Connect with us

ჯანმრთელობა

კარდიოლოგების თქმით, წყალს 100%-ით არასწორ დროს სვამთ. აი, როდის უნდა დალიოთ წყალი

ჯანსაღი კვების შესახებ თითოეული სტატია „ბევრი წყლის მიღებას“ გვირჩევს, მაგრამ ექიმები სხვანაირად ფიქრობენ: წყლის ჭარბი მოხმარება თირკმლებზე დამატებით დატვირთვას ქმნის და ორგანიზმისთვის სარგებელს არ შეიცავს.

როგორ დავლიოთ წყალი სწორად

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და წყლის ყოველდღიური მოთხოვნილება განსხვავდება. დღეში მისაღები აუცილებელი სითხის რაოდენობა უნივერსალური ფორმულის გამოყენებით მარტივად გამოითვლება. თუ გულის დაავადება ან თირკმლის პრობლემები გაწუხებთ, სჯობს ექიმთან დამატებით კონსულტანცია გაიაროთ.

  • მთავარი საკითხი – არა რამდენი სითხე მიიღოთ, არამედ როდის! ექიმები რამდენიმე მარტივი წესის დაცვას გვირჩევენ.
  • 1-2 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე დალიეთ. ღამით ორგანიზმი გაუწყლოებული ხდება, ამიტომ სითხის მარაგის შევსება აუცილებელია!
  • სასურველია, რომ თითოეული საკვების მიღების წინ 200 მლ წყალი დალიოთ. ასე ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ.
  • თითოეული დალეული ჩაის ან ყავის კომპენსირება 1 ჭიქა წყლით სცადეთ.
  • საჭმელს წყალი მივაყოლოთ? ექიმების აზრი იყოფა. ზოგი თვლის, რომ ეს მავნებელია, რადგან წყალი კუჭის წვენს აზავებს. სხვები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ უკუნაჩვენებია კუჭის დაბალი მჟავიანობის მქონე ხალხისთვის.
  • მაღალ ინტენსიური ძალოვანი ვარჯიშების დროს ყოველ 20 წუთში 150 მლ წყალი (ჩვეულებრივი პლასტმასის ჭიქის მოცულობა) უნდა დალიოთ.
  • ღამით სითხის მიღება სჯობს შეზღუდოთ, განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების დროს.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.