Connect with us

ჯანმრთელობა

კაკალი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის

ზამთარში ჯანმრთელი და ნატურალური პროდუქტების არჩევანი დიდი არ არის, ორგანიზმს კი ყველაზე მეტად ასეთ დროს ესაჭიროება მხარდაჭერა, ასეთ შემთხვევაში კაკალი დაგეხმარებათ! კაკლის სარგებლიანობის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ. მკურნალობის მიზნით მას როგორც მწიფე ასევე მწვანე სახითაც იღებენ, იყნებენ მის ფოთლებს და ფესვებსაც კი.

კაკალი ორგანიზმის გამაგრებისთვის

მწიფე კაკლის გულები რეკომენდებულია გულ – სისხლძარღვთა დაავადებების, ანემიის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ის სასარგებლოა ორსულთა და ძუძუთი მკვებავთათვის. კაკლის უღელს სპირტიანი ნაყენის დასამზადებლად იყენებენ, რომლითაც შემდეგ კუჭის პრობლემებს, ჰიპერტონიას და ათეროსკლეროზს მკურნალობენ.

50 – 100 გრამი კაკალი დღეში – უბრალო და გემრიელი გამაჯანსაღებელი საშუალებაა. 2 წელზე უფროს ბავშვებს დღეში მაქსიმუმ 1-2 ცალ კაკალს აძლევენ.

კაკალი თაფლით და ალოეთი – იმუნიტეტის გასამაგრებლად

აიღეთ 500 გრამი დაქუცმაცებული კაკლის გული, 300 გრამი თაფლი, 10 მილიგრამი ალოეს წვენი, 4 ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები. მიიღეთ 3-4 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უფროსებმა – 1-2 სუფრის კოვზი, ბავშვებმა – 1-2 ჩაის კოვზი. რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის ქონის შემთხვევაში არ მიიღოთ ეს საშუალება.

კაკალი ჩირით გაციების პროფილაქტიკისთვის

აიღეთ კაკლის გული, გარგარის ჩირი და ქიშმიში თანაბარი რაოდენობით, გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 თვის განმავლობაში ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს) 2-2 სუფრის კოვზი.

ნარევი გულის კუნთის გამაგრებისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის

სამ წილ დაქუცმაცებულ კაკლის გულზე აიღეთ ორი წილი დაქუცმაცებული ქიშმიში (წიბწების გარეშე) და გახეხილი ყველი. აურიეთ ინგრედიენტები. მიიღეთ 3-4 კვირის განმავლობაში 3-ჯერ დღეში საკვების მიღებებს შორის – 1-2 სუფრის კოვზი.

საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება მწვანე კაკლისა და თაფლისგან

აიღეთ 4 ცალი მწვანე კაკალი, გარეცხეთ, გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, აურიეთ მიღებული მასა 0.5 კგ. თაფლთან. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 სუფრის კოვზი ჩაისთან ერთად (შაქრის ნაცვლად).

ნუ გამოიყენებთ კაკალს სისხლის შედედები მაღალი მაჩვენებლის ან ინდივიდუალური ალერგიის ქონის შემთხვევაში!