Connect with us

ჰოროსკოპი

თხის რქის სეზონი: თევზებო, გუნდი შეკრიბეთ, ლომო, ჯანმრთელობას მიხედეთ

მშვილდოსნის გასული სეზონი ჰორიზონტის გაფართოებით, განახლებით და ცვლილებებით იყო სავსე. 21 დეკემბერს თხის რქის სეზონი დაიწყო, რაც საშუალებას მოგცემთ მთელი დაგროვილი გამოცდილება საქმეში გამოიყენოთ. წარმატებული იქნებიან მიწის ნიშნები: კურო, ქალწული და თხის რქა. ვერძს, კირჩხიბს და სასწორს მერწყულის სეზონამდე, 19 იანვრამდე გაუჭირდებათ.

ვერძი

სამსახურში სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებთ, უფროსებიც თქვენს საქმიანობას ყურადღებით აკვირდებიან. შესაძლოა, მომავალში ამან უფრო მეტი მობილობა და თავისუფლება გამოიწვიოს, მაგრამ ახლა ასე არაა. თუ ამჟამინდელი საქმიანობა არ მოგწონთ, პროფესიული მიზნები კი სხვა სფეროსკენ მიმართული გაქვთ, დროა ყველაფერი დაიკიდოთ და საოცნებო კომპანიაში თქვენი რეზიუმე გააგზავნოთ.

კურო

თხის რქის სეზონი ოპტიმიზმის შეგრძნებას და სამყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობის გამოვლენას გაიძულებთ. თუ სტუდენტი ხართ, სასწავლებლად საუკეთესო წელია. თუ დამატებითი განათლების მიღებაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. თუ სრული ონლაინ კურსის გავლა არ სურთ, კონკრეტულ თემაზე რამდენიმე პოდკასტს მოუსმინეთ ან Netflix–ზე დოკუმენტურ ფილმებს უყურეთ.

ტყუპები

ახლა თქვენი სახლი გააქტიურებულია, რომელიც სიახლოვეზეა პასუხისმგებელი. ურთიერთობაში რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან სერიოზულად არ აღიქვათ. თხის რქის ენერგია ყველაფერს უფრო კრიტიკულად განახებთ, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ შეყვარებული, ვისთანაც „დიდხანს და ბედნიერად“ ცხოვრებას არ აპირებდით, მალე თქვენი მეუღლე გახდეს. მთავარია, დარწმუნდით, რომ ყოფილთან ყველა წერტილი დასვით.

კირჩხიბი

ამ თვეში თქვენი მიზანია პარტნიორთან, საუკეთესო მეგობართან და კოლეგასთან ურთიერთობის განმტკიცება. ეს თქვენდა სასიკეთოდ ხდება: მნიშვნელოვანია, რომ საუბარი მოლაპარაკებით დასრულდეს, სადავო საკითხები განიხილოთ და მოაგვაროთ, რომ უთანხმოება არ ჩამოვარდეს. ეს მომავალში ჩადებულ ინვესტიციად ჩათვალეთ, რადგან თხის რქა ადამიანებს ურთიერთობაში ნაკლებად ემოციურს ხდის. შეგიძლიათ გონებით დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით.

ლომი

თხის რქა თქვენს ნატალურ რუკაზე მე-6 სახლს განაგებს, რომელიც სამსახურის და ყოველდღიურ მოვალეობებს მართავს. მოსალოდნელია დატვირთული გრაფიკი და თავისუფალი დროის არ ქონა! მე-6 სახლი ასევე ჯანმრთელობას მართავს, ამიტომ ნებისმიერი მავნე ჩვევა თავს შეგახსენებთ. თხის რქის სეზონი ჯანმრთელობაზე დაგაფიქრებთ, დროა ცხოვრებას გადახედოთ და კარგი ჩვევები აითვისოთ.

ქალწული

თქვენი პირადი ცხოვრება ხურდება, ყველგან ფლირტი გაქვთ გაჩაღებული, ჰაერში რომანტიკა ტრიალებს, საერთოდ, თქვენთან ყველაფერი კარგადაა. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება იდეალური ვერ გახდება და ურთიერთობაზე მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ როგორც წყვილს ძლიერი მხარე მაინც გაქვთ. სასიამოვნოა იმის გახსენება, თუ რატომ აირჩიეთ სწორედ ეს ადამიანი.

სასწორი

მიმდინარე თვეს საკუთარ თავში ჩახედვა და წარსულთან კავშირის აღდგენა მოგიწევთ. თქვენ ერთ–ერთი ყველაზე სოციალური ნიშნის წარმომადგენელი ხართ, მაგრამ თხის რქის ატმოსფერო საკუთარ ნაჭუჭში დამალვას, განმარტოებას გაიძულებთ. ტრანზიტი მიზნად ისახავს იმას, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი საყრდენები (ოჯახი, სახლი) რაც შეიძლება ძლიერი და უსაფრთხო გახდეს.

მორიელი

თხის რქა თქვენს კომუნიკაციის უნარებს გააძლიერებს. თქვენ უამრავ შეტყობინებას გააგზავნით და მიიღებთ, თქვენი სოციალური წრე გაფართოვდება. თუ იპოვით ადამიანს, ვისთან ერთადაც ახალი წლის აღნიშვნას შეძლებთ, თამამად დაუკავშირდით. თუ გასაუბრება გელოდებათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მას წარმატებით გაივლით.

მშვილდოსანი

თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ თვის მთავარი აქცენტია. ეკონომიკურ რჩევებს გადახედეთ: ნამდვილად უფრო ნაკლებს ხარჯავთ, ვიდრე გამოიმუშავებთ? დროა ინვესტიციების პროგრამებს გადახედოთ. მოკლედ, ფული გვერდზე არ ჩაგივლით, თუ საქმეს ხელს სერიოზულად მოკიდებთ.

თხის რქა

ეს თქვენთვის საუკეთესო დრო იქნება, რადგან სატურნი, შეზღუდვების პლანეტა, თხის რქის სეზონებში 2017, 2018 და 2019 წლებში თქვენს ნიშანში იყო. ახლა სატურნი მერწყულშია და როგორც იქნა, დროს კარგად გაატარებთ. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! რაც არ უნდა ისურვოთ – ყველაფერი აგიხდებათ!

მერწყული

ასე ვიტყვით: უკეთესიც შეიძლებოდა. მე-12 სახლი იზოლაციას აკონტროლებს და ციკლის დასრულებას ააქტიურებს, ასე რომ, ახლა მთელი ენერგია დასვენებისკენ მიმართეთ. წარსული ურთიერთობები და პროექტები კვლავ დაბრუნდება, რამაც შეიძლება შეგცვალოთ. საკმაოდ ემოციური თვე იქნება. თავი ინუგეშეთ იმით, რომ მალე თქვენი დრო მოვა.

თევზები

ამ თვეში თქვენი სოციალური ცხოვრება გააქტიურდება, თუნდაც Zoom-ზე, FaceTime–ზე ან Slack-ზე. ახლა მხოლოდ გადაწყვეტა მოგეთხოვებათ: როგორი ხალხის ნახვა გსურთ გუნდში და ვისგან თავს შორს დაიჭერდით?