Connect with us

სხვა

იმედის მწვანე აღმონაცენები: როგორ ცოცხლდება ავსტრალიაში პირველი ყვავილები და ბუჩქები

ავსტრალიის გასაოცარი ფოტოები გვიჩვენებს, თუ როგორ იღვიძებს ბუნება გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ.

ღია მწვანე და ვარდისფერმა აღმონაცენებმა ახალი სამხრეთ უელსის გაშავებულ ნიადაგზე თავის გზა იპოვეს. ხანძარი ჯერ კიდევ ჩამცხრალა, ხოლო მცენარეები უკვე აღდგნენ!

ეს დიდ იმედს გვაძლევს ამ მძიმე დღეებში, როცა ქვეყანა ტყის ხანძრის მძიმე შედეგებთან გამკლავებას აგრძელებს.

ფოტოები ადგილობრივმა ფოტოგრაფმა მერი ვორვინდმა გადაიღო.

„ბუნების მიერ წაღებული ყველა დანაკარგის მიუხედავად, ახალი სიცოცხლის იმედი არსებობს“ – წერს ვორვინდი.

ის ამბობს, რომ ახალ ამბებში „შავი და პირქუში“ სიახლეებით დაიღალა და რაღაც კარგის მოძებნა გადაწყვიტა.

„მინდოდა იმის ჩვენება, რომ ბუნება ამბობს: ყველაფერი კარგად იქნება, დაფერფლილ ზედაპირზე დგომა და ასეთი გამოცოცხლების დანახვა ძალიან უცნაური იყო. ეს დიდ იმედს იძლევა“ – ამბობს ის.

პორტ-მაკუარში, კოალების საავადმყოფომაც ახალი სამხრეთ უელსის გამოცოცხლებული ტყის სურათები გამოაქვეყნა.

ნოემბრის დასაწყისში კატასტროფული ხანძრით ეს შტატი პირველი დაზარალდა.

როგორც ჩანს, ადგილობრივი ტყე ნელ-ნელა უკვე ცოცხლდება.

და მაინც, იმედი ბოლოს კვდება!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.