ჯანმრთელობა
კარტოფილი დამნაშავე არაა: 5 ბოსტნეული, რომლითაც წონაში დაკლება გაგიჭირდებათ
ბევრი ბოსტნეულის და ხილის ჭამა, სწრაფი ნახშირწყლების და მავნე ცხიმების შემცირება – თითქოსდა ეს უნივერსალური გახდომის ფორმულაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არაა: ზოგიერთი ბოსტნეული წონაში დაკლების მსურველებს არ ემეგობრება, პირიქით. ნახეთ, რომელ ბოსტნეულზე უნდა თქვათ უარი, თუ წონაში დაკლება გსურთ.
ბადრიჯანი
დამოუკიდებლად წონას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ცხიმს და ზეთს ღრუბელივით იწოვს. შემწვარი ან გამომცხვარი ბოსტნეულის ჭამით 1 ჭიქამდე მცენარეულ ზეთსაც იღებთ, თან დამწვარს. ეს არც სხეულის ფორმებისთვის, არც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა.
ყაბაყი
ბადრიჯნის მსგავსი სიტუაციაა ყაბაყთან, თან დამატებით შეიცავს სახამებელს: არა იმდენს, რამდენსაც კარტოფილი, მაგრამ საკმარისი რაოდენობით, რომ გახდომის პროცესი შეაფერხოს. ფრთხილად იყავით!
სტაფილო
ლახვარი პირდაპირ გულში: ასეთი ფერადი, გემრიელი, სასარგებლო და ასეთი ტკბილი! საქაროზის მაღალი შემცველობის გამო სტაფილო სახიფათო ბოსტნეულია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. სტაფილოს შეუზღუდავად მიღება განსაკუთრებით სახიფათოა. სწორედ ამიტომ, დღეში 1–2 სტაფილო საკმარისია. მეტი არ შეიძლება!
ჭარხალი
ძალიან გემრიელი და სასარგებლო ძირნაყოფი ბევრ შაქარს, სახამებელს და ნახშირწყლებს შეიცავს. ჭარხალი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ, ვისაც სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვს – ბოსტნეულმა შეიძლება გლუკოზის ზრდა გამოიწვიოს. მაშინაც კი, თუ ყველაფერი წესრიგშია და გლუკოზის რეზისტენტობა არ გემუქრებათ, ჭარხალმა დიდად არ უნდა გაგიტაცოთ: ერთ–ერთი კვლევის თანახმად, ჭარხლის მიღება ორგანიზმს მომარაგების სტიმულირებას აძლევს და არა ცხიმის წვის.
სიმინდი
თუ შაქრის დონის პრობლემები გაქვთ ან წონაში დაკლება სერიოზულად გადაწყვიტეთ, სიმინდი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ. ამ ბოსტნეულში ბევრი შაქარი შედის, რომლებსაც გლუკოზის გაზრდა და ინსულინის ჯანსაღი დონის დარღვევა შეუძლიათ. მით უმეტეს, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ დაკონსერვებული სიმინდის მიღებისას: თითოეულ ქილაში ძალიან ბევრი შაქარი და მარილია.