Connect with us

თავის მოვლა

იდეალურად სუფთა სახის კანის და ერთგვაროვანი ფერის საიდუმლო: როგორც შვებულების შემდეგ

ალბათ, უზადოდ სუფთა და გლუვი სახის კანი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. სინამდვილეში, ამის მიღწევა რთული არაა. თქვენ უბრალოდ სწორი მოვლის საშუალებები გჭირდებათ. Alltime.ge-ს რედაქცია მზადაა დაგეხმაროთ.

დღეს გიზიარებთ 4 ნატურალურ სახის ნიღაბს, რომლებიც კანს კვებავენ და მის ფერს ათანაბრებენ. სტატიის ბოლოს იპოვით ღირებულ რჩევებს, რომლებიც მომავალში კანის პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

ნატურალური სახის ნიღბები

კარტოფილის და ლიმონის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 კარტოფილი
  • 0,5 ლიმონი

მომზადება:

ნახევარი ლიმონის წვენი გაწურეთ. კარტოფილი დააბლენდერეთ და ლიმონის წვენი აურიეთ.

გამოყენება:

ნიღაბი სახეზე წრიული მოძრაობით წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილის და კიტრის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 კარტოფილი
  • 0,5 კიტრი

მომზადება:

ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

გამოყენება:

საშუალება წრიული მოძრაობით სახეზე წაისვით. ნიღაბი 25 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ბანანის მკვებავი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1 ჩ/კ რძე

მომზადება:

მწიფე ბანანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ ან რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ. რძე შეათბეთ და ბანანის მასას აურიეთ.

გამოყენება:

საშუალება სახეზე სქელ ფენად წაისვით. 23 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მკვებავი ნიღაბი ვაშლით და შვრიით

ინგრედიენტები:

  • 10 გრ შვრიის ფანტელები
  • 0,5 ვაშლი
  • 20 მლ წყალი
  • 5 მლ რძე

მომზადება:

შვრიის ფანტელებს ცხელი წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

ნახევარი ვაშლი გათალეთ. შვრიასთან და რძესთან ერთად დააბლენდერეთ. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

გამოყენება:

ნიღაბი სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ან რძით ჩამოიბანეთ.

რა თქმა უნდა, არ იფიქროთ, რომ სახის მოვლის საშუალებები ერთადერთია, რაც კანს სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაბალანსებული კვება, ხარისხიანი ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერი და დადებითი ემოციები ორგანიზმში მდგომარეობაზე, მათ შორის კანზე, დიდ გავლენას ახდენს. თუ სახის მოვლის საშუალებებს რეგულარულად იყენებთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ინარჩუნებთ, სუფთა და მოვლილი კანი უზრუნველყოფილი გაქვთ.