Connect with us

ჯანმრთელობა

კენჭების დაშლა: რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

ჩვენს პლანეტაზე 200 მილიონ ადამიანზე მეტი იტანჯება კენჭოვანი დაავადებებით. მათგან თავის დასაღწევად ისინი ხალხურ მეთოდებს, დიეტებსა და ოპერაციებს მიმართავენ. ამ სტატიაში გავრცელებულ მეთოდებსა და მათ ეფექტურობაზე მოგიყვებით.

რა იწვევს კენჭების გაჩენას?!

მიუხედავად იმისა, რომ კენჭოვანი დაავადებების შესწვალა უკვე 100 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები. არსებობს სხვადასხვა თეორიები, თუმცა ამ პათოლოგიური პროცესის ზუსტი სურათი შექმნა ჯერ ვერავინ შეძლო.

დაავადები განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგი ფაქტორების არსებობისას:

  • არაბალანსირებული კვება (ცილოვანი, ცხარე და მჟავე საკვების ჭარბი მოხმარება)
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
  • უხარისხო სასმელი წყალი, რომელშიც ზედმეტი კალციუმია
  • სხვადასხვა პრეპარატების ხშირი მოხმარება (ასკორბინის მჟავა, სულფანილამიდური პრეპარატები)
  • შარდგამომყოფი სისტემის ანტებითი დაავადებები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • გაუწყლოვნება
  • ინტოქსიკაცია

დაავადების სიმპტომები

მათი გაჩენა და ინტენსივობა ქვების ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. პაციენტთა გარკვეულ რაოდენობას საშარდე გზები და ურეტრა არ ებლოკება და შესაბამისად ზოგჯერ ეს დაავადება საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

ამ პათოლოგიის მახასიათებელი სიმპტომი – ტკივილია. ტკივილი ხშირ შემთხვევაში ყრუა, ზოგჯერ მკვეთრი და ძნელად მოსათმენია, რომელიც ხანგრძლივი დროით ან პერიოდულად ვლინდება. პაციენტი ამ ტკივილს ყველაზე მსუბუქი დატვირთვისას ან თუნდაც უძრავობის დროსაც გრძნობს. პაციენტთა უმეტესობას უვითარდება ჰემატურია (შადში სისხლი), ხოლო ინფექციური პროცესისას _ პიურია (ჩირქი შარდში).

კენჭების გამოდევნისას შეიძლება თირკმლის კოლიკების გაჩენა, რომელიც გაუსაძლისი ტკივილებით ხასიათდება. დაავადებულებს გულის რევა და ღებინებაც აღენიშნებათ, წნევის მატება, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის კოლიკების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი ოპერაცია.

მკურნალობის მეთოდები

სამკურნალო ტაქტიკის არჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ზომაზე, ლოკალიზაციასა და კენჭის შემადგენლობაზე. პატარა ზომის შემთხვევაში კონკრემეტს ანაწევრებენ და ხსნიან მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებით:

  • სპაზმალიტიკური პრეპარატებით (ნო-შპა, ბარალგინი)
  • ანტიბიოტიკოთერაპია
  • ფიტოთერაპია (უროლესანი)
  • დიეტა
  • ფიზიოთერაპევტული პროცედურები

საშუალო ზომის კონკრემენტების მოსაცილებლად (1 სანტიმეტრზე ნაკლები) ექსტრაკორპორალური ლიტოტრიპსიით  ტარდება (უკონტაქტო) – ეს ელექტრო მაგნიტური ტალღებით ხდება. დაქუცმაცებული კენჭი ჩვეულებრივ თავისით გამოიყოფა ორგანიზმიდან.

არაეფექტური კონსერვატიული თერაპიის დროს და ქვის ბუნებრივი გზით გამოდევნის შეუძლებლობის შემთხვევაში კენჭის მოცილება ქირურგიული გზით ხდება. ძირითადი ენდოსკოპიური ჩარევებისას, კენჭი ნადგურდება ულტრაბგერით, ლაზერით, ელექტრომაგნიტური ზემოქმედებით.