Connect with us

ჯანმრთელობა

კრაზანას ნაკბენი: რა უნდა გააკეთოთ შეშუპების თავიდან ასაცილებლად

ყოველ წელს ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდები. თოვლი და სიცივე ძალიან არ მიყვარს. ერთადერთი, რაც წლის მშვენიერ დროს ჩრდილავს მწერებია. მომაბეზრებელი კოღოები ღამით დაძინების საშუალებას არ გვაძლევს, ხოლო ზოგიერთი მწერი ადამიანისთვის საერთოდ სახიფათოა. განსაკუთრებით, ალერგიული ხალხისთვის. ჩემი მეუღლე სწორედ ასეთია და მემკვიდრეობით ქალიშვილს გადაეცა. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცით, რა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენზე.

ამის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა. ზოლებიანი მწერის შხამიანი ნესტარისგან დაზღვეული არავინაა. ფუტკრისგან განსხვავებით, რომელიც შეტევის შემდეგ იღუპება, კრაზანას სანერვიულო არ აქვს. მისი ნესტარი გლუვია, ამიტომ ზედიზედ რამდენჯერმე უმიზეზოდ შეიძლება გიკბინოთ. თუ მსგავსი უსიამოვნება თქვენ ან თქვენს ახლობელს თავს გადახდა, დაზარალებულს პირველადი დახმარება უნდა გაუწიოთ. აი, ძირითადი წესები.

პირველადი დახმარება კრაზანას ნაკბენზე

მწერის მტკივნეული ნაკბენისთანავე კანზე სიწითლე და შეშუპება ჩნდება. სწრაფად უნდა იმოქმედოთ.

1. ნაკბენის ადგილი დაათვალიერეთ, ნესტარის არსებობა შეამოწმეთ. კრაზანა მას არ ტოვებს, ხანდახან ხალხს ფუტკარში ერევათ. თუ ჭრილობაში რაღაც უცხო დაინახეთ, პინცეტით ამოიღეთ. აი, ნესტარის დაწოლით ამოგდება არ ღირს, რადგან შხამის გავრცელებას დააჩქარებთ.

2. გველის ნაკბენი არაა, მაგრამ ჭრილობიდან შხამი მაინც შეგიძლიათ ამოწოვოთ. ასე მის კონცენტრაციას შეამცირებთ.

3. თუ ხელთ ანტისეპტიკი გაქვთ, ნაკბენის ადგილი დაიმუშავეთ. გამოგადგებათ სამედიცინო სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, კიდევ უკეთესია სუფრის ძმარი.

4. დაზარალებულს წყალი დაალევინეთ, რომ ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლაში დაეხმაროთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბევრი წყლის დალევა გააგრძელოს.

5. შესიებულ ადგილას რაიმე ცივი დაიდეთ. თუ ყინული არ გაქვთ, გაყინული პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ თხელ პირსახოცში გაახვიეთ.

6. დაზარალებულს ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო აბი) საშუალების დალევა სთხოვეთ.

7. ქავილის მოსაშორებლად სპეციალური ანთების საწინააღმდეგო კრემი გამოიყენეთ. სოდის ფაფით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. წყალში 2:1 თანაფარდობით გააზავეთ და ნაკბენზე წაისვით.

კრაზანას ნაკბენის საფრთხე

თუ ნახევარ საათში მდგომარეობა არ გაუარესდა, გაწეული დახმარება საკმარისია. უფრო სერიოზული სიმპტომების შემთხვევაში უახლეს სამედიცინო პუნქტს მიმართეთ ან სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. ეს უნდა გააკეთოთ შემდეგ შემთხვევაში:

  • შეშუპება სწრაფად იზრდება (ნაკბენი თვალის, პირის, პირის ღრუს, ხორხის მიდამოში განსაკუთრებით სახიფათოა);
  • ძლიერი შეშუპება და ტკივილი ნაკბენის ადგილზე;
  • გულისრევის და ღებინების შეტევა;
  • გართულებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, ხიხინი;
  • გულისცემის გახშირება ან შენელება;
  • თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა;

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი: მაშინვე მოშორდით ადგილს, სადაც კრაზანა თავს დაგესხათ. ეს შეიძლება შემთხვევითობა იყოს ან სადღაც ახლოს მისი ბუდეა. კრაზანა კბენისას გამოყოფს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც სხვა კრაზანებს იზიდავს. ეს კი უფრო სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.

კოღოებისა და ტკიპებისგან დაცვას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ კრაზანები გვავიწყდება. არადა ბოლო რამდენიმე წელია მომრავლდნენ. ალერგიულ ხალხს ვურჩევ, რომ თან ატარონ მედიკამენტების მცირე ნაკრები, რომელშიც ადრენალინიც შედის. ახლა იცით, რა გააკეთოთ კრაზანას ნაკბენზე. ამ მარტივი მოქმედებით ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენთ!

Advertisement