Connect with us

ყვავილები

კარტოფილის გაზრდა თურქული მეთოდით: სუპერ მოსავალი ზედმეტი მოვლის გარეშე

პირველად, როცა ამ მეთოდის შესახებ გავიგე, მორიგი ტყუილი მეგონა. 1 ბუჩქიდან 4-5 კგ კარტოფილის მიღება უბრალოდ შეუძლებელია. ბავშვობიდან დარგვასა და მოსავლის აღებაში აქტიურად ვმონაწილეობ. ყველაზე წარმატებულ წლებშიც ასეთი რამ არ მინახავს. თან ბებია ყველა ბუჩქს თავს ევლებოდა. გადავწყვიტე, რომ თურქული მეთოდით კარტოფილის გაზრდა მეცადა.

აგარაკზე მეზობელმა ყველა დეტალის შესახებ მიამბო. აღმოჩნდა, რომ მცენარეს მოვლა პრაქტიკულად არ სჭირდება. ექსპერიმენტისთვის მხოლოდ 10 ბოლქვი დავრგე. როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა, თვალებს არ დავუჯერე. მეთოდი მუშაობს! წელს უფრო მეტს დავრგავ და თქვენც გირჩევთ.

როგორ გავზარდოთ მსხვილი კარტოფილი

მომზადება

ამ მეთოდით კარტოფილი პლასტმასის ვედროში უნდა გაზარდოთ. პირველ რიგში, ჭურჭელი მოამზადეთ. ვედრო კარგად გარეცხეთ, შემდეგ მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ, რომ დეზინფექცია ჩაუტაროთ. ვედროს ოპტიმალური მოცულობა – 10 ლ. სადრენაჟო ხვრელი გაუკეთეთ.

შევსებაზე გადადით. საშუალო ზომის ბოლქვები შეარჩიეთ და იაროვიზაციისთვის (წინასწარი გაღვივება) გაგზავნეთ. კარტოფილი სინათლეზე 30-40 დღით გააჩერეთ. +12-15 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება.

კარტოფილის გასაზრდელად სპეციალური მიწის ნარევი მოამზადეთ. 1 ვედროზე 1 ნაწილი ბაღის მიწა, 2 ნაწილი კომპოსტი და 1,5 ჭიქა ხის ნაცარი აიღეთ.

დარგვა

ვედროში 15 სმ მიწა ჩაყარეთ. 2-3 ბოლქვი ჩადეთ და ამდენივე მიწა მოაყარეთ. ვედრო მზიან ადგილას გაიტანეთ. როგორც კი, ფოჩი 10-12 სმ–მდე გაიზრდება, კვლავ მიწა მოაყარეთ. ზედაპირზე მხოლოდ თავი უნდა დარჩეს. ეს მიწის შემოყრას ჩაანაცვლებს. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ ვედროს ბოლომდე გავსებამდე რამდენიმე სანტიმეტრი არ დარჩება.

მოვლა და მოსავლის აღება

კარტოფილი მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ზედა ფენა გაშრობას დაიწყებს. მხოლოდ ოთახის ტემპერატურის დაყენებული წყალი გამოიყენეთ. მცენარეს გამოკვება არ სჭირდება, მაგრამ ხის ნაცრის ნაყენით ფოთლების დამუშავებას გირჩევთ. 2 ს/კ ნაცარი 1 ლ ცხელ წყალში გააზავეთ და 2-3 დღე გააჩერეთ. ზრდის პერიოდში 2–ჯერ ასეთი დამუშავება ყოფნის.

როგორც კლასიკური მეთოდით ზრდის შემთხვევაში, პირველი მოსავალი ყვავილობიდან 2–3 კვირაში უნდა აიღოთ. დანარჩენი მომწიფდება მაშინ, როცა ფოჩები გაყვითლდება. ყველა ბოლქვი რომ ამოიღოთ, ვედრო გადააბრუნეთ და გაშლილ პარკზე გადმოყარეთ.

კარტოფილის მოყვანის თურქული მეთოდი ქალაქის მაცხოვრებლსაც გამოადგებათ. აივანზე რამდენიმე ვედრო თავისუფლად მოთავსდება. აპრილის ბოლოს და მაისი დასაწყისში დარგეთ. კარტოფილი მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ ყუთში ან ტომარაში გაზარდოთ. მარტივი და მოსახერხებელია!

Advertisement