Connect with us

ჯანმრთელობა

კარკადე, ფენიქსის თვალი, მწვანე და სხვა ჩაის სახეობა არტერიული წნევის დასარეგულირებლად

ძირითადად, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად სამკურნალო აბებს ვსვამთ. თუმცა ასაკოვნები ძველ, ხალხურ მეთოდს უპირატესობას ანიჭებენ. ისინი წნევის დროს ჩაის ამზადებენ და ამით არტერიული წნევის გაზრდას ან შემცირებას ცდილობენ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ჩაი უნდა დალიოთ მაღალი წნევის შესამცირებლად და რომელი წნევის გასაზრდელად.

შავი ჩაი

ჩვენთან ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შავი ჩაი პოპულარულია. სასმელი ჰიპერტონიკებს და ჰიპოტონიკებს ერთნაირად უყვართ. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ შავ ჩაის სისხლძარღვების შევიწროების თვისება აქვს, წნევას ზრდის და საკმაოდ დიდხანს ამ ნიშნულს აჩერებს.

დღეში რამდენიმე ფინჯანი შავი ჩაი ლიმონთან ერთად ჰიპერტონიკებს ზიანს არ მიაყენებს. სასმელი დაღლილობასაც კარგად აქრობს. ჰიპოტონიკებს შეუძლიათ შავ ჩაის რამდენიმე წვეთი კონიაკი დაუმატონ, რომ პოზიტიური ეფექტი გააძლიერონ და წნევა დაარეგულინონ.

მწვანე ჩაი

არტერიული წნევის დასარეგულირებლად შეგიძლიათ მწვანე ჩაი დალიოთ, თუმცა მის სახეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ ჰიპერტონიკი ხართ და მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, ყურადღება მიაქციეთ ამ სახეობებს: ფენიქსის თვალი, დრაკონის ატამი, დრაკონის მარგალიტი, ოქროს შროშანი, დიდი წითელი ხალათი. ამ სასმელებს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვთ, ნერვულ შფოთვას, თავის ტკივილს და დაღლილობას აქრობს, ყურადღებას ზრდის. ასე წნევის შემცირებას შეძლებთ.

თუ ჰიპოტონიკი ხართ და წნევის გაზრდა გსურთ, კოფეინის და ფენოლის ნაერთის შემცველი მწვანე ჩაი დალიეთ. მაგალითად, შენ პუერი, ლუნძინი და კუდინი. ეს სასმელები ბევრ ტანინს და არომატულ ნაერთს შეიცავს, ორგანიზმის ტონუსს და სასიცოცხლო ძალებს ზრდის.

კარკადე

კარკადის ჩაი ხმელი ჰიბისკუსით მზადდება და საინტერესო გემოთი და ფერით გამოირჩევა. სასმელი სისხლძარღვებს აფართოებს, მის კედლებს მოქნილობას მატებს და სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. კარკადე წნევას ზრდის. ჰიპერტონიკებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ.

ბალახების ჩაი

თუ ბალახების ჩაის უპირატესობას ანიჭებთ და ჰიპერტონიკი ხართ, დამამშვიდებელი ნაყენი დალიეთ. მაგალითად, ივან ჩაის, კუნელის და წითელი მოცვის ფოთლების ნახარში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ბალახების ნარევი თავად მოამზადოთ. მაგალითად, ცერეცოს, კატაბალახას, პიტნის, გვირილის და კვლიავის ნარევი ან კუნელის, პირშუშხას ფოთლების, შავბალახას და ბერულას ნარევი.

ბალახები შეგიძლიათ თავად შეაგროვოთ ან აფთიაქში შეიძინოთ. მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ ბალახი, რომელსაც აწერია „ჰიპოტენზიური ბალახები“. მასში შედის კუნელი, პიტნა, შავი მოცხარი, ბარამბო, შავი ცირცელი.

ჰიპოტონიკებისთვის კოფეინის შემცველი სასმელია რეკომენდებულია. ყავის ჭარბად მიღება არ შეიძლება, ამიტომ წნევის გასაზრდელად არჩევანი შემდეგ მცენარეებზე გააკეთეთ: ვარდისფერი როდიოლა, ჩინური ლიმონურა, ელეუტეროკოკი. ეს მცენარეები კოფეინს არ შეიცავენ, მაგრამ სისხლძარღვების შევიწროების თვისება აქვთ. ნაყენი სისხლძარღვების ტონუსს ზრდის.

ახლა უკვე იცით, რომ სასმელის დაუფიქრებლად დალევა არ ღირს. უნდა იცოდეთ, თუ რომელი ჩაი რისთვის არის განკუთვნილი და რა თვისებებს ფლობთ. სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.