Connect with us

ჯანმრთელობა

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ადამიანები ინტიმურ ინფექციებზე გინეკოლოგის ან ვენეროლოგის კაბინეტის მიღმა იშვიათად საუბრობენ. არადა ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც ბევრ უსიამოვნო შედეგს იწვევს.

მოშვებული ანთებაც კი ცხოვრების ხარისხზე სერიოზულ გავლენას ახდენს და შეიძლება მცირე მენჯის ორგანოებიში ადჰეზია გამოიწვიოს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორც სახელიდან გამომდინარეობს, ინტიმური კონტაქტით ვრცელდება. არ იფიქროთ, რომ სექსი ინფიცირების ერთადერთი საშუალებაა. დაინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი ინფიცირებული სითხის საშუალებით, ეს კი არა მხოლოდ სპერმა ან ვაგინალური საცხი, არამედ სხვა ლორწოვანი გარსების სეკრეციაა, მათ შორის ნერწყვი.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო სექსის პრაქტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ მაშინაც კი, თუ სექსუალურად აქტიური არ ხართ. ჩვენ ინტიმური ინფქციების შესახებ 7 უხერხული კითხვა შევაგროვეთ და ექიმებისგან პასუხი მივიღეთ.

1. რა განსხვავებაა სგგი, სგგდ და ვენერიულ დაავადებებს შორის?

არანაირი სხვაობა არაა. ყველა ეს გაგება ერთი და იმავე დაავადებას აღწერს. „ვენერიულს“ წარსულში ეძახდნენ (ქალღმერთი „ვენერას“ საპატივცემულოდ), რამაც შესაბამის სამედიცინო სპეციალიზაციას სახელი მისცა.

ტერმინი სგგდ  იშიფრება, როგორც სქესობრივი გზით გადაცემული დაავადებები. ახლა ხშირად იყენებენ სგგი ტერმინს, სადაც „დაავადება“ სიტყვა „ინფექციით“ ჩაანაცვლეს.

ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ინტიმურ ინფექციებს სტიგმა გააქრონ. ტერმინი „დაავადება“ შეიძლება რაღაც უსასრულო და განუკურნებელს ნიშნავდეს (თითქსოდა, ცდაც არ ღირს), ხოლო ინფექცია სათანადო თერაპიიით თითქმის ყოველთვის განკურნებადია.

2. რომელი ინტიმული ინფექციებია გავრცელებული ყველაზე მეტად?

ბაქტერიების, ვირუსების და პარაზიტების 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომლებიც სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება. თუმცა, ყველაზე მეტად გავრცელებულია 8 ინფექცია:

  • სიფილისი
  • გონორეა
  • ქლამიდიოზი
  • ტრიქომონიაზი
  • ჰეპატიტი B
  • ჰერპესი
  • აივ/შიდსი
  • პაპილომა ვირუსი

ზოგიერთ მათგანზე დეტალურად გიამბობთ:

ქლამიდიოზი

წარმოუდგენლად გავრცელებული ინფექციაა, რომელიც საწყის სტადიაზე მარტივად შეიძლება განიკურნოს, მაგრამ მიშვებულ მდგომარეობაში შეიძლება სერიოზული რეპროდუქციული პრობლემები გამოიწვიოს. როგორც ბევრი სგგ ინფექცია, ქლამიდიოზი შეიძლება მშობიარობის დროს დედიდან ბავშვს გადაეცეს.

ინფექციის დასადგენაც საშოდან საცხის და შარდის ანალიზი უნდა აიღოთ. დანიშნული მკურნალობა უნდა გაიაროთ.

გთხოვთ, მედიკამენტების მიღება არ შეწყვიტოთ, თუ სიმპტომები გაგიქრათ. მთელი კურსის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ ინფექცია დაამარცხოთ და ის ფარულ ფორმაში არ გადაიყვანოთ. მკურნალობა როგორც თქვენ, ასევე თქვენმა პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს.

გონორეა

კიდევ ერთი ხშირი ინფექცია. როგორც ქლამიდიოზის შემთხვევაში, გონორეა ნაადრევ სტადიაზე მკურნალობას კარგად ექვემდებარება. ნახევრად ნამკურნალევი გონორეა ქალებში ჩასახვის პრობლემებს (მენჯის ღრუს ორგანოებში ანთებითი პროცესების გამო), კაცებში სათესლე არხების და ჯირკვლების ანთებას იწვევს.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაბინძურება და ცხოვრებისთვის სახიფათო გახდეს.

