ყვავილები
კრაზანას მხსნელი ნახარში. 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ ყოველ დილით, ყავის ნაცვლად
“100 უსიამოვნების წამალი” – ასე უწოდებდნენ ამ მცენარეს ჩვენი წინაპრები. და, მართალია, ახლა ბევრი დარწმუნებულია, რომ ხალხური მედიცინა მხოლოდ წარსულის გადმონაშთია, ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ კრაზანას სარგებელი გაზვიადებულია.
კრაზანას ბალახის სამკურნალო თვისებები
1. აძლიერებს ნერვულ სისტემას. მოამზადეთ კრაზანას ნაყენი: 50 გ გამომშრალ ნედლეულს დაასხით 0.5 ლ არაყი. დააყენეთ 10 დღით, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, 20-20 წვეთი.
2. არეგულირებს ვეგეტატიურ მერყეობას. დაასხით კრაზანას გამომშრალ ყვავილებს მდუღარე წყალი, დაელოდეთ ჩაის დაყენებას და მიირთვით ერთი ფინჯანი თბილი სასმელი.
3. ხელს უწყობს კონცენტრაციას. დააყენეთ ჩაი მელისისა და კრაზანის თანაბარი რაოდენობით. მიირთვით უზმოზე 1 ფინჯანი.
4. აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. ორი კვირის განმავლობაში მიირთვით კრაზანას ჩაი. მის მოსამზადებლად დაასხით 2 ჩ.კ. ნედლეულს მდუღარე წყალი. დღეში დასაშვები ნორმა არ აღემატება 4 ფინჯანს.
5. გათავისუფლებთ რევმატიზმისგან. შეურიეთ 25 გ კრაზანას ყვავილები 0.5 ლ ზეითუნის ზეთს. გადაასხით მასა შუშის ქილაში და შეინახეთ თბილ ადგილას 5 დღით. დადგით ჭურჭელი მზეზე, რათა სითხემ მვეთრი წითელი ფერი მიიღოს. გადაასხით გამოყოფილი წყლის ფენები, ხოლო ზეთი შეიზილეთ მტკივან ადგილებზე.
6. ახორცებს ჭრილობებს, განსაკუთრებით ჩალურჯებებს. ზემოხსენებული ზეთი, ასევე, დაგეხმარებათ მწვავე ჰერპესის მოშორებაში და დაჭიმულობის დროს ტკივილის შემსუბუქებაშიც კი.
7. კურნავს სტომატიტსა და გინგივიტს. დაასხით 10 გ გამომშრალ ბალახს 50 გ სპირტი(70%-იანი). დააყენეთ 10 დღით. სამკურნალო მასა სწრაფად მოგაცილებთ აღნიშნულ უსიამოვნებებს.
8. გეხმარებათ ბუასილის განკურნებაში. 0.5ლ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. ბალახი და გამოიყენეთ ასეთი აბაზანა მხოლოდ 5 წუთით.
9. უვლის გაუწყლოებულ და პრობლემურ კანს. მოამზადეთ კრაზანას ნაყენი ასაკობრივი კანის მოსავლელად. იგი მოქმედებს როგორც ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და გამწმენდი საშუალება.
10. ეთერზეთები, მჟავები, ფლავონოიდები, სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინები, ალკალოიდები და ცერილის სპირტი – ყველა ეს შემადგენელი ელემენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას გადაჭრის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!