Connect with us

ჯანმრთელობა

კამა: ბალახისებრი მცენარის სასარგებლო და საზიანო გავლენა ორგანიზმზე

კამა – ამ მცენარის სასარგებლო და საზიანო გავლენა ჯანმრთელობაზე უკვე დიდი ხანია ცნობილია. კამის გამოყენება ფარტოდაა გავრცელებული კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში, ხალხურ და თანამედროვე მედიცინებში. არომატულ ბალახს ყველა იცნობს, თუმცა ბევრი უარს ამბობს მის მოხმარებაზე. რითია კამა ასე სასარგებლო და რისთვის აფასებენ მას?

კამის სასარგებლო თვისებები

კამა, თავისი შემადგენლობით, მდიდარია ვიტამინებით, მაკრო- და მიკროელემენტებით. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მასში C, A ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავასა და ბეტა-კაროტინს. კამა კარგი წყაროა კალიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და რკინის მისაღებად. დანარჩენი ნივთიერებები მასში მცირე დოზითაა, თუმცა კომპლექსში ისინიც შესანიშნავად ავსებს ორგანიზმს.

განსაკუთრებული არომატი, რომელსაც კამა გამოყოფს, იმ ეთერზეთური ნაერთების დამსახურებაა, რომლებიც ამ მცენარის შემადგენლობაშია. მათი ძირითადი ნაწილი კამის თესლში იყრის თავს. სწორედ თესლი შეიცავს ცილებსა და ცხიმოვან ზეთებს, ლინოლეუ ზეთსა და პეტროზელინურ მჟავას.

კამა – სასარგებლო თვისებები, გამოყენება და ზიანი

მაგნიუმი და რკინა, რომლებიც კამის შემადგენლობაშია, ზრდის სისხლის უჯრედების, ლეიკოციტებისა და ერითროციტების წარმოქმნის პროცესს. კამის ზეტი აუმჯობესებს ნაღვლის, საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამოყოფას, ასევე, ადეზინფიცირებს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი შარდსასქესო და საჭმლის მომნელებელ სისტემებს.

ანეტინი – პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას – სწორედ კამისგან მიიღება. ამ მცენარის გამოყენება მართავს თავის ტვინსა და გულის კუნთში სისხლძარღვების ფუნქციონირებას. აუცილებელია მისი მოხმარება სასუნთქი გზების დაავადების, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. მუცლის დაავადების, განსაკუთრებით, წყლულის დროს, რეკომენდებულია კამის ნახარშების მიღება.

კამის ზეთი ინიშნება ბრონქიტის, პნევმონიის დროს, რამდენდაც იგი ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან სისველის ამოყვანას.

შეუცვლელია კამა მეძუძური დედებისთვისაც, როგორც რძემდენი საშუალება. ამ დროს ამზადებენ კამის ნახარშს და იღებენ დღეში ორჯერ.

კონიუქტივიტის დროს, რეკომენდებულია თვალების გამორეცხვა კამის ნაყენით. თვალების დაძაბულობა და დაღლილობა კამის კომპრესების გამოყენებით მოიხსნება.

კამის ზეთით დაბანა ატენიანებს და ადუნებს კანს. კოსმეტოლოგიაში კამის ზეთს უმატებენ სხვადასხვა კრემს, ლოსიონებს, რომლებიც კანის სიმშრალის სამკურნალოდ გამოიყენება.

კამის მოხმარების უკუჩვენებები:

  • ჰიპოტენზია – კამა ამცირებს წნევას, ამიტომ, ჰიპოტენზიის დროს, შეუძლია გულისრევის, ღებინებისა და თავბრუსხვევის გამოწვევა.
  • ფეხმძიმობა – კამას შეუძლია კუნთების შეკუმშვისა და საშვილოსნოს აქტივობის გაზრდის გამოწვევა.

უბრალოდ შეზღუდეთ კამის მოხმარება ამ ორ მდგომარეობაში, მასზე უარი სრულად არ თქვათ.