Connect with us

ჯანმრთელობა

თუ 45 წელს გადააბიჯეთ, თუთია წყალზე მეტად გესაჭიროებათ. აი, მისი დეფიციტის ნიშნები

თუთია ორგანიზმის თითოეული უჯრედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს უჯრედულ მეტაბოლიზმში, იმუნური და საჭმლის მომნელებელი სიტემის ფუნქციონირებაში, ჭრილობების შეხორცების პროცესში, რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაში და არა მხოლოდ… მიუხედავად ამისა, მოცემულ ელემენტზე არ ამახვილებენ ყურადღებას ისე, როგორც მაგნიუმზე ან კალციუმზე. თუთიის ნაკლებობის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან ამ პრობლემისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და სიგნალებს.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება თუთიას მთელი ორგანიზმისთვის და როგორ გამოვავლინოთ მისი დეფიციტი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

თუთიის უკმარისობა

თუთია მრავალი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში შედის. მისი მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტებია: ზღვის მოლუსკები, მდინარის თევზი, ცხვრისა და ფრინველის ხორცი. თუთიის დეფიციტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც იცავენ სხვადასხვა დიეტებს ან იკვებებიან არასწორად. გარდა ამისა, მოცემული პრობლემის განვითარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს კალციუმის დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებამ, რადგან ასეთ დროს ფერხდება ორგანიზმის მიერ თუთიის ათვისების, შეწოვის პროცესი.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ექიმების მტკიცებით, თუთიის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა: ვეგეტარიანელობა, ონკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება, ჭარბი რაოდენობით ყავის მირთმევა, მოწამვლა, ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება და ა.შ.

თუთიის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იცვლება ასაკთან ერთად. მაგალითად, ბავშვებში თუთიის დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს სიმაღლეში ზრდის პროცესის შეფერხებამდე, მადის დაქვეითებამდე და გუნების, განწყობის გაფუჭებამდე. შუახნის ასაკის პაციენტებში თუთიის უკმარისობა იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას და თავის ტვინის ფუნქციონირების შეფერხებას. თუ 45 წელს გადააბიჯეთ, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება და ამ მიკროელემენტის დეფიციტის დროულად გამოვლინება.

მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი თუთიის უკმარისობასა და მამაკაცებში პროსტატის ადენომის განვითარებას შორის. გარდა ამისა, თუთიის დეფიციტისას მამაკაცებში მცირდება სპერმის რაოდენობა და ხარისხი, ფერხდება ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესი, რაც იმპოტენციისა და უნაყოფობის განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს. თუთიის მარაგის ამოწურვისას ძალიან ხშირია სახსრების დაავადებების განვითარება პაციენტებიში. ავთვისებიანი წამონაზარდები კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება ამ მიკროელემენტის დეფიციტისას.

თუთიის დეფიციტის სიმპტომები:

1. პატარა ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას სჭირდება დიდი დრო.

2. ფრჩხილები მტვრევადი ხდება, თმა იწყებს ცვენას.

3. პერიოდულად თავს იჩენს ხელების კანკალი.

4. ნერვოზულობა და ადვილად გაღიზიანება პაციენტისთვის ჩვეული მოვლენა ხდება.

5. ირღვევა კოორდინაციის უნარი.

6. ქვეითდება ყნოსვა და გემოს შეგრძნება.

7. სტომატიტი იქცევა ხშირ მოვლენად.

8. უარესდება მხედველობა ღამით.

9. ხშირია ალერგიული გამონაყარი ხელებზე.

10. ქვეითდება მადა და ხშირია კუჭის გაღიზიანება.

B2 და B6 ვიტამინები აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ თუთიის ათვისების პროცესს და ამცირებს მის გამოყოფას შარდთან ერთად. რაც შეეხება კალციუმს, ის სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუ ჩამოთვლილი სიმპტომები აგეღნიშნებათ, აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, იმოქმედეთ დროულად. გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი თუთიის შემცველი პროდუქტებით და სპეციალური ვიტამინური კომპლექსებით.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სასარგებლო ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!