ჯანმრთელობა
იოგინ საადჰგურუ ხსნის ყველაზე მტკიცე ძილის საიდუმლოს
ჯანსაღი ძილი სიმხნევის, მაღალი შრომისუნარიანობისა და შესანიშნავი განწყობის საფუძველია. დღეს ჩვენ შეგახსენებთ, რამდენად მარტივია წესები იმისათვის, რომ მტკიცედ დაიძინოთ და მარტივად გაიღვიძოთ.
ძილის კარგი ხარისხი
იოგინ სადხგურუ – ესაა ადამიანი უდიდესი გამოცდილებით, რომლის სიკეთე და სიბრძნე უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა. ჩვენ გირჩევთ, მისი მარტივი რჩევები გამოიყენოთ, რათა ღამით მტკიცედ დაიძინოთ.
რეკომენდაციები ჯანსაღი ძილისა და სწრაფი გაღვიძებისთვის
1. ეცადეთ, არ მიირთვათ მძიმე საკვები ღამით. საკვების ბოლო მიღება არაუგვიანეს დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მოხდეს.
უბრალოდ დალიეთ ძილის წინ ცოტაოდენი წყალი და დაწექით დასაძინებლად ცარიელი კუჭით. ნახავთ, რომ ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
2. ძილის წინ მიიღეთ გრილი შხაპი. ასეთი შხაპი ჩამორეცხავს ყველა ნეგატიურ ემოციას. იოგინი არ გვირჩევს ცხელი შხაპის მიღებას, რადგან იგი ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს მყარ, ღრმა ძილს.
3. კარგ ძილს, ასევე, უზრუნველყოფს საღამოს არომათერაპია. ძილის წინ შეგიძლიათ არომატული ჭრაქი დაანთოთ ნებისმიერი ზეთით.
4. სადხუგრუ, ასევე, არ გვირჩევს თავით ჩრდილოეთის მხარისკენ დაწოლას. ინდოეთში ასე არავის სძინავს და ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს. ინდოელებს სწამთ, რომ სხეულის ასეთი მდგომარეობა ძილში ვერ უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას.
5. ძილის წინ, სანდხუგრუ გვირჩევს დავსხდეთ და რამდენიმე წუთით დავფიქრდეთ განვლილ დღეზე. იოგინი შეგვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრება მარადიული არაა და ყველას აქვს თავისი ვადა, რომელიც აუცილებლად ღირსეულად უნდა გაატაროს.
6. ძილის წინ ეცადეთ, განზე გადადოთ ყველაფერი, რაც თქვენში შფოთვას იწვევს. გადადეთ ტელეფონიც, მიეცით გონებას მოდუნებისა და ძილისთვის მომზადების საშუალება.
7. სასურველია, ორგანიზმს მაღვიძარას გარეშე ადგომა ასწავლოთ. იოგინი ირწმუნება, რომ ყველა ის ხმა, რომელიც გვაღვიძებს, განსაზღვრავს ჩვენი დღის და, ზოგადად, ცხოვრების მიმდინარეობას. მაღვიძარას მკვეთრი ხმები ხელს უშლის კარგ განწყობასა და შეგრძნებებს.
8. სადხგურუ გვირჩევს, გაღვიძებისას ჯერ მარჯვენა მხარეს გადავბრუნდეთ, ხოლო შემდეგ ავდგეთ საწოლიდან. ეს იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ორგანიზმი.
9. გაიღვიძეთ ღიმილით. ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გავიღვიძეთ, რადგან ადამიანთა უდიდესი რაოდენობა იძინებს და ვეღარ იღვიძებს. სადხგურუ გვირჩევს, ყოველი დილა მადლიერების ღიმილით აღვნიშნოთ.
10. ასევე, ინდოეთში იციან ხელების დაზელა და თვალებზე მსუბუქად შეხება. ეს იდეალურად აღვიძებს ორგანიზმს და ეხმარება საბოლოოდ გამოფხიზლებაში.