ინფექციის ამოცნობა რთულია, რადგან ხშირად სიმპტომები არ აქვს. ხოლო მისი მსუბუქი მიმდინარეობა ცისტიტს ჰგავს. სწორედ ამიტომ, გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება აუცილებელია. მნიშვნელოვანია: თუ მკურნალობის დაწყების შემდეგ სიმპტომები არ ქრება, ექიმს პრეპარატის შესაცვლელად მიმართეთ. ზოგიერთი გონორეა გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეა.

პაპილომა ვირუსი

ითვლება, რომ ეს ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელიც დიდხანს შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან იმუნური სისტემა წარმატებით ბლოკავს. ხშირად ინფექცია დამოუკიდებლად ქრება. თუმცა, თუ ასე არ ხდება, შეიძლება სასქესო ორგანოების მეჭეჭები გაჩნდეს.

ექიმებს განსაკუთრებით აშფოთებთ რომ, პაპილომა ვირუსსა და საშოს, პენისის ან ანუსის სიმსივნეებს შორის კავშირი დადასტურებულია. ზოგჯერ ვირუსი ყელის კიბოს იწვევს. სახიფათო შედეგების რისკის შესამცირებლად ექიმები გირჩევენ პაპილომა ვირუსზე ვაქცინა ბიჭებს და გოგოებს 11-12 წლის ასაკში გაუკეთოთ. ვაქცინის გაკეთება 26 წლამდე შეიძლება.

ქალებმა გამოკვლევა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ და საცხი ჩააბარონ, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე დროულად აღმოაჩინონ. უსაფრთხო სექსის პრაქტიკა მნიშვნელოვანია.

ბოქვენის ტილები

ეს პატარა მწერებია, რომლებიც შეიძლება სასქესო ორგანოს მიმდებარედ ან ბოქვენის თმაზე ცხოვრობდეს. როგორც სხვა სგგ ინფექციის შემთხვევაში ბოქვენის ტილის გადაცემა სქესობრივი აქტის დროს ხდება. ზოგჯერ სხვა თმაზე გადადის, მათ შორის წვერზე, იღლიების ქვეშ, წარბებზე ან მკერდზე.

3. ჰერპესი ნამდვილად სგგ ინფექციაა? ტუჩებზე „სურდო“ ბავშვებსაც აქვთ!

ტუჩებზე „სურდო“ პრაქტიკულად ჩნდება იმ ვირუსის გამო, რომელიც ასევე გენიტალურ ჰერპესს იწვევს. შეიძლება ადამიანიდან ადამიანს არა მხოლოდ სექსუალური კონტაქტით გადაედოს. ბევრი ადამიანი ორალური ჰერპესით (იგივე „სურდო“) ჯერ კიდევ ბავშვობაში ნერწყვთან კონტაქტით ინფიცირდება.

გენიტალური ჰერპესი სგგ ინფექცია, 1–ლი და მე–2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსია. ის ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით.

ჰერპესით საბოლოოდ განკურნება არ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმს არ უნდა მიმართოთ საშოს ან სწორი ნაწლავის ირგვლივ წყლულების გაჩენის დროს. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს და სხვა სიმპტომები გამოიწვიოს, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა და წელის ტკივილი. თერაპიით შესაძლებელია ჰერპესის გაკონტროლება და აფეთქების თავიდან აცილება.

გენიტალური ჰერპესის აღმოჩენისას ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ ორსულად ხართ ან ჩასახვას გეგმავთ.

ჰერპესი მაქვს. ამის შესახებ პარტნიორს უნდა ვუთხრა?

დიახ, ასე უნდა მოიქცეთ. სექსუალური ჯანმრთელობის სპეციალისტები საუბრის ასეთ სცენარს გთავაზობენ: „სანამ წინ წავალთ, მოდი ვილაპარაკოთ. ჰერპესი მაქვს. მისი გადაცემის რისკი მაღალი არაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრეზერვატივს გამოვიყენებთ, მაგრამ მინდა, რომ ამის შესახებ იცოდე“.

