Connect with us

თავის მოვლა

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

დედაჩემის ბიძაშვილს შუა საუკუნეებში ნამდვილად ჯადოქრად ჩათვლიდნენ! არა, ღამით ტყეში არ ჯადოქრობს და წამლებს არ ამზადებს. უბრალოდ კაკაოს ნიღაბი შეიძლება ჯადოსნურ წამლად მივიჩნიოთ. საქმე იმაშია, რომ დეიდაჩემი მის ასაკში წარმოუდგენლად ახალგაზრდად გამოიყურება.

რა თქმა უნდა, არაერთხელ დავინტერესდი, თუ რაში მდგომარეობას მისი საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ დეიდაჩემი მარტივი ინგრედიენტების გამოყენებით შინაურულ სახის ნიღაბს აკეთებს. ასეთ ბოტოქსის ეფექტს საუკეთესო კოსმეტოლოგთანაც ვერ მიიღებთ. Alltime-ს რედაქცია გიზიარებთ შინაურულ კაკაოს ნიღაბს სახისთვის, რომელიც ნაოჭებს აქრობს.

შინაურული კაკაოს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი
  • 5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
  • 1 ს/კ წყალი
  • 2 ჩ/კ კარაქი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება და გამოყენება

  1. როზმარინის ეთერზეთი კარაქს აურიეთ.
  2. კვერცხის გული დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. თბილი წყალი დაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. საშუალება სველ სახის კანზე, ასევე ყელსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით. 20-40 წუთით გაიჩერეთ.
  6. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანს გაშრობა აცადეთ.

კაკაოს ფხვნილში შემავალი მაგნიუმი კუნთების მოდუნებას ხელს უწყობს. კოფეინი შეშუპებას უმკლავდება და სახის და ყელის კანს ჭიმავს. როზმარინის ეთერზეთი მკვებავ ნივთიერებებს კანში, პირდაპირ კუნთებში შეღწევის საშუალებას აძლევს. ამასთან კოლაგენის დაშლას ხელს უშლის.

ეფექტის დასანახად 14 დღიანი კურსი ჩაიტარეთ. უდავოდ, ეფექტს უკვე პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, კაკაოს ნიღაბი სახისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ გამოიყენეთ.

თუ შინაურული ნიღბის რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია გაქვთ, ჩაანაცვლეთ. მაგალითად, როზმარინის ნაცვლად შეგიძლიათ რეჰანის ან ევკალიპტის ეთერზეთი გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ზეთის სუნი მოგწონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოდუნება გაგიჭირდებათ. საშუალება ცივ ადგილას 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.