Connect with us

თავის მოვლა

კვერცხის ცილა საუკეთესო კოსმეტიკური პროდუქტია. 7 მარტივი ნაბიჯი სრულყოფილებამდე

აი, როგორ ვიყენებ კვერცხის ცილას სილამაზისთვის. 7 ნაბიჯი სრულყოფილებამდე

ჯერ კიდევ ბავშვობიდან ყველასთვის ცნობილია, რომ კვერცხის ცილა სასარგებლოა. ბევრი ქალი ამ პროდუქტს კოსმეტიკური მიზნით იყენებს.

დღეს კვერცხის ცილის ნიღბების სასარგებლო რეცეპტებს გიზიარებთ.

კვერცხის ცილა სახისთვის

1. ყველამ არ იცის, რომ ამ პროდუქტს ნაოჭების გასწორება შეუძლია. აუცილებელია, 1 კვერცხის ცილა სქელი ქაფის გაჩენამდე კარგად ათქვიფოთ. შემდეგ სუფთა და დატენიანებულ სახის კანზე წაისვით. დაჭიმვის შეგრძნება როცა გექნებათ, ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ცილოვანი ნიღაბი გაფართოებული ფორების დროს ეფექტური საშუალებაა. ამისთვის 1 კვერცხის ცილა 1 ჩ/კ ლიმონის წვენთან ერთად სქელი ქაფის გაჩენამდე ათქვიფეთ. შემდეგ კვერცხის მასას 2 ს/კ დაფქული შვრიის ფანტელი დაუმატეთ.

წინასწარ გაწმენდილ და დატენიანებულ სახეზე ასეთი ნიღბის 2-3 ფენა წაისვით. როცა ნიღაბი გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ნიღაბში კვერცხის ცილის დამატებით თვალების ქვეშ მუქ წრეებს მოიშორებთ. პირველ რიგში, 1 ს/კ თაფლი გაადნეთ. შემდეგ თაფლს ამავე რაოდენობის ხორბლის ფქვილი და კვერცხის ცილა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიღაბი სუფთა სახის კანზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ.

პროცედურის დასრულების შემდეგ საშუალება თბილი რძით ჩამოიბანეთ.

4. კვერცხის ცილა სახის ცხიმოვან სიპრიალეს მოგაშორებთ. ამისთვის, კვერცხი ცილის და შვრიის ფანტელის ნარევი გამოიყენეთ. მალე ამ პრობლემის არსებობა დაგავიწყდებათ.

5. სკრაბის სახით შეგიძლიათ კვერცხის ცილის და დაქუცმაცებული კაკლის ნიღაბი გამოიყენოთ. ცილა დაფქული ნუშის, ნიგვზის ან თხილის ფქვილს აურიეთ. შემდეგ სკრაბი სუფთა და დატენიანებულ სახეზე წრიული მასაჟური მოძრაობით წაისვით.

პროცედურის დასრულების შემდეგ საშუალება გვირილას ნახარშით ჩამოიბანეთ.

6. კვერცხის ცილის და ვაშლის ნიღაბი აკნეს მოგაშორებთ. საშუალო ზომის ვაშლი წვრილად დაჭერით და კვერცხის აქაფებულ ცილას აურიეთ. ნიღაბი სქელ ფენად სუფთა, გაწმენდილ სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ.

7. ცილოვანი ნიღაბი ეფექტურად გამოუკლავდება ისეთ დეფექტებს, როგორიცაა პიგმენტები და ჭორფლები. მათეთრებელი ნიღბის მოსამზადებლად 1 ათქვეფილ კვერცხის ცილას დაქუცმაცებული მწვანილი (2-3 ს/კ საკმარისი იქნება) აურიეთ.

ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახეზე წაისვით და დაახლოებით 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.