Connect with us

ჰოროსკოპი

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თამარ გლობასგან. რა გველოდება ზაფხულის ოქროს შუალედში

ბოლო დროს განწყობა საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ახალი თვე ყოველთვის იძლევა იმედს, რომ მალე რაღაც კარგი მოხდება. თამარ გლობას ივლისის ჰოროსკოპი ამას ადასტურებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს ზაფხულის ოქროს შუალედში.

ივლისის ჰოროსკოპი თამარ გლობასგან

ვერძს სერიოზული ცვლილებები ელის. ასტროლოგი გირჩევთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ. მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. ამავდროულად, ახალი საქმისადმი ინტერესი გამოჩნდება. შემოქმედების და შექმნის სურვილი გაიღვიძებს. საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებით. ამით მომდევნო 2 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენთ.

კუროს ახლობლებთან დროის გატარება ელოდება. ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება სწავლისთვის, თან როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ. ივლისი იდეალური თვეა სპორტისთვის და აქტიურ ხალხთან ერთად დასასვენებლად. ძველი საქმე არ დაივიწყოთ. სწორედ ის შემოსავლის მოტანას გააგრძელებს.

ტყუპებისთვის რთული პერიოდი დგება. ფინანსების და ხარჯის გარშემო ბევრი საზრუნავია. ნაცნობებს თქვენი დაბნევის უფლება არ მისცეთ. მკაფიოდ დასახულ გზაზე იარეთ და სასურველ შედეგს მიიღებთ. თვის ბოლო ახალი გეგმისთვის შთაგონებას იპოვით. იქ, სადაც გეგმაა, შესაძლებლობებიც არის!

ივლისი კირჩხიბის თვეა. გასაკვირი არაა, რომ წარმატება ყველა საქმეში თქვენს მხარეს იქნება. მთავარ ყურადღებას ფულზე გაამახვილებთ. შემოსავლის გაზრდას შეძლებთ. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, თუმცა ყველა მათგანი თქვენთვის სასარგებლო არ იქნება. შუა ზაფხულში კარიერული ცვლილებები გელით.

ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის, ქალწულისთვის, სასწორისა და მორიელისთვის

ლომი ყველა მიმართულებით გააქტიურდება. ახალ პროექტებს მოამზადებს და ყურადღების ცენტრში იქნება. ეს თვე არა მხოლოდ დიდ წარმატებას, არამედ იმედგაცრუებას მოგიტანთ. სცადეთ, რომ ცივი გონება შეინარჩუნოთ და სულით არ დაეცეთ. გარდა ამისა, დადგება მომენტი, როცა ყველა პირადი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ.

ქალწულს ცვლილებები და მეამბოხეობა იზიდავს. ამან პირად ცხოვრებაში ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს. გლობა გირჩევთ, ახლობლებთან კავშირი შეინარჩუნოთ, რომ შემდეგ არ ინანოთ. ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული შეიძლება დაკარგოთ. სხვა მხრივ, ივლისი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია.

სასწორს ივლისში მეგობრული შეხვედრები და ოჯახთან საღამოების გატარება ელოდება. არც ერთი შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რომ დრო გაატაროთ მათთან, ვინც გიყვართ. გამოჩნდება პერსპექტივები, რომლებიც სამომავლო გეგმებს უკავშირდება. ამ თვეში ბევრი საქმე გექნებათ, ამიტომ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. არ უგულებელყოთ ის, რაც გაწუხებთ.

მორიელს სახლიდან შორს ბევრი საინტერესო საქმე ელოდება. ბევრს იმოგზაურებთ, ამიტომ მოთმინება მოიკრიფეთ. სამსახურში ხელმძღვანელ პირებთან პრობლემები შეგექმნებათ. ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ და შემოსავლის ახალ წყაროს მოძებნით. ეს თქვენს მომავალში არა უკანასკნელ როლს შეასრულებს.

ივლისის ჰოროსკოპი თამარ გლობასთან მშვილდოსნისთვის, თხის რქისთვის, მერწყულისა და თევზებისთვის

მშვილდოსანს სახლიდან შორს პირადი გეგმები შეიძლება ჩაეშალოს. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. ივლისში რთული პერიოდი გელით. და მაინც, ახლა შემოქმედების და ახალი საქმის დაწყების პერიოდია. შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, რომ ცხოვრება ძირეულად შეცვალოთ.

თხის რქა ივლისში ყოფით, ოჯახით და შვილებით დაკავებული იქნება. ამან გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება გამოიწვიოს. ფული გონივრულად დახარჯეთ, რადგან მალე დაგჭირდებათ. თვის მეორე ნახევარში უძრავი ქონების საკითხით დაკავდებით.

მერწყული ოჯახურ პრობლემებზე იდარდებს. ოჯახის რომელიმე წევრს შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეს. საქმე ჯანმრთელობას ეხება. სამსახურში საქმე გაიზრდება. ამას სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ. ივლისის ბოლოს სარემონტო გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ვალის დაფარვა გელით.

თევზები იდუღებს და თითქმის მთელ თვეს თავისით გაავსებს. ახლობლებს ყურადღება მიაქციეთ. მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. თვის მეორე ნახევარში ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება შემოსავლის და ფინანსების გასაზრდელად. გამდიდრების შანსი ხელიდან არ გაუშვათ!

Advertisement