Connect with us

ჯანმრთელობა

კაკლის უღელის ნაყენი – ჯანსაღი ცხოვრების და წარმატების გარანტია

კაკლის უღლის ნაყენი ეფექტურია ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, რადიკულიტი, სახსრების ტკივილი, კუჭის აშლილობა, ყაბზობა, დაქვეითებული მეხსიერება, თავის ტკივილი, უძილობა, ნერვული აშლილობა, საშვილოსნოს ფიბრომა და მასტოპათია.

ნაყენის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. 2 ს/კ ნიგვზის უღელი მუქი ფერის მინის ჭურჭელში მოათავსეთ, სრულ დაფარვამდე არაყი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ.

5-6 წვეთი ნაყენი 2 ს/კ წყალში გახსენით და ყოველდღიურად მიიღეთ. დროთა განმავლობაში წვეთების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 3 თვემდე.

უძილობის და ნერვული მდგომარეობის დროს წყლიანი ხსნარი 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

სახსრების ტკივილის და რადიკულიტის დროს რეკომენდებულია გარეგნულად გამოიყენოთ და ნაყენი მტკივნეულ ადგილას შეიზილოთ.

კაკლის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ უღელიც, ნაჭუჭიც, ფოთლებიც სამკურნალო თვისებებს ფლობენ.

გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.