ეთერზეთი
- 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ეთერზეთი
- 50 გრამი შის ან ქოქოსის კარაქი.
მოათავსეთ კარაქი შუშის ჭურჭელში, ჩადგით და დაადნეთ თბილ წყალში. გალღობის შემდეგ დაუმატეთ ვარდისა და როზმარინის ზეთები, კარგად მოურიეთ. გადადგით ცეცხლიდან, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, დაელოდეთ გაცივებას. თუმცა სანამ გამაგრდება სუფთა შუშის ქილაში მოათავსეთ.
ეს კრემი ყოველ საღამოს გამოიყენეთ, გაიკეთეთ მასაჟი და დაიტოვეთ დილამდე. მასაჟი ლიმფოდრენაჟივით იმუშავებს, დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში. დაიწყეთ ფეხებიდან და მთელი მოძრაობები ქვემოდან ზემოთ აკეთეთ.
კრემის კომპონენტები გამოკვებავენ და დაჭიმავენ კანს. კრემის არომატი დაგაწყნარებთ და უფრო მშვიდად დაგეძინებათ.