Connect with us

საკითხავი

იტალიელმა დიასახლისმა მასწავლა, როგორ გავწმინდო ყველაზე ჭუჭყიანი ღუმელი ორთქლით

ყველა გამოცდილმა დიასახლისმა არ იცის, როგორ გაწმინდოს ღუმელი მარტივად. აქ გროვდება იმდენი ცხიმი და ნამწვი, რომ უბრალოდ ვნებდებით. გვეჩვენება, რომ ღუმელს ვერასდროს გავწმენდთ ისე, რომ ახალივით იბრწყინოს.

Аlltime.ge–ს რედაქცია ერთი იტალიელი ქალბატონის ხრიკს გიზიარებთ. ეს ქალი ხალისს არ კარგავს, როცა ღუმლის გაწმენდის დრო მოდის. მისი ხრიკით ჭუჭყს ძნელად მისადგომ ადგილებშიც მოაშორებთ.

როგორ გავწმინდოთ ღუმელი

ჭურჭლის რეცხვა ან დალაგება თანამედროვე ადამიანში უსიამოვნებას იწვევს. თუ თეფშებისა და ქვაბებისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არსებობს, ღუმლის გაწმენდა თავად მოგიწევთ. ეს გამოუცდელი ადამიანისთვის შეუსრულებელი ამოცანა ხდება. გასაკვირი არაა, რომ ზოგი თვითმწმენდ ღუმელს ყიდულობს (დიახ, ასეთებიც იყიდება).

საინტერესოა, რომ დღევანდელი მეთოდი ასეთ თვითმწმენდ ღუმელში აქტიურად გამოიყენება. საუბარია ორთქლის აქტიურ მუშაობაზე, რომელიც ნებისმიერ ჭუჭყს არბილებს და შლის. ეს უფრო მარტივია, ვიდრე საეჭვო, ძვირი და ჯანმრთელობის სახიფათო საწმენდი საშუალებების გამოყენება.

დაგჭირდებათ ქვაბი ან საცხობი ფორმა, ცოტა ცხელი წყალი და ძმარი. აღსანიშნავია, რომ ძმარი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. და მაინც, ძმარი ჩვენს შემთხვევაში უფრო ეფექტურია.

მოქმედების წესი:

1. წყალი აადუღეთ და ქვაბში ან საცხობ ფორმაში ჩაასხით. ცოტა ძმარი დაუმატეთ. ასე წმენდის ეფექტს გააძლიერებთ. ძმარი კირის ნადების წარმოქმნას ხელს უშლის. თუ ღუმელში ჩამჯდარი ცხიმის ფენაა, ძმრიან წყალს ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ.

2. წყლიანი ჭურჭელი 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ, კარი დახურეთ და ორთქლს 30-60 წუთი მთელი ჭუჭყის დაშლის საშუალება მიეცით.

3. ისღა დაგრჩენიათ, გაცივებული ღუმელი შიგნიდან ღრუბლით გაწმინდოთ, რომ ჭუჭყიანი ნარჩენები მოაშოროთ.

რაც უფრო ბინძურია ღუმელი, მით უფრო გაგიჭირდებათ გაწმენდა. აქ ნებისმიერი მეთოდი შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. უმჯობესია, რომ სამზარეულოს დამხმარე არ მიიყვანოთ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მის გაწმენდას ვერც ერთი მეთოდით ვეღარ შეძლებთ.

გირჩევთ, ღუმელი დროდადრო მორიგი მომზადების დასრულების შემდეგ ორთქლის პროცედურით გაწმინდოთ. ამ დროს ღუმელი ჯერ კიდევ ცხელია და ზედმეტად გაცხელება არ მოგიწევთ.

Advertisement