Connect with us

სხვა

კარგი მამა ის არის ვინც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს

პრაქტიკულად ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია მამა გახდეს. პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სიცოხლე მოავლინოს. მაგრამ ამ სიცოცხლის განსავითარებლად, მისი ფორმირებისა და სიყვარულისთვის გაცილებით მეტია საჭირო.

ნამდვილი მამა ის კი არ არის ვინც ბევრს გამოიმუშავებს რათა მეუღლე და შვილები ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს, ან წელიწადში ორჯერ დასასვენებლად წაიყვანოს ისინი. არც ისაა ნამდვილი მამა ვინც საკმარისს გამოიმუშავებს თავისი შვილების ელიტურ სასწავლებლებში გასაგზავნად.

ნამდვილი მამა – ის არის ვისაც ესმის, რომ ოჯახი პირველ ადგილზე უნდა იდგეს!

ნამდვილი მამა – ის არის ვინც ყოველთვის ოჯახის გვერდით არის. ის ვინც არ ტოვებს მათ პრობლემების გამოჩენისას. ის ვინც საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად ოჯახს თავს არ არიდებს. ის ვისაც ოჯახი არ ბეზრდება და არ ირწმუნება, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა მაგრამ, ვერ შეძლო.

ნამდვილი მამა – არის ის, ვინც მზად არის მთელი დრო და ძალა თავის ოჯახში ჩადოს, მაშინაც კი როცა საშინლად დაღლილია და კომფორტის ზონის გარეთ იმყოფება.

ნამდვილი მამა – ის არის, ვინც მზადაა წავიდეს კომპრომისებზე და პირადი მოთხოვნილებები, სურვილები და ბედნიერებაც კი ოჯახს შესწიროს. ის ვინც თავის შვილებს უპირობო სიყვარულსა და მხარდაჭერას ასწავლის.

ნამდვილად კარგი მამა – ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მოიქცე სწორად ქალბატონებთან. ის ვინც ქალებს პატივისცემით, სიკეთით, გულუხვობით და ღირსებით ეპყრობა.

ნამდვილი მოყვარული მამა – არის ის ვინც თავის შვილებს სწორ ქცევას აჩვევს. ის ვინც არასდროს დაუძახებს შვილებს “უსარგებლო”, “დამღლელ”, “სუსტ” ან “სულელ” არსებებს. ის ვინც არასდროს მისემს საკუთარ თავს უფლებას დაკარგოს თვითკონტროლი რათა ამან მისი ოჯახი საფრთხის ქვეშ არ დააყენოს.

ნამდვილი მამა – ადამიანი რომელიც თავის ოჯახს ყველაფერზე უფრო წინ აყენებს. ის ვინც იცის, რომ არარსებობს პრობლემა, კამათი ან ცდუნება რომელიც რამენაირად მის ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

ნამდვილმა მამამ იცის, რომ არ არსებობს უფრო დიდი და ძლიერი სიყვარული ვიდრე ის რომელსაც – საკუთარ ოჯახში იგრძნობ.

ნამდვილი მამა – თავისი ოჯახის მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყაროა. ის ვინც ბავშვებში საკუთარ თავზე მუშაობისა და პიროვნული თუ პროფესიული ზრდის სურვილს სურვილს აღვიძებს. ის ვინც ასწავლის შვილებს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდნენ.

ნამდვილი მამა – აჩვენებს ოჯახს, თუ რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება და სიხარული. მამა ყველაზე კმაყოფილი მაშინ არის როდესაც მისი შვილები თავს ბედნიერად გრძნობენ.

ჭეშმარიტად მზრუნველი მამა – არის ის, ვინც არასდროს მისცემს უფლებას პირად პრობლემებს – ბავშვებს ბედნიერება წაართვან. ის ვინც მიუხედავად საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებისა, არასდროს აგრძნობინებს შვილებს იგივეს!

ჭეშმარიტი მამა – ადამიანი რომელზეც შვილებს ყოველთვის შეეძლებათ თქმა: “ის ჩემი მაგალითია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი აღმზრდელი და მწვრთნელი, ის – მამაჩემია!”