Connect with us

ჯანმრთელობა

იოდირებული მარილის დღიური ნორმა იოდის მისაღებად

ბავშვობიდან ორგანიზმში იოდის დეფიციტით ტყუილად არ გვაშინებდნენ. ეს ელემენტი ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ამ ორგანოს მიერ წარმოებული ჰორმონები ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფს და სარდენ–მამოძრავებელი აპარატის ფორმირებაში მონაწილეობს. რამდენი იოდირებული მარილი უნდა მიიღოთ დღეში? Alltime.ge–ს რედაქცია ექსპერტების მოსაზრებას გიზიარებთ.

იოდირებული მარილი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც საკვებიდან იოდის მიღებაში გვეხმარება. ამ პროდუქტზე ყურადღება მათ უნდა გაამახვილონ, რომლებიც საკმარის იოდს პროდუქტებიდან ვერ იღებენ.

ექსპერტის პასუხი: რამდენი იოდირებული მარილი უნდა მიიღოთ დღეში

ადამიანის ორგანიზმს ასაკის მიხედვით იოდის სხვადასხვა რაოდენობა სჭირდება. ახალშობილისთვის ნორმა 110 მკგ–ია, ბავშვებისთვის – 90-120 მკგ, ზრდასრულებისთვის – 150 მკგ. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა იოდით მდიდარ პროდუქტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. მათთვის იოდის დღიური ნორმა 220 და 290 მკგ–მდე იზრდება.

თუ ზრდასრული ადამიანისთვის იოდირებული მარილის დღიურ ნორმაზე ვსაუბრობთ, ეს დღეში 150 მკგ. ასეთი რაოდენობა 1 ჩაის კოვზი მარილია. მარილი კერძის მომზადებისას ან მზა კერძის დასამარილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

იოდის დეფიციტი ბუნებრივი გზით შეგიძლიათ შეავსოთ. რომელი პროდუქტები შეიცავს იოდს? ეს შეიძლება იყოს თევზი (თინუსი, ვირთევზა), ზღვის პროდუქტები, ზღვის წყალმცენარე, მარცვლეული, რძის და რძემჟავე პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სჯობს მკურნალ ექიმთან განიხილოთ. ნებისმიერი ელემენტის დეფიციტი ან სიჭარბე ორგანიზმისთვის სახიფათოა. გირჩევთ, ანალიზები ჩააბაროთ, ექიმს გაესაუბროთ, სანამ რაციონს შეცვლით და დანამატებს ჩართავთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

Advertisement