Connect with us

ჯანმრთელობა

კარდიოლოგმა დაასახელა 5 ბოსტნეული, რომელიც არტერიულ წნევას სტაბილურად ამცირებს

ადამიანებმა, რომელთაც ჰიპერტონია აწუხებთ, წნევა მუდმივად უნდა აკონტროლონ. ეს სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც გულთან, ტვინთან, თირკმლებთან და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეამციროთ მაღალი არტერიული წნევა. ამაში ზოგიერთი ბოსტნეული დაგეხმარებათ.

საკმარისია, რომ ეს ხუთეული თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. მალე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ. ბოსტნეული ჰიპერტონიკებში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ექიმები გირჩევთ, რომ სალათები დღეში 3-ჯერ მიირთვათ., მაგრამ საკაზმებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. ბევრი ზეითუნის ზეთიც საზიანოა. იოგურტი ან უცხიმო არაჟანი შესაფერისია.

ბოსტნეულები, რომლებიც წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ

ნიახური

ჩვენი წინაპრები ამ ბოსტნეულს წნევის დასარეგულირებლად საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ნიახური მდიდარია სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობით, რაც მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ბოსტნეული სისხლძარღვების კედლების კუნთებს კარგად ადუნებს და სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს. ასე განმეორებითი სპაზმის რისკს ამცირებს.

ნიახურში შედის ეთერზეთები, რომლებიც სისხლძარღვების კედლებს აფართოებენ. მისი როგორც ფესვი, ასევე მიწის ზედა ნაწილი საკვებად ვარგისია. ოპტიმალური დღიური ნორმა – 100 გრ. გადაჭარბება მაინც არ ღირს.

წნევის შესამცირებლად ნიახურის წვენის დალევა სასარგებლოა. მისი მომზადება სახლში მარტივია. ნიახურის ღეროები 2-3 წუთით ცივ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ გარეცხეთ და ქაღალდით გაამშრალეთ. მცენარე დააქუცმაცეთ და წვენი გაწურეთ. მარლა ან წვენსაწური გამოიყენეთ.

ისპანახი

შვედეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისპანახი ჰიპერტონიის დროს შეუცვლელია. პროდუქტი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და ფოლატით. ეს ელემენტები გულის მუშაობას არეგულირებს და სისხლძარღვებს აძლიერებს.

ისპანახი ორგანიზმში მარილის ჭარბი რაოდენობის დროს თირკმლებზე დატვირთვის შემცირებას ხელს უწყობს. ეს ზედმეტი სითხის გამოდევნას ამარტივებს. თავის მხრივ, სისხლის ნორმალურ მოძრაობას აღადგენს.

სტაფილო

სტაფილო ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებაა არტერიული ჰიპერტენზიის დროს. მთავარი ფუნქციის გარდა ათეროსკლეროზით დაზიანებულ სისხლძარღვებს აღადგენს. ბოსტნეული მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლძარღვების სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. უმი ბოსტნეულის ან სტაფილოს წვენის რეგულარული მიღება ტვინში სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ინსულტისგან იცავს.

ხახვი

კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც მაღალი წნევის დროს საუკეთესო ხუთეულში შედის. თუ დაავადების ნიშნები შენიშნეთ, ყოველდღიურ მენიუში 2 ხახვი ჩართეთ. სასურველია, პროდუქტის ნაწილი უმად მიირთვათ. დარჩენილით სასმელი მოამზადეთ ან კერძს დაუმატეთ.

ჭარხალი

კვლევამ აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ჭარხლის წვენი პრეჰიპერტონიის სიმპტომების დროს ადამიანებს ეხმარება. ექსპერიმენტი პაციენტების ჯგუფზე ჩატარდა. მათზე დაკვირვებით ექიმებმა სისხლძარღვების მოქნილობის გაზრდა შენიშნეს. ჭარხალი დაავადების განვითარებას ანელებს ან საერთოდ აჩერებს. ახალი ჭარხლის წვენის დალევა ეფექტურია. მათ, ვისაც კუჭის პრობლემები აწუხებს, ჯერ სპეციალისტთან კონსულტანცია უნდა გაიარონ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ბოსტნეული საკმარისი არაა. სწორი კვების დაცვა და ტონუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ზომიერი ფიზიკური და კარდიო ვარჯიშები გულ–სისხლძარღვთა სისტემას ნორმაში მოიყვანს. შედეგად, მომავალი ჯანმრთელობის პრობლემებისგან დაგიცავთ. როგორც ცნობილია, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!