შესაძლოა, ჰერპესი თქვენს პარტნიორსაც ჰქონდეს, რამდენიმე კითხვის დახმა და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება – ეს ნორმალურია. მაშინაც კი, თუ ორივეს ორგანიზმში ჰერპესი გაქვთ, მაინც გირჩევთ პრეზერვატივი გამოიყენოთ, რომ შემთხვევით ვირუსის შტამები არ გაცვალოთ.

გაფრთხილებთ: პრეზერვატივს ჰერპესიდან თქვენი სრულყოფილად დაცვა არ შეუძლია. წყლულელები შეიძლება იქ გაჩნდეს, რომელიც პრეზერვატივით დაფარული არაა. თუ ასეა, სჯობს ჰერპესის ჩაცხრომას დაელოდოთ.

4. დაინფიცირების შემდეგ რამდენად სწრაფად ვლინდება სგგი–ს სიმპტომები?

კონკრეტული ინფექციიდან გამომდინარე სიმპტომები შეიძლება რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვეში ან წელში გამოვლინდეს.

ზოგიერთი სგგი უსიმპტომია, ამიტომ ანალიზების ჩაბარება მნიშვნელოვანია.

5. რომელია სქესობრივი ინფექციების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?

სგგი–ს სიმპტომები სქესის და ინფექციის ტიპის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ გთავაზობთ ყველაზე ხშირ ნიშნებს:

  • მტკივნეული შარდვა
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • წვა
  • ქავილი ან გაღიზიანება სქესობრივი ორგანოების ირგვლივ
  • გამონაყარი
  • წყლულები

ქალებმა ვაგინალურ გამონადენს და მენსტრუაციულ სისხლდენას ყურადღება უნდა მიაქციონ. კაცებმა საკვერცხეების მდგომარეობას და პენისიდან გამონადენს ყურადღება უნდა მიაქციონ. საკუთარ ინტუიციას ყოველთვის ენდეთ და სხეულს მოუსმინეთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვაში სასირცხვილო არაფერია. პირიქით, ეს თქვენს პასუხისმგებლობასა და გონიერებაზე ლაპარაკობს.

6. “იქ“ ყველაფერი მექავება. გამოდის ინტიმური ინფექცია მაქვს?

აუცილებელი არაა. ქავილი შეიძლება სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა გამოიწვიოს, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოთ. უსიამოვნო ქავილს ბევრი სხვა მიზეზი აქვს, მაგალითად, კანდიდოზი (ცნობილი, როგორც რძიანა).

შესაძლოა, ინტიმური ჰიგიენისთვის ახალი საპონი იყიდეთ? ზოგჯერ ქავილს და გაღიზიანებას კრემების და ლოსიონების ქიმიური შემადგენლობა, სარეცხი ფხვნილი, საპონი და არომატული ტუალეტის ქაღალდი იწვევს.

ხშირად სანერვიულო არაფერია, მაგრამ ქავილის დროს ექიმს უნდა მიმართოთ და ყოველი შემთხვევისთვის ანალიზები ჩააბაროთ.

7. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვიღებ, პრეზერვატივის გამოყენება მჭირდება?

ჰორმონალური კონტრაცეპტივები სგგ ინფექციებისგან ვერ დაგიცავთ. უდაოდ, ძალიან ეფექტური იქნება ჩასახვის საწინააღმდეგოდ, აკნეს შესამცირებლად და მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად.

სექსი მაქსიმალურად უსაფრთხო რომ იყოს, პრეზერვატივი უნდა გამოიყენოთ.

ინტიმური ინფექციები შეიძლება ორალური სექსით გადაეცეს, ამიტომ პრეზერვატივები და სპეციალური ლატექსის სალფეთქები გამოიყენეთ.

რაც შეეხება ერთგულებას?

ამაზე საუბარი არ გვსურს, მაგრამ არსებობს მცირე შანსი, რომ პარტნიორი თქვენთან ბოლომდე გულწრფელი არაა.

მაშინაც კი, თუ საქმე სხვასთან სექსს ეხება, კაცებში სქესობრივი ინფექციები უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თქვენ შეიძლება წინა ურთიერთობების „მემკვიდრეობა“ მიიღოთ.

ინტიმური ინფექციებით დაინფიცირება ქვეყნის დასასრული არაა, მაგრამ ამაში სასიამოვნო არაფერია. თუ თქვენ რისკის შემცირება შეგიძლიათ, ასეც უნდა მოიქცეთ.