სხვა
თქვენი შვილის სულმა მშობლად თავადვე აგირჩიათ
ძველი კუნდალინის თეორიის თანახმად, რომელსაც იოგი ბხანჯანი გადმოგვცემს – ბავშვები მშობლებს დაბადებამდე ირჩევენ.
როდესაც სული დაბადებას წყვეტს, პირველ რიგში ის სასურველ ცხოვრებას ირჩევს – იმ გაკვეთილებიდან გამომდინარე რომელთა შესწავლაც სურს. ეს გადაწყვეტილება კი სულის კარმულ დანიშნულებაზეა დამოკიდებული.
თუ ორი სული გასულ ცხოვრებაში ერთად იყო – ვთქვათ, დედა და შვილი – სულის ახალ ინკარნაციაში, სულებმა შეიძლება როლები შეიცვალონ.
სულები ხშირად წყვეტენ საკუთარ ოჯახში დარჩენას, რათა ახლობელი ადამიანების კარმული პროცესები მოაგვარონ.
სული როგორც კი გაერკვევა მშობლის არჩევაში, ჩნდება კავშირი დედის ენერგიასთან და სული დაბადებას ელოდება. ნაწილობრივ ეს კავშირი მანამდე ჩნდება სანამ მშობლები დაქორწინდებიან. არჩევანის გაკეთების შემდეგ სული მოთმინებით ელოდება განსხეულებას.
იმაზე თუ როგორი სული გაჩნდება ოჯახში – დედაც ახდენს გავლენას. მისი ყოველდღიური აზრები, მედიტაციები, სურვილები და მიზნები მაგნიტივით იზიდავს სულს, რომელიც მის პირად ენერგიაზე რეაგირებს.
სული სხეულში ორსულობის 120-ე დღეს შედის, ამიტომ ამ დღეებში საჭიროა დედა მედიტაციურ მდგომარეობაში იყოს, რათა ამაღლებული სული მოიზიდოს და მიიღოს ის.
ორსულობის დროს სული გავლენას ახდენს იმ სხეულის ფორმირებაზე, რომელშიც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს და რომელიც მას, თავისი დანიშნულების შესრულებაში დაეხმარება.
როდესაც სული სხეულში სახლდება, მისი ერთიანი ნაწილი ხდება – ერთი სული, ერთი დეენემი – უნიკალური პოტენციალით.
მართალია ეს უბრალოდ თეორიაა, მაგრამ, ათასობით დედა და მამა გრძნობს კარმულ კავშირს თავის შვილებთან. ის გრძნობა, თთქოს ისინი ერთად სწავლობდნენ და ერთად იყვნენ დიდი ხნის მანძილზე – წინა ცხოვრებებში.
მარტო ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს – ისინიც ხდებიან ჩვენი მასწავლებლები ამ ცხოვრებაში!