Connect with us

საკითხავი

იუველირმა ჩემს თითებს დახედა და მირჩია ბეჭედი, რომელიც მათ უფრო გრძელს და თხელს ხდის

როგორ ავარჩიოთ ბეჭედი ლამაზი ქალის ხელისთვის? არ ვუარყოფთ, რომ ყველაფრის ტარება შეიძლება, რაც ადამიანს მოეწონება. მაშინაც კი, თუ თანამედროვე მოდის ტენდენციების ჩარჩოებში არ ჯდება. დავუშვათ, სტილის მაქსიმალურად მოფიქრება გჭირდებათ. მაგალითად, გასაუბრებისთვის, მეგობრის ქორწილისთვის, სანაპიროს წვეულებისთვის და ა.შ. თითოეული შემთხვევისთვის წაუგებელი ვარიანტები არსებობს.

როგორ ავარჩიოთ ბეჭედი

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი შეხედვით ლამაზი ბეჭედი ხელზე ისეთი ლამაზი აღარაა. ან რაღაც აკლია ან ბეჭდის სტილი მფლობელს არ უხდება. ეს სერიოზული პრობლემაა. უპირველესად, უნდა გაარკვიოთ, სად აპირებთ ბეჭდის გაკეთებას? რომელი ღონისძიებისთვისაა განკუთვნილი?

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად სჯობს უნივერსალური დიზაინის მოდელი შეარჩიოთ. მაგალითად, ძვირფასი ლითონის თხელი რგოლი პატარა ქვებით. ასეთი აქსესუარი ქალის თითებს ორგანულად შეავსებს.

ახლა ფალანგის ბეჭდები ძალიან პოპულარულია. ხელზე ძალიან ნაზად და ელეგანტურად გამოიყურება. ხშირად ასეთ ბეჭედს უფრო მშვიდი სტანდარტული ფორმა აქვს, ამიტომ ოფისში, შეყვარებულთან ერთად სეირნობისას და კოლეგის იუბილეზე შეგიძლიათ გაიკეთოთ. წაუგებელი ვარიანტია, მაგრამ ყველასთვის?

თითების სხვადასხვა ფორმები

ხელი თითოეული ქალის სავიზიტო ბარათია. მას ყურადღებას ხშირად აქცევენ, ასე რომ სუფთა მანიკური აუცილებელია. საქმე თითებსა და ფრჩხილებს ეხება. ქალს ცოტათი უმართლებს, თუ ბუნებით გრძელი და თხელი თითები აქვს ან სრულიად განსხვავებული, უნიკალური თითებით დაჯილდოებულია. თუ გრძელ და თხელ თითზე ნებისმიერი ბეჭედი წარმატებულად გამოიყურება, როგორ მოვიქცეთ სხვებთან?

რეკომენდებულია, რომ სქელ თითებზე „მოგრძო“ ფორმის ბეჭედი აირჩიოთ. მაგალითად, ბეჭედი მართკუთხა, სამკუთხა ან რომბის ფორმის ქვებით. მთავარია, ძალიან მასიური აქსესუარი არ შეიძინოთ, რომელიც ხელს უფრო დაამძიმებს. გარდა ამისა, ძალიან წვრილი ბეჭედიც არ გამოგადგებათ. ვიზუალურად თითებს „ჭრის“ და მოცულობას მატებს.

ზოგიერთ ქალს ძალიან თხელი თითები აქვს. ზედმეტად თხელი. მათთვის რეკომენდებულია ფართო მოდელის ბეჭედი, რომელიც დახვეწილ ხელს ცოტა სიუხეშეს მატებს. მოდური ლითონი საინტერესოდ გამოიყურება. მაგალითად, თეთრი ოქრო ან თითბერი. ასეთ თითებს ბეჭედი ჩახლართული ჩარჩოთი და ქვის ფორმებით იდეალურად უხდება.

შესანიშნავი ვარიანტები

ზოგი გრძელი თითების და მასიური მტევნის გამო განიცდის და სულ ტყუილად. ასეთი ხელისთვის დიდი და მოცულობითი აქსესუარებია შექმნილი. ასე ხელზე ახლობელივით გამოიყურება. თხელი რგოლი და მოკლე ქვები დაივიწყეთ. ეს თქვენი ვარიანტი არაა, რადგან უბრალოდ დაიკარგება.

მოკლე თითები განაჩენი არაა. სიტუაციას შესაფერისი მანიკური და იდეალური ბეჭედი გამოასწორებს. დიდი ქვები შეარჩიეთ, მაგრამ ამობურცული არ უნდა იყოს. აი, ფორმა ნებისმიერი შეიძლება იყოს. ქვის ჩარჩოც მაქსიმალურად ჩახლართული შეიძლება იყოს.

რაც შეეხება ქალებს, რომლებიც ხელებზე ნაკლებად გამოხატულ სახსრებს უჩივიან? აქ, სამკაულების სამყაროში სრული თავისუფლებაა. სხვადასხვა ზომის ფერადი ქვები, უჩვეულო ფორმის ბეჭედი, ფართო და მოცულობითი დანამატი. ამის გარეშე აბა როგორ. ასეთი ვარიანტი იდეალურად მოგიხდებათ.

როგორ ავარჩიოთ ბეჭედი თითის ფორმის მიხედვით

როგორც ჩანს, თითის ფორმებსა და ბეჭდებში გავერკვიეთ, თუმცა რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ბეჭედი წარმოუდგენლად მოგწონთ, გირჩევთ შეიძინოთ და არ ინანოთ, რომ დახლზე დარჩა ან ვიღაც სხვას შეხვდა. მეორეც, ეს რჩევები აუცილებლად შესასრულებელი არაა. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა წესს გამონაკლისი აქვს.

და მესამე, ყველა ქალს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. ასე რომ მის ზარდახშაში სხვადასხვა ფორმის ბეჭედს მშვიდობიანად თანაარსებობა შეუძლია. ეს ნორმალურია, რადგან ექსპერიმენტები მხოლოდ უკეთეს გვხდის. აქსესუარი მოირგეთ, შეიძინეთ და სიამოვნებით ატარეთ. ცვლილებების წყალობით საკუთარი უნიკალური სტილის მოძებნას შეძლებთ.

Advertisement