Connect with us

ყვავილები

კოლა, წიწაკა, ფორთოხლის ქერქი და კიდევ 10 მეთოდი ბუგრების მოსაშორებლად

ბუგრებს ნებისმიერ მცენარეზე დასახლება შეუძლიათ, იქნება ეს ვარდი, კომბოსტო თუ მსხლის ხე. მას უხეში ფოთლების ან ტოტების დაზიანება არ შეუძლია, ამიტომ მხოლოდ ახალგაზრდა ყლორტებით და ყვავილის კვირტებით იკვებება, რაც არანაკლებ სახიფათოს და მავნეს ხდის. ბუგრებთან საბრძოლველად ბევრი მეთოდი არსებობს, მთავარია – დროულად შეამჩნიოთ, სანამ ყლორტები და ყვავილები გაანადგურა. Alltime.ge–ს რედაქცია ყველაზე გავრცელებულ ხალხურ საშუალებებს გთავაზობთ.

უსაფრთხო საშუალებების მუშაობის პრინციპი ყველგან ერთნაირია: მცენარის დაზიანებული უბნები პულვერიზატორით დანამეთ ან სარწყავით მორწყეთ. თუ ბუგრები ბევრი არაა, ჩვეულებრივი წნევიანი წყალი გამოიყენეთ, ასე ბუგრებს მიწაზე დაყრით. ასეთი რეგულარული მორწყვით ბუგრები უკან დაიხევენ, მაგრამ მეთოდი გამოადგებათ იმ მეაგარაკეებს, ვინც მცენარეებზე მუდმივად ზრუნავენ. თუ აგარაკზე მხოლოდ შაბათ–კვირას ან უფრო იშვიათად მიდიხართ, სხვა მეთოდი დაგჭირდებათ.

როგორ მოვაშოროთ ბუგრები მცენარეებს?

საპონი და სოდა

1 ლ თბილ წყალში დიასახლისის საპონი (დაახლოებით 40 გრ), ხელის დასაბანი სითხე ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. სურვილის შემთხვევაში ნარევს კოვზი სოდა დაუმატეთ. ხსნარი სპრეი ბოთლში ჩაასხით და მცენარე დაამუშავეთ ან უბრალოდ ბამბის დისკი ან რბილი ჩვარი ხსნარში დაასველეთ და კვირტები გაწმინდეთ. თუ დრო და დრო პროცედურას გაიმეორებთ, ფოთლები გაძლიერდება, ხოლო ყვავილები გაიშლება. ბუგრები მათ დაზიანებას ვერ მოასწრებს.

არაყი

არაყი წყალში გააზავეთ, სპრეი ბოთლში ჩაასხით და ბუჩქები და ფოთლები დანამეთ. ეს საღამო ხანს გააკეთეთ, რომ ნაზი ფოთლები არ დააზიანოთ.

ნიშადურის სპირტი

1 ს/კ ნიშადურის სპირტი 1 ვედრო წყალში გააზავეთ და მცენარე მორწყეთ ან დანამეთ.

ნაცარი

ნახევარ ვედრო წყალს 1 ჭიქა ხის ნაცარი დაუმატეთ და ღამით დააყენეთ. შემდეგ დაზიანებული მცენარე დანამეთ. ნაცარი ბუგრების საწინააღმდეგოდ ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება.

კოლა

1 ბოთლი კოლა კარგად შეანჟღრიეთ, რომ გაზი გამოვიდეს და 1:2 პროპორციით წყალში გააზავეთ. ამ ხსნარით მცენარე დანამეთ, ეცადეთ ფოთლის შიდა მხარეც დაამუშავოთ. კვირაში ერთხელ ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ ბუგრები მოიშოროთ. სასმელში შემავალი შაქარი და მჟავა მწერებზე დამღუპველ გავლენას ახდენს. კვირტობის პერიოდში არ გამოიყენოთ, რადგან ტკბილი და წებოვანი შემადგენლობა ნაყოფის და ყვავილის ფორმირებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

ცხარე წიწაკა

ბუგრების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად 1 კგ წიწაკა 10 ლ წყალში აადუღეთ და 2 დღე დააყენეთ. ნაყენი ბოთლებში მთელი ზაფხული შეინახეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. წყალში გააზავეთ (0,5 ჭიქა 10 ლ–ზე) და სპრეი ბოთლით დანამეთ. უფრო მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ დიასახლისის საპონი დაუმატოთ.

პირშუშხა

დილით ნახევარ ვედრო პირშუშხას ფოთლები გავსებამდე წყალი დაასხით. საღამოს მზა ხსნარით მცენარე დაამუშავეთ.

ხახვის ფურცლები

1 ჭიქა ხახვის ფურცლები შეაგროვეთ და ღამით მდუღარე წყალი დაასხით. დილით ნაყენი წყალში გააზავეთ და მცენარე დანამეთ. გაძლიერებული ეფექტისთვის ნიორი დაუმატეთ.

ფორთოხლის ქერქი

1 ვედრო წყალს 1 ჭიქა ხმელი დაქუცმაცებული ფორთოხლის ქერქი დაუმატეთ და 4-5 დღე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ, სპრეი ბოთლში ჩაასხით და დაზიანებული მცენარე ყოველ 3-4 დღეში დანამეთ. პროცედურის განმეორება რამდენჯერმე მოგიწევთ, სანამ ბუგრები გაქრება.

მდოგვი

მცენარე შეგიძლიათ მდოგვის ფხვნილით დაამუშავოთ, ამისთვის 1 შეფუთვა მდოგვის ფხვნილი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. რამდენიმე დღე მოიცადეთ, რომ საშუალება დააყენოთ. 1:1 პროპორციით წყალში გააზავეთ და მცენარე დაამუშავეთ.

რჩევა: მომავალში კვლების და ბუჩქების ახლომახლოს დედოფლის ყვავილი დარგეთ. უპრეტენზიო ერთწლიანი მცენარე ბუგრებით დაზიანების მაჩვენებელია. თუ მწერები ნაკვეთზე გამოჩნდება, პირველ რიგში, დედოფლის ყვავილს დააზიანებს. ასე რომ, როგორც კი დედოფლის ყვავილზე ბუგრებს შეამჩნევთ, მავნებლებთან საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენეთ.

გახსოვდეთ, რომ არც ერთი მეთოდი მხოლოდ ერთი გამოყენებით ეფექტს ვერ მოგცემთ. პროცედურის განმეორებით ბუგრებს მოიშორებთ. მთავარია, ყურადღებით იყოთ და მცენარეებს დააკვირდეთ. თუ ბუგრები დამუშავებიდან რამდენიმე დღეში კვლავ გამოჩნდა, უბრალოდ პროცედურა გაიმეორეთ.

ბუგრები შეგიძლიათ თავიდან მოიშოროთ ქრისტესისხლათი, ფიჭვის წიწვების ნაყენით, კარტოფილის ბოლქვით, ჭინჭრით და ბაბუაწვერათი, მაგრამ თუ მავნებლები ბევრია, სჯობს უსაფრთხო ინსექტიციდური პრეპარატი გამოიყენოთ: ბიტოქსიბაცილინი, ფიტოვერმი, აკტოფიტი და სხვა.