Connect with us

ჰოროსკოპი

ივნისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

გსურთ, გაიგოთ, რა გელით პირად ცხოვრებაში ზაფხულის პირველ თვეს? Alltime.ge–ს რედაქცია ტაროლოგ, მორე ტეტისის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ.

ვერძი

ივნისი შეიძლება თქვენთვის სასიყვარულო ფრონტზე გამარჯვების თვედ იქცეს. კეკლუცობით, მაცდურობით და შეუპოვრობით შეიძლება ყველაზე მტკიცე ბასტიონიც აიღოთ. თუ სასიყვარულო კავშირებით დაბმული ხართ, თქვენი სექსუალურობა ფრთხილად გამოიყენეთ – თავგადასავლები შეუმჩნეველი არ დარჩება და ეჭვიანობის სცენები შეიძლება ადვილად გამოიწვიოთ. ითამაშეთ, მაგრამ ცეცხლს ნუ ეთამაშებით.

კურო

ივნისში სასიყვარულო ფრონტზე სიჩუმე დაისადგურებს. მოკლედ, თუ ურთიერთობაში ხართ „მშვიდი ჰავანა“ მხოლოდ გაწყობთ – ყველა გაუგებრობას მშვიდად მოაგვარებთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგებას მიაღწევთ და ერთობლივი ძალებით ოჯახურ ბუდეს მოაწყობთ. თუ თქვენი გული თავისუფალია, სამსახურში თამამად გადაეშვით – დიდი ალბათობით, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი თქვენს ზღურბლთან არ გამოჩნდება.

ტყუპები

ზაფხულის თვის მიუხედავად ურთიერთობა შეიძლება გაცივდეს, ხოლო ახალი რომანტიკული ნაცნობობა ღრმა გრძნობებს და მენდელსონის მარშს არ გთავაზობთ. შესაძლოა, სჯობს საკუთარ თავს მიხედოთ: აქტიური ცხოვრების წესი, მზე, ჰაერი, წყალი და ვიტამინების კოქტეილი სასიყვარულო გამარჯვებისთვის ივნისის ბოლოსკენ მოხდენილი ფორმების მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ივნისში ნდობა და ოჯახი თქვენთვის აქტუალური თემაა. თუ ურთიერთობაში ხართ, საყვარელ ადამიანს დრო დაუთმეთ. ასე ემოციურ დისტანციას აღმოფხვრით და ოჯახს გადაარჩენთ. თუ მარტოხელა ხართ, აქტიური ძიების ფაზაში გადასვლა არ იჩქაროთ, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში: ასე შეიძლება „რძეზე დაიწვათ“ და შემდეგ „წყალზე ბერვა“ დიდხანს მოგიწევთ.

ლომი

ივნისში მოჭარბებული ენერგიით აივსებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სასიყვარულო საქმეებში ზედმეტი შეტევა ან ღია თავდასხმა პრობლემებს არა მხოლოდ არ აგვარებს, არამედ ამწვავებს. დროა ნაზი, ფუმფულა და მართული გახდეთ. თქვენი მბრძანებლური ქცევის სტილი საოფისე ომისთვის შემოინახეთ, ხოლო საყვარელ ადამიანთან კომპრომისის ხელოვნება ისწავლეთ. რა თქმა უნდა, თუ გსურთ, ზაფხულის პირველი თვე ამაყ მარტოობაში არ გაატაროთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში რუტინა და მონოტონური ქაოსი გელით. სავარაუდოდ, ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ, რომ სიყვარულის ნავი ნაცრისფერ ყოველდღიურობაში საბოლოოდ არ ჩაიძიროს. პიროვნებათშორის ბრძოლას და რევოლუციას თავი აარიდეთ. თუ თავისუფალი ხართ, კარგად გაერთეთ – სასიყვარულო თავგადასავლები ნიშნობით არ დასრულდება, მაგრამ თქვენს ცხოვრებას შთაგონებას შემატებს.

სასწორი

ზაფხულის დასაწყისი პირად ცხოვრებაში სასარგებლო ტალღას შემოიტანს – საყვარელი ადამიანი თქვენს ტალღას ადვილად მოერგება, ხოლო რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება თაფლობის თვედ გადაიქცეს. თუ, რა თქმა უნდა, როგორც ნამდვილი სასწორი ყველაფერს თქვენი ცვალებადობით და ნაცრისფერი მელანქოლიური ტონის მიმართ სიყვარულით არ გააფუჭებთ.

მორიელი

ივნისში სასიყვარულო ფრონტზე ძალიან ცვალებადი ამინდია და ეს თავდაჯერებულობას ვერ შეგმატებთ. გარშემომყოფებს თავი არ მოაბეზროთ და გონების დამხშობ სიყვარულის ხმას ბრმად არ მიჰყვეთ. თავგადასავლებს ადვილად იპოვით, ბედნიერება და სიყვარული ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლებლობის მიხედვით სულიერ პრაქტიკას დრო დაუთმეთ და თქვენი გული ძველი წყენისგან გაათავისუფლეთ.

მშვილდოსანი

ივნისში ცდუნება გაიზრდება, რომ მაშველის როლი მოირგოთ, ფრთხილად იყავით! გახსოვთ, სად მიყავხართ კეთილი ზრახვებით შექმნილ გზას? პირდაპირ ჯოჯოხეთში! ვინმეს ყურადღების მიქცევის ან საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის მცდელობით, პირადი საზღვრები შეიძლება დაარღვიოთ, სულში ჩაძვრეთ, მაგრამ ისე მოიქცეთ, როგორც სპილო ჭურჭლების დახლში. ივნისში თქვენი ცეცხლოვანი ვნება მოთოკეთ და სასიყვარულო ავანტიურა თვის ბოლომდე გადადეთ.

თხის რქა

ივნისში ერთი შეხედვით დროში გამოცდილ ურთიერთობაში ნამდვილ რევოლუციას ელოდეთ. თუ სიყვარულის ნავის შენარჩუნება გსურთ, მაშინ საყვარელი ადამიანისთვის სიყვარულის გაცემა ისწავლეთ. მარტო მხოლოდ პრობლემებს იპოვით. თუ თავისუფალი ხართ, „მიმზიდველობის შუქურა“ თამამად ჩართეთ და ვაბანკზე წადით.

მერწყული

ივნისში საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ფრთები გადაგიჭრათ ან „ოქროს გალიაში“ ჩაგკეტოთ. იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში ოჯახზე ორიენტირებული ხართ, თქვენი თავისუფლების ასეთი თავხედური ხელყოფა ნამდვილ ქარიშხალს გამოიწვევს. თუ მარტოხელა ხართ, დამოუკიდებლობასთან დამშვიდობება არ იჩქაროთ და მძიმე კავშირები დროულად გაწყვიტეთ. ივნისი „თოკით გამობმულ“ ურთიერთობას გამორიცხავს.

თევზები

ამ ზაფხულში ვნების ცხელების გადატანას ნუ ელით: უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიყვარულში სიგრილე და უკმაყოფილების ციკლონი – საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანის, გარშემომყოფების, სამყაროს მიმართ. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ახალი კავშირები არ დაიწყოთ – ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კავალერი კი საიმედო არ აღმოჩნდება. მოგვიანებით, ჭრილობების შეხორცება და სამყაროზე ნდობის სწავლა დიდხანს მოგიწევთ.