Connect with us

ჰოროსკოპი

ინდოელი განდეგილი 2023 წლის შემდეგ საშინელ მომავალს წინასწარმეტყველებს

ბოლო დროს ინდოელი წინასწარმეტყველების პროგნოზები პოპულარობის პიკზეა. ინტერნეტ სივრცეში გვხვდება სულ უფრო მეტი სახელი, რომელთა შესახებ აქამდე არავის სმენია. მაინც, ყოველთვის საინტერესოა გავიგოთ, რა გველოდება მომავალში. იქნებ, რომელიმე ბრძენის პროგნოზი გამართლდეს?

ინდოელი წმინდანების წინასწარმეტყველებები

პრაჰლად ჯანი ცნობილი ინდოელი იოგინი და განდეგილია, რომელიც თითქოს არსაიდან გამოჩნდა. შორეულ 1929 წელს დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი გამოქვაბულში გაატარა. მასთან დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ასობით მომლოცველი მიდიოდა.

ინდოელი აცხადებდა, რომ 8 წლის ასაკში ჭამა და დალევა შეწყვიტა. ამის ნაცვლად მზის ენერგიით იკვებებოდა. ბევრს სურდა, მისი გამოცდილების გამეორება, მაგრამ კარგი არაფრით დასრულებულა. ზოგს მისი სიტყვების არ სჯეროდა. უფრო მეტიც, არის ინფორმაცია, რომ ჯანი რამდენჯერმე მოათავსეს სხვადასხვა კლინიკაში ექიმების და სხვადასხვა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

მათ სურდათ, კვლევის შედეგები უნივერსალური ჯარისკაცების მომზადებისთვის გამოეყენებინათ. წარმოიდგინეთ მხოლოდ! მართალია, ვიკიპედიაში დაწერილის სიზუსტის გადამოწმება რთულია. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იოგინზე ჩატარებული ცდები ეჭვქვეშ დააყენეს. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი თვლის, რომ პრაჰლადა ჩვეულებრივი თაღლითია.

ცნობილი ინდოელი

მისი სახელი გავრცელდა, როცა მისი მეთვალყურე ერთ–ერთი ექიმის მომავალი იწინასწარმეტყველა. სწორედ მაშინ, ბრძენთან გამოქვაბულში პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველებმა სიარული დაიწყეს.

ჭამა შეწყვიტა, როცა მშობლები დაკარგა. ბიჭს წასასვლელი არსად ჰქონდა და უკეთესი ცხოვრებისთვის ჯუნგლებში წავიდა. გზაზე ზღაპრული სინათლე დაინახა. როგორც იოგინი ახსენებს, მასთან ქალღმერთი ჩამოვიდა. ბიჭზე ზეციდან განათება ჩამოუშვა.

ამის შემდეგ დალევა და ჭამა შეწყვიტა. შეიძლება ითქვას, რომ რჩეული გახდა. ბევრი ცდილობდა მიბაძვას, მაგრამ ვერ შეძლეს. პირველ რიგში, ამისთვის ხომ სულიერი გაწმენდაა საჭირო.

რა იწინასწარმეტყველა პრაჰლადმა გარდაცვალებამდე? ამბობდა, რომ მისი სული მზეს შეუერთდება. მას მილიონობით ადამიანი მიჰყვება. იოგინი დედამიწაზე აღარ განსხეულდება. სამყაროში მოხდება რაღაც, რის გამოც შემოქმედმა გადაწყვიტა ინდოელი გადაერჩინა, მისი სული რამდენიმე წლით ადრე წაეყვანა.

რაზე გვაფრთხილებდა პრაჰლად ჯანი

რუსული იუთუბ არხების პროპაგანდისტებმა უკვე შეძლეს ინდოელი განდეგილის წინასწარმეტყველებების ჩასმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ პრაჰლადმა სრულმასშტაბიან შემოჭრაზე იცოდა. მისი თქმით, ეს დაპირისპირება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ბირთვულ ომზე მიანიშნებს. იოგინი ხედავდა, რომ მილიონობით ადამიანი რაღაც დაავადების წინაშე პირისპირ აღმოჩნდებოდა. დედამიწაზე ყველაზე ღირებული რესურსი წყალი გახდება. შეიცვლება ტემპერატურის რეჟიმი, ძალიან ჩამოცხება და ხალხი ერთი ადგილიდან მეორეზე ფეხით იხეტიალებს.

ჯანი ამბობდა, რომ ხედავს რაღაც დიდ ძალას, რომელიც მიწის წიაღში იმალება. მას მსოფლიოს მასშტაბური გარდაქმნის მომენტებში გაღვიძება შეუძლია. იოგინის თქმით, 21-ე საუკუნეში ეს ისევ მოხდება. მიზეზი მთელი ცივილიზაციის გაქრობა შეიძლება იყოს.

ახლა უკვე შეუძლებელია შევამოწმოთ, ამბობდა თუ არა პრაჰლად ჯანი მსგავს რამეს. თან მისი ცხოვრება იდუმალებით მოცულია და ბევრი სკეპტიკურად განწყობილია.

Advertisement