Connect with us

საკითხავი

თქვენი დაავადებების მიზეზი მტვრის ტკიპებია. ამ მარტივი მეთოდით თავიდან მოიშორეთ

ადამიანების უმეტესობას ამ „ცხოველების“ არსებობის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ, არადა სჯობს რომ ინფორმირებული იყოთ!

მტვრის ტკიპა ძალიან პატარა არსებაა, რომელიც საწოლის აქსესუარებზე, ხალიჩაზე ან ნებისმიერ რბილ ავეჯზე ცხოვრობს. მას კანის მკვდარი უჯრედებით გამოკვება უყვარს. ეს ტკიპა ალერგიას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას, მათ შორის ასთმას და კანის დაავადებას, იწვევს.

მტვრის ტკიპის არსებობის ნიშნები:

  • ცემინება;
  • სურდო;
  • სიწითლე;
  • ქავილი ან წყლიანი თვალი;
  • ცხვირის, ყელის ან ხახის ქავილი;
  • ხველა;
  • თვალის ირგვლივ შეშუპებული, ჩალურჯებული კანი

ადამიანებს, რომელთაც ასთმის პრობლემა აქვთ, სუნთქვის პრობლემები, მკერდის ტკივილი, სუნთქვის გახშირება, ძილის პრობლემები, ასევე სურდოს დაავადებების მიმართ მგრძნობელობა ტანჯავთ.

მუდმივად მტვერსასრუტით სახლის დალაგება და თეთრეულის გარეცხვა მტვრის ტკიპების მოშორების შესანიშნავ მეთოდს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ნივთის, როგორიცაა ბალიში და ლეიბი, გაწმენდა მარტივი არაა.

მტვრის ტკიპების მოსაშორებლად გთავაზობთ შესანიშნავ მეთოდს ევკალიპტის ზეთით.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა დისტილირებული წყალი
  • 15-30 წვეთი ევკალიპტის ზეთი

გამოყენების მეთოდი:

  1. შეასხურეთ ყველა იმ ნივთს, რომლის გაწმენდასაც ვერ ახერხებთ.
  2. თბილ, მშრალ ადგილას გასაშრობად გაკიდეთ.
  3. კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ, რომ ყველა მტვრის ტკიპა მოიშოროთ.

კვლევამ აჩვენა, რომ ევკალიპტი და სხვა ეთერზეთები მტვრის ტკიპებთან საბრძოლველად შესანიშნავ მეთოდს წარმოადგენს. ევკალიპტის ზეთი ამას ჩვენთვის ზიანის მიყენების გარეშე გააკეთებს.

სამწუხაროდ, ევკალიპტის ეთერზეთი 10 წლამდე ბავშვებისთვის უსაფრთხო არაა. ასეთ დროს შეგიძლიათ სხვა ზეთი გამოიყენოთ, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხო იქნება და მტვრის ტკიპებს მოაშორებს. მაგალითად მიხაკის და კამის ზეთი